კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი დახმარებით „დაითრია“ გია კორკოტაშვილი მომავალმა მეუღლემ და რის გამო არ ელაპარაკებოდა ის შვილს ექვსი თვე

ამა თუ იმ ქალაქის ან სოფლის განსაკუთრებულობას, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, მასში მცხოვრები ადამიანები განაპირობებენ – კოლორიტი ფიგურა, ან ფიგურები, კი გამორჩეულ ხიბლს სძენენ. ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, სწორედ ასეთი ადამიანია. გია კორკოტაშვილი თბილისში დაიბადა, გაიზარდა და დღესაც, ოჯახთან ერთად, თბილისში ცხოვრობს. მას ახალგაზრდობის წლებისა და ოჯახური ისტორიების გასახსენებლად ვეწვიეთ.

გია კორკოტაშვილი: ეს სიტყვა არ მომწონს, მაგრამ მივტირი იმდროინდელ სიტუაციას, ძველ თბილისს. სულ თვალებში შევციცინებდი უფროსებს, როგორ ცხოვრობდნენ, როგორი ტკივილი იცოდნენ, ერთმანეთის გვერდზე დგომა, სიყვარული. ვერ ძღებოდნენ ერთმანეთის სიყვარულით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მახსოვს. შეიძლება, ბავშვობის გამო ძალიან ზღაპრულად ვუყურებდი ამ ყველაფერს. მაშინ ბარათაშვილზე ვცხოვრობდი, თბილისის არაჩვეულებრივი ხედია იქიდან, 14 ეკლესიის გუმბათი ჩანს. ჩვენიდან რომ დაიწყებოდა სტუმრობა, გრიშაშვილის ლექსებით და ერთმანეთის სიყვარულით, მერე აუცილებლად ბიძაჩემთან უნდა გაგრძელებულიყო ყიფიანის ქუჩაზე. შემდეგ მთაწმინდაზე ავიდოდით, სადაც ბებიაჩემი აუცილებლად გაგვიმასპინძლდებოდა ჩაით, თავის მიხაკიანი მურაბებით. გემო და სუნი ახლაც მახსოვს. კაკლის მურაბები იყო და ბლის, შიგნით რომ თხილი ედო. იმდენად გემრიელ რაღაცეებს აკეთებდნენ, ჩარჩენილი მაქვს გონებაში და არასდროს დამავიწყდება. მანდ ცოტა გამოფხიზლდებოდნენ ხოლმე და მერე, აუცილებლად ვაგონით ავდიოდით მთაწმინდის რესტორანში. ჩვენ დავრბოდით, უფროსები კი სხდებოდნენ და თითო ან ორ ფუჟერ შამპანურს სვამდნენ, ხილთან ერთად. ქალაქს გადმოხედავდნენ. ასეთი მახსოვს მთაწმინდა, ფუჟერში ჩასხმული შამპანურით და შავ-თეთრი „მეტლახის“ ფილებით. მახსოვს საოცრად ბევრი ხალხი, სულ სითბო, ხვევნა-კოცნა. ასევე იყო, რომ გავიზარდე, უკვე ყრმობაში. მაშინ ბევრი სახინკლეები არ იყო, სულ ორი-სამი იყო. ერთი იყო „მერიოტის“ დაღმართი რომ არის, იქ, სახინკლე „თბილისი“ და კიდევ „ივერია“. იმის მიხედვით, რა ფული „გვიჭყაოდა“ ჯიბეში, შევდიოდით ხან  სად, ხან სად.

– სკოლაში როგორი ბავშვი იყავით?

– საოცარი. იმიტომ არ ვამბობ, რომ მიღებულია. რვა კლასი ხუთებზე დავამთავრე, მერე რამდენიმე ცუდი ნიშანი გამომერია. მერვე კლასში პირველად წამიყვანეს ყოფაქცევის ორიანის გამოსასწორებლად ბიბლიოთეკის დასალაგებლად. მაშინ პუშკინის ქუჩაზე იყო ბავშვთა ბიბლიოთეკა. ოთხი ბავშვი  წაგვიყვანეს. ძალიან ცუდი პიონერხელმძღვანელი გვყავდა. ალბათ, გაუთხოვარი იყო ან დაწინაურება უნდოდა ძალიან. მოკლედ, არ ვიცი. ბიბლიოთეკაში დირექტორი არ იყო და დასალაგებლად იმ წუთში ვერ ჩაგვიყვანა ხელმძღვანელმა. ჩვენ ცოტა ფული გვქონდა. დაბლა კუთხეში კი ახალი გახსნილი ლუდის ავტომატიზირებული ჩამოსასხმელი იყო. ეს ახალი ხილი იყო თბილისისთვის. ჩააგდებდი 15 კაპიკიანს და ლუდს გისხამდა. ცნობილი ხორცის ღვეზელებიც იყო და მოკლედ, ავდექით და მანდ წავედით. იქ გიჟი მარინა დაგხვდა, რომელიც თბილისში იცოდა ყველამ, ვინს ჩემს პერიოდშია გაზრდილი. ის ყველგან გევლინებოდა. მარინა თვითონ სვამდა და ჩვენ მწირი საჭმლით რომ დაგვინახა, თავისთან გადაგვიპატიჟა სუფრაზე. ჩვენც პატარები ვიყავით და მხიარულად გადავედით. ხომ არ დალევთო, გვკითხა. ვუთხარით, კიო. მაგრამ არა, თქვენ არ დაგალევინებთო და თითო კათხა ლუდი მოიტანა ჩვენთვის. ხინკალი და რაღაცეებიც აიღო. დაგვპატიჟა ბავშვები. გვეხუმრებოდა, ჩვენც ვეშაყრებოდით. ისე მოხდა, რომ ცოტა გაგვიგრძელდა და ამ დროს მოგვაკითხა პიონერხელმძღვენელმა, სადა ხართ აქამდეო? გიჟმა მარინამ გვკითხა, ეს ვინ არისო? ჩვენ ვუთხარით, ვინც იყო. პიონერხელმძღვანელმა უხეშად გვიყვირა,  გამოეთრიეთო. მარინამ მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა და ის ატირებული გავარდა (იცინის).

– რა უთხრა?

– რა უთხრა, ვერ დაწერთ (იცინის). შენო, გეტყობა, რაც გაკლიაო (იცინის) და ეს პიონერხელმძღვანელი გავარდა იქიდან. მეორე დღეს კი მშობლები დაიბარეს. ცხონებული მამაჩემი არ დადიოდა საერთოდ კრებებზე, სულ  დედაჩემს აგზავნიდა, მაგრამ, ამჯერად მივიდა. უთხრეს, თქვენი შვილი დადის და გიჟ მარინასთან ერთად სვამს სახინკლეებშიო (იცინის).

– ისე „ამრევი“ ბავშვი იყავით?

– საერთოდ, სკოლის დანიშნულება ხომ არის, რომ ზრდილობიანი და განათლებული  ბავშვი გაზარდოს. ჩვენთან ისეთი ბავშვები სწავლობდნენ და იმდენი გვეძახეს – თქვენ დაგეწვათ სკოლა, სადაც იზრდებითო, რომ ერთ დღეს აგვიხდა. მეცხრე კლასში ვარ, მივდივარ სკოლაში და ვხედავ, სკოლას გიზგიზი გაუდის. იმდენი გვწყევლეს, აგვიხდა. ბავშვი რომ ხარ და სკოლაში სწავლობ, იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს – შენ თვალწინ შენი სკოლა რომ  იწვის.

– შარში ხშირად ეხვეოდით?

– ათასი რაღაც ხდებოდა. თუმცა, რაღაც ჩარჩო არსებობდა, რისი გულისთვისაც ვცხოვრობდით. ძალიან ბევრს ვსწავლობდით უფროსებისგან. ძირითად დროს უბანში ვატარებდით. ვუყურებდით, რა იყო რაინდობის წესები და რა არა. ყოფილა შემთხვევა, ვიღაც დაუჩაგრავთ და უფროსი თაობის წარმომადგენლებს დაულაგებიათ სიტუაცია. გული მწყდება, რომ დღეს სხვანაირად ფიქრობენ. ჰგონიათ, რომ სასხლეტზე თითის გამოკვრით გვარდება პრობლემა. ეგრე ყოველ გაბრაზებაზე თუ ტყვიები ვესროლეთ ერთმანეთს, ოჯახში და ახლობლობაში დახოცილები უნდა მყავდეს ყველა.

– მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით და თავი როგორ შეაყვარეთ?

– მეუღლემ თვითონ დამითრია. მგონი, რაღაც ჩამიყარა (იცინის). წყნეთში გავიცანი. ნადირობიდან მოვდიოდი და ეს პეპლებს იჭერდა. მე მივხვდი, რომ ის ის იყო და ისიც მივახვედრე (იცინის). ახლა ისე აღარ მიყვარს, მაგრამ ოთხი  შვილი გვყავს და ვეღარ ვცილდები (იცინის).

– თქვენი ახალგაზრდობის თავგადასავლებს შვილებს არ უყვებით ხოლმე? 

ელენე: თავიდან უფრო ნაკლებად გვიყვებოდა. რაც გავიზარდეთ, ახლა უფრო ხშირად გვიყვება და ყოველ მოყოლაზე რაღაც ახალი ემატება იგივე ისტორიას (იცინის). რომ გავიზარდე, ჩვენი დამეგობრების წყარო რადიო „უცნობი“ იყო, სადაც ერთად მიგვყავდა გადაცემა. თავიდან  ისე ვიყავი და მერე უკვე სახლში გვეგონა თავი, ისე ვლაპარაკობდით. დედა გვირეკავდა, ცოტა წესიერადო (იცინის).

– მკაცრი მამაა?

– გია არც მკაცრია და არც ლაითი. ყველაფერზე თავი რომ დაგიქნიოს ან ყველაფერი აგიკრძალოს, ეგეთი არაა. უფრო მეგობრული დამოკიდებულება აქვს ჩვენ მიმართ. ძმაკაცური, როგორც თვითონ ამბობს. არ უნდა ვაწყენინოთ, მაგრამ თუ ვაწყენინეთ, მერე გვებუტება. ხანდახან ჩხუბობს, მაგრამ ძირითადად გვებუტება (იცინის). მერე ჩვენ „მამიკოოო“... ვეხუტებით და ვალაგებთ ასე ურთიერთობებს.

სალომე: შეყვარებული მყავდა, ერთად ცხოვრება გვინდოდა და უცებ გადავწყვიტეთ, გაპარვა. მე აბასთუმანში ვიყავი და ტოტო – ბორჯომში. გადავწყვიტე, ყველაფერი ჩამელაგებინა და ისეთ დროს წავსულიყავი, რომ მშობლებს არ დავენახე. რომ გამოვსულიყავი, მამაჩემის და დედაჩემის ოთახი უნდა გამევლო. კარს რომ გააღებდი, ხმაურობდა. ამიტომ,  წინა დღეს დავზეთე. მოვიკიდე ჩემი ბარგი და ასე გავიპარე (იცინის).

გია: მერე არ ველაპარაკებოდი.

სალომე: ექვსი თვე არ მელაპარაკებოდა და მერე დაბადების დღეზე მივედი. 

გია: დამადგა დაბადების დღეზე და ისეთ ადგილას მიმიწყვდიეს, ვერ გამოვდიოდი, მთელი ძმაკაცები იყვნენ.

სალომე: დავუწყე, მამა მიყვარხარ და მაპატიეეე (იცინის). 

გია: რა უნდა მექნა (იცინის).

სალომე: ჩვენ, უპირველესად, ძალიან მაგარი მეგობრები ვართ და ეწყინა, ეგ როგორ გამიკეთე, ზურგში დანა როგორ ჩამარტყიო (იცინის).

скачать dle 11.3