კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიღო 80 000 აშშ დოლარის სესხი კახა ბექაურმა და როგორ გაისტუმრა მაშინვე

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაური 1969 წელს დაიბადა ლანჩხუთში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო: კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა (1986-1992 წლებში); 1992-1994 წლებში კი გაანთლება ESM-თბილისში გაიღრმავა. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ცალკეა გამოყოფილი ბ-ნი ბექაურის „პედაგოგიური გამოცდილება“. კერძოდ: 1994-დან 1998 წლამდე ESM-თბილისში მუშაობდა ლექტორად. თავდაპირველად, მენეჯმენტის საფუძვლებს კითხულობდა, მოგვიანებით – სპეცკურსებს. ასევე, ცალკეა გამოყოფილი ბ-ნი ბექაურის ბიოგრაფიაში „საკონსულტაციო  გამოცდილება“: IBDI International  Business Planning and Development Institute-ში ჯერ პროექტის მენეჯერი იყო, შემდეგ – მარკეტინგის მენეჯერი  (1994-დან 1996 წლამდე).

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:  ის ბ-ნმა ბექაურმა სააქციო საზოგადოება „ენისელში“ დაიწყო 1996 წელს, პირდაპირ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, 1998 წელს კი „ენისელის”  გენერალური დირექტორიც გახდა (1999 წლამდე); შემდეგ თერჯოლის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორადაც იმუშავა. 2000 წელს საქტელერადიომაუწყებლობის (პირველი არხი, მეორე არხი, საქართველოს რადიო, რადიო 2) თავმჯდომარის მოადგილედ გადაიყვანეს ფინანსების დარგში. 2002-2003 წლებში კი ტელეკომპანია „მზის“  გენერალური დირექტორი გახდა. 2004 წელს –  საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2005-ში კი – Other Entertainment Limited - ტელეპროდუქციის სადისტრიბუციო კომპანიის  გენერალური დირექტორია. 2010 წელს ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა (2011 წლამდე), 2012 წლის მარტიდან დეკემბრამდე კი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალურ დირექტორად იმუშავა. 2014 წლის იანვრიდან კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა.

შესაბამისად, ბ-ნი ბექაურის მიერ შევსებული ერთადერთი დეკლარაცია 2014 წლის მარტით თარიღდება. ოჯახის წევრებად მიუთითებს: მეუღლეს, ეკატერინე ბერიძეს, ორ შვილს: 1997 წელს დაბადებულ გიორგის, 2003 წელს დაბადებულ მარიამს და 1990 წელს დაბადებულ გერს, ბექა ჯიბლაძეს. ოჯახის უძრავი ქონების ძირითად ნაწილს ეკა ბერიძე ფლობს. კერძოდ, ბინას თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ (ფართობი – 92 კვ.მ), იქვე მდებარე არასაცხოვრებელ ფართს (ფართობი – 10 კვ.მ); ბინას თბილისში, აბაშიძეზე (ფართობი – 60 კვ.მ) და საცხოვრებელ ფართს ახვლედიანის ქუჩაზე (ფართობი – 21 კვ.მ). კახა ბექაურს კი ეკუთვნის ბინა  ბახტრიონის ქუჩაზე (ფართობი – 65 კვ.მ).

ამასთან, კახა ბექაური არის შპს „ორი ნაბიჯის“ პარტნიორი (შპს დაფუძნებულია 2009 წელს), თუმცა შემოსავალი მისი საქმიანობიდან არ მიუღია.

რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ეკატერინე ბერიძემ, როგორც შპს „მეცხრე არხის“ წამყვანმა, ხელფასის სახით, 87 500  ლარი აიღო, ხოლო, როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, 12 500 ლარი.

ეკატერინე ბერიძეს 2013 წელს ინდივიდუალური ბინისა და სარდაფის ნასყიდობა 101 433 აშშ დოლარი დაუჯდა. 2013 წელსვე გააფორმა მან 10-წლიანი 82 250 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი „თი ბი სი ბანკთან“, ასევე, 4 000 ლარის ოდენობის 5-წლიანი სამომხმარებლო სესხი. 2012 წელს იპოთეკური სესხი კახა ბექაურსაც აუღია – 80 000 აშშ დოლარის ოდენობით და იმ წელსვე გაუსტუმრებია – 88 654 აშშ დოლარის ოდენობით. ამას გარდა, 2013 წელს ეკატერინე ბერიძეს შვილის, მარიამ ბექაურის სწავლის ღირებულება 2 700 ლარი დასჯდომია, ხოლო კახა ბექაურს, ასევე, შვილის, გიორგი ბექაურის, სწავლის ღირებულება – 4 200 ლარი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრებს 6 წლის ვადით ნიშნავენ და მათი, საშუალო, წლიური ხელფასი 200 000-250 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, სავარაუდოდ, ბ-ნი ბექაურის საოჯახო ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მომავალ წლებში, მილიონ-ნახევარი ლარით შეივსება.

скачать dle 11.3