კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შურიანები

„ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად…“

ეგრეთ წოდებული მოსმენების შესახებ კანონი, რის მიხედვითაც, სატელეფონო მოსმენების მოწყობილობებზე წვდომის უფლება მხოლოდ ჩვენს მშობლიურ შსს-ს ექნება (არადა, რა მოხდებოდა, სასამართლოც შეეამხანაგებინათ?!), საქართველოს პარლამენტმა 30 ოქტომბერს დაამტკიცა, თუმცა პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლებს აწ უკვე ვეტოს დაძლევაღა დარჩათ happy end-ამდე.

განხილვის პროცესში ყველაზე გააფთრებით „ნაციონალები“ იბრძოდნენ  – რასაკვირველია, პათოსით, რარიგ არღვევს ადამიანის უფლებებს მოსმენების უფლების მხოლოდ შსს-სთვის მინიჭება (საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-ბიზნეს მიყურადებებს ვინღა ჩივის, თითქოს მე შევქმენი ერისა და ბერის პირადი ცხოვრების ამსახველი არქივი?!).

თუმცა, რადგან მე არ შემიქმნია და, სწორედაც რომ, ახლა აღშფოთებულები აფათურებდნენ ხელ-ფეხს მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში, როგორც ჩანს, იციან, რასაც ამბობენ.

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსასმენ მოწყობილობაზე თავად წვდომა აღარ აქვთ (ოფიციალურად, ვინაიდან, მოარული ხმებით, არც უმაგისობაა), შესაძლოა, ამ გაცხარების მიზეზი მეტად პროზაული იყოს, როგორც სულხან-საბა ამბობდა, „მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა“ (რადგან „ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად…“).

ასეა თუ ისე, რაკი ვეტოს დაძლევას დრო სჭირდება და პროცედურები, სავარაუდოდ, გარკვეული დროის განმავლობაში სამართალდამცველები, საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე,  მოსმენებს ვერ განახორციელებენ და, თუმცა პრეზიდენტი ფრიად კეთილშობილურ მოტივებს ასახელებს ვეტოს დადების ასახსნელად (პათოსით: უზენაესი ადამიანის უფლებებიაო), რა ქნას „პეპელამ“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში შსს-მ)?!

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ერთი დეტალია: თუკი ვეტოს დადება ხელს შეუშლის სამართალდამცველებს, პასუხისმგებელი არა დამდები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოსი), არამედ მთავრობა იქნება (აი, ასე უცნაურადაა მოწყობილი ჩვენი კონსტიტუცია).

შესაბამისად, ვეტო, რომლის შედეგებზეც არ ვარ პასუხისმგებელი?!

скачать dle 11.3