კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ავერსის კლინიკის“ სამედიცინო ლაბორატორიის დამსახურებული წარმატება

„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია 2007 წელს დაარსდა მარნეულში და თავისი არსებობის პირველივე დღიდან, ორიენტირებულია ხარისხსა და კომპეტენტურობაზე. დღეს  საქართველოს მასშტაბით „ავერსის კლინიკის” კვალიფიციური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 15 ლაბორატორია ფუნქციონირებს:  2 სადღეღამისო, 5 შედარებით მცირე წარმადობის და შვიდი ნიმუშების ასაღები პუნქტი. ლაბორატორია მთლიანად  აღჭურვილია მსოფლიოს ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული, ბოლო თაობის ანალიზატორებით, რომლებიც ხასიათდება გამორჩეულად მაღალი ხარისხით და ძალიან დიდი წარმადობით.  „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიაში  მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პაციენტი ზუსტ პასუხს ყოველთვის დროულად იღებს. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ „ავერსის კლინიკის” ლაბორატორიამ სტანდარტის აკრედიტაცია მიიღო, რაც მისი კომპეტენტურობის ოფიციალურ აღიარებას ნიშნავს. 

დიმიტრი ჯორბენაძე (გენერალური დირექტორი): 2013 წელს, დაახლოებით 400 000 ლაბორატორიული გამოკვლევა გვაქვს გაკეთებული და წელს ეს მაჩვენებელი 30 პროცენტით გაიზარდა, რაც ჩვენდამი ნდობის დადასტურებაა. აკრედიტაცია მივიღეთ მთელ  ლაბორატორიაზე და არა რომელიმე კონკრეტულ ტესტზე. ვემსახურებით, როგორც „ავერსის კლინიკებს“, ასევე სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. დავნერგეთ კურიერული სისტემა, რათა ბევრი სამედიცინო დაწესებულებისთვის, რომელთაც საკუთარი ლაბორატორიები არ გააჩნიათ, კომფორტული და სწრაფი გამხდარიყო შესაბამისი მომსახურება ჩვენგან.  მით უფრო, როცა გადაუდებელ შემთხვევაზეა საუბარი. 

ნანა ძნელაძე („ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიული სამსახურის უფროსი): „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია პაციენტებს სთავაზობს მომსახურების ფართო  სპექტრს: დაწყებული ჰემატოლოგიური ტესტებით, დასრულებული იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევებით.

ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უმაღლესი სიზუსტისა და ხარისხის შედეგები.  ჩვენთან   ყველა ანალიზატორი დუბლირებულია  მაღალი ხარისხის, სხვა ფირმის ანალიზატორებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ერთ-ერთის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ისე კრიტიკული შედეგის მიღებისას კვლევის განმეორებისა და გადამოწმებისთვის.  

რაც შეეხება პერსონალს, შერჩევა ხდება 3-ეტაპიანი გამოცდის მეშვეობით: პირველი ტესტირებაა, შემდეგ ზეპირი გასაუბრება და მესამე – პრაქტიკული გამოცდა. მათი წარმატების გადალახვის შემდეგ, პიროვნებას ვიყვანთ სტაჟირებაზე. თანამშრომლად აყვანის პროცესს ხელმძღვანელობს ჩვენი ლაბორატორიის  კონსულტანტი, თსსუ-ის ლაბორატორიული საქმის მიმართულების ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს ექიმ-ლაბორანტთა სალიცენზიო გამოცდების დარგობრივი თავმჯდომარე, სრული  პროფესორი, ქალბატონი თინა ბუკია. პერსონალის შერჩევისას, ვითვალისწინებთ კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებს, ასევე, მათი პროფესიული ზრდის პერსპექტივას – ვიღებთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. 

აკრედიტაცია ლაბორატორიის კომპეტენტურობის  აღიარებაა. აკრედიტაციის სხვადასხვა სტანდარტი არსებობს,  ჩვენ გავიარეთ აკრედიტაცია „ისო 15189” სტანდარტის შესაბამისად. ეს არის სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, რომლის სახელწოდებაა „სამედიცინო ლაბორატორიები – კერძო მოთხოვნები ხარისხისა და კომპეტენტურობის მიმართ“. აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება, რომ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები სარწმუნოა. აქვს საერთაშორისო აღიარება და არ საჭიროებს  დამატებით კონტროლს.    

„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიაში გახსნის  დღიდან  დაინერგა  ხარისხის კონტროლის პროცედურები. არაფერს ვიტყვით ხარისხის შიდა კონტროლის ყოველდღიურად ჩატარებაზე,  რომლის დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების გარეშე, მუშაობის დაწყება წარმოუდგენელია. პერმანენტულად, ვატარებთ  ხარისხის გარე  კონტროლს გერმანიაში. ანალიზატორების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, აპარატებს უტარდება პრევენციული ტექნიკური მომსახურება მომწოდებლის სერტიფიცირებული ინჟინრების მიერ. ასევე, რეგულარულად ვიწვევთ უცხოელ სპეციალისტებს, ლაბორატორიას ჰყავს ხარისხის მენეჯერი, რომელიც მხოლოდ ამ კუთხით მუშაობს. გარდა ამ პროცედურებისა,  აკრედიტაციის პროცესში დაინერგა არაერთი სტანდარტი, რომლის დაცვა აკრედიტაციის აუცილებელი პირობაა. აქვე დავძენთ, რომ  აკრედიტაციის პროცესი არ არის ერთჯერადი, გულისხმობს ყოველწლიურ, განმეორებით შემოწმებასა და დიდ ძალისხმევას მის შესანარჩუნებლად.

აკრედიტაციის პროცესში  ჩართული  იყო ლაბორატორიის ყველა თანამშრომელი და  ვფიქრობთ, რომ აკრედიტაციის მიღება დიდი სტიმული და ამასთანავე, დიდი პასუხისმგებლობაცაა თითოეული მათგანისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ  საქართველოში არის პირველი აკრედიტებული სამედიცინო ლაბორატორია შესაბამისი სტანდარტით.     

 ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ  ლაბორატორია მოითხოვს დიდ მორალურ და ფინანსურ ხელშეწყობას. მიკერძოების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ  მუდმივად გვაქვს დიდი მხარდაჭერა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობის, ისე დამფუძნებლის მხრიდან. 

скачать dle 11.3