კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ებოლას დამთრგუნველები

შევხვდებით მანაგუაში

გასულ კვირას აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ-ნმა ჩირიკბამ საკუთარ სამწყსოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ აფხაზეთის ამღიარებელი ექვსია, თუმცა 5 ჩამოთვალა (რფ, ნიკარაგუა, ვენესუელა, ტუვალუ და ნაურუ), ხოლო, რეალურად, სამია (ტუვალუმ და ნაურუმ თავიანთი აღიარებები უკან გაიწვიეს).

ამას არ დასჯერდა და ენგურს იქით მცხოვრებლები გაახარა  – აღიარებისთვის ვმუშაობთ არა მხოლოდ ლათინური ამერიკის, არამედ აფრიკის ქვეყნებშიცო. ოღონდ, აღიარების პროცესის სიზანტე, ბუნებრივია, თბილისს დააბრალა, უფრო ზუსტად, ჩვენს სულზე უტკბეს პარტნიორებს. მომყავს ციტატა: „აფხაზეთის აღიარების მსურველი სახელმწიფოები განიცდიან შანტაჟს „ნატოსა“ და ევროკავშირის მხრიდან“.

მაგრამ, იქვე დააიმედა, აგერ უკვე ორი წელია, აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ვმართავთ მოლაპარკებებსო და დასძინა, „რუსეთის ფედერაციის აქტიური მხარდაჭერის გარეშე ძალიან გვიჭირს აფრიკის ქვეყნების ხელმძღვანელობებთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლაო“. ზედაც, დააზუსტა, „იზრდება იმ ლათინური ამერიკის ქვეყნების რიცხვი, რომლებთანაც კონტაქტებს დავამყარებთო“ და იმით დააგვირგვინა, რომ ნიკარაგუის დედაქალქ მანაგუაში პერსპექტივაში საელჩოს გახსნას ვგეგმავო. – .

ჩვენ არ ვიცით, რა შედეგს მიაღწევენ ჩვენებური სეპარატისტები აფრიკის მიმართულებით, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ იქ ებოლა მძვინვარებს, იმას კი ვდარდობ, რამე ფარცაკი არ შეემთხვათ?! 

скачать dle 11.3