კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ოქროს ბურთის” კანდიდატი გერმანელი ვარსკვლავები

„უეფას” პრეზიდენტი მიშელ პლატინი დარწმუნებულია, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელად და, შესაბამისად, „ოქროს ბურთის” მფლობელად აუცილებლად უნდა დასახელდეს გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელი. გთავაზობთ იმ გერმანელ ვარსკვლავებს, რომლებიც, სავარაუდოდ, კონკურენციას გაუწევენ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის.

თომას მიულერი

მსოფლიო ფეხბურთის უნივერსალურ ვარსკლავს და გერმანიის ნაკრების ბომბარდირს მსოფლიო ჩემპიონატზე, თომას მიულერს, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა კლუბსა და ნაკრებში. ტიერი ანრის აზრით, იგი მისაბაძი ადამიანია მომავალი ფეხბურთელებისთვის. მიულერი სასარგებლოა აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე, ის დაუღალავი და იდეალური მოთამაშეა ნებისმიერი მწვრთნელისთვის. ცნობილია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” მცდელობა ჰქონდა, მისი კონტრაქტი გამოესყიდა, თუმცა თომასი ბავარიელების ერთგული დარჩა.

ტონი კროოსი

„რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი შრომა მოედანზე ხშირად შეუმჩნეველია, თუმცა, ბევრ „შავ” სამუშაოს ასრულებს: ამიტომ, უაღრესად სასარგებლო მოთამაშეა და მის გარეშე გერმანიის ნაკრები, ფაქტობრივად, არცერთ შეტევას არ იწყებს. ბრაზილიასთან ასტრონომიული ანგარიშით მოგებულ ნახევარფინალურ მატჩში სწორედ ტონი კროოსი დასახელდა საუკეთესო ფეხბურთელად.

მანუელ ნოიერი

1963 წლის შემდეგ არცერთი გოლკიპერი აღარ გამხდარა „ოქროს ბურთის” მფლობელი. უკანასკნელად საუკეთესოდ აღიარეს ლეგენდარული საბჭოთა მეკარე ლევ იაშინი და მანუელ ნოიერს ყველაზე რეალური შანსი აქვს, რომ გახდეს „ოქროს ბურთის” პირველი მფლობელი 51 წლის შემდეგ. ნოიერი უდავოდ პლანეტის საუკეთესო მეკარეა, რომელიც ბოლო მცველის, ეგრეთ წოდებულ „ლიბეროს” პოზიციაზეც იდეალურია და ფეხით მოთამაშე საუკეთესო გოლკიპერად ითვლება მსოფლიოში. უნაკლო ნოიერი გერმანიის ნაკრების უპირობო ლიდერია.

ბასტიან შვაინშტაიგერი

ფინალური მატჩის შემდეგ, გერმანიის ნაკრების ახალ კაპიტანს, ბასტიან შვაინშტაიგერს, არცერთი წუთი არ გაუტარებია საფეხბურთო მოედანზე. ტრავმის მერე მან ვარჯიში სულ ახლახან განაახლა. დაუღალავი და თავდადებული – ასეთი იყო ის მსოფლიო ჩემპიონატზე და, ბევრის აზრით, სწორედ ბასტიან შვაინშტაიგერი იმსახურებს „ოქროს ბურთს”, რომელიც, თავად ფეხბურთელის აზრით, მას არასდროს ერგება.

ფილიპ ლამი

გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, 30 წლის ასაკში დაასრულა საერთაშორისო კარიერა და, სპეციალისტების აზრით, ეს საკმაოდ ნაადრევად გააკეთა. ლამის გარეშე გერმანიის ნაკრები ახალ ცხოვრებას იწყებს, ერთ დროს კი საუკეთესო მარჯვენა მცველი ამჟამად საყრდენის პოზიციაზე ატარებს უფრო მეტ დროს და ხოსეპ გვარდიოლას „ბაიერნის” განუყოფელი ნაწილია. ლამის უნიკალურობის მიუხედავად, ითვლება, რომ მანუელ ნოიერი ან ბასტიან შვაინშტაიგერი უფრო იმსახურებენ „ოქროს ბურთს”.

скачать dle 11.3