კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) პასუხები მრევლის შეკითხვებზე

– მამა გაბრიელ, ვნახე, თქვენს სენაკში უფლის ხატი ლაპარაკობდა, მხოლოდ რას ამბობდა, ვერ გავიგე.

– უფალი რასაც ამბობდა, ჩემთვის იყო მხოლოდ განკუთვნილი და არა სხვისთვის.

– სასტუმრო ოთახში სითბო იყო და იმიტომ გთხოვეთ იქ გადასვლა. თქვენ კი ისევ აქ დაბრუნდით.

– იქ დემონების ჯგუფი დამადგა თავზე. ათზე მეტი იქნებოდნენ, ამბობდნენ: ეს ჩვენი მტერიაო. ხელებით ცდილობდნენ ჩემთვის თვალები ამოეჩიჩქნათ, თან, არც ხატი და არც ჯვარი არ მქონდა, ლოცვით ვიგერიებდი. წამოვდექი და ჩემს სენაკში წამოვედი. შემოვედი თუ არა, მაშინვე მომეშვნენ, აქ ღვთის მადლი მიცავს.

– როცა წმიდა ადამიანი რამეს მირჩევს, ჩემი მოძღვარი კი იმის აზრს არ ეთანხმება, ვის დავუჯერო? 

– არ არსებობს წმიდანი, მოძღვრის საწინააღმდეგო რომ გირჩიოს.

– თუ სუფრასთან ვსხედვართ, მოვიდა სექტანტი და ჩვენთან დაჯდა, როგორ მოვიქცეთ?

– მის გამო ყველა ხომ არ ადგებით? იჯდეს თავისთვის. ის მოვიდა თქვენთან, თქვენ ხომ არ მიხვედით მასთან?

– თუ მონასტრის იღუმენიამ დაავალა მონაზონს რაიმე საქმე წირვის დროს, მას წირვაზე უნდა დასწრება, მაგრამ მორჩილებაშია. წირვაზე დასწრება უფრო მეტია თუ მორჩილება?

– მორჩილება უპირველესია. თუ მონაზონი უვლის ავადმყოფს, მას შეუძლია, წირვა-ლოცვაზე დაუსწრებლად მივიდეს პირდაპირ ზიარების დროს და ეზიაროს.

– უფალი არაფერს მისრულებს და რა ვქნა?

– მერედა ხარ ღირსი, რომ შეგისრულოს? უფალი შენს ლოცვას მაშინ ისმენს, როცა ლოცვის შემდეგ კეთილ საქმეს გააკეთებ. თუ შენს ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარია.

– ცოლი არ მემორჩილება და რა ვქნა?

– ეგ არაფერი, ახლა ყველა ოჯახში თითქმის აგრეა. აქ მთავარია, სიყვარული. ერთმანეთს გაუგებთ და დაგემორჩილება.

– რას ნიშნავს გულით სინანული?

– გულით სინანულია, როდესაც ცოდვას აღსარებაში იტყვი და შენდობის შემდეგ აღარ გაიმეორებ. ესე იგი, შეიზიზღე ცოდვა. გულით სინანულის დროს შეიძლება, საერთოდ არ წამოგივიდეს ცრემლები. ეს უფრო მეტია, ვიდრე ცრემლად იღვრებოდე და შემდეგ ისევ გაიმეორო იგივე ცოდვა. თუ გულით სინანულს ცრემლებიც დაემატა, ეს ყველაზე კარგია. ცრემლი საერთოდ წმენდს ცოდვებს. ოღონდ ეს ყველაფერი ეხება ნებსით ცოდვებს. უნებლიე ცოდვას ვერავინ გაექცევა. ყველაფერი უნდა ითქვას აღსარებაში.

– ვინ არის მოყვასი?

– დაბადებული ყველა ადამიანი მოყვასია. მისთვის მიწოდებული ერთი ჭიქა წყალიც კი არ დაგეკარგებათ. უდაბნოში ძაღლი წყურვილისგან კვდებოდა. გზად ბერმა გაიარა, მომაკვდავ ძაღლს თავისთვის შენახული წყალი დაალევინა და გადაარჩინა. ამ დროს ცა გაიხსნა და ხმა მოისმა: ვინც ძაღლი სიკვდილს გადაარჩინა, ყველა ცოდვა მიეტევოს. აბა, რამდენად დიდია, თუ ადამიანს გადაარჩენ?

– როდესაც ვჭამ, სასუფეველს როგორ უნდა ვეძიებდე?

– როდესაც ჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერნი, გაჭირვებულნი, უძლურნი. ამაშია სასუფევლის პოვნა. მონაზონს კი ჭამის დროსაც ლოცვა მოეთხოვება.

– შვილი დავკარგე, დილით ადგა, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. პატრიარქმა ბრძანა, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი შველა, მისი კურთხევით მოვედი.

– დედის ლოცვას დიდი ძალა აქვს. პირდაპირ უფლის ტახტამდე ადის. დედა ხარ, ილოცე და ნახავ.

скачать dle 11.3