კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კუდიანები“

ანუ ლიბერალიზმზე რადიკალიზმის დამმყნობები

ცნობილია, რომ ჩვენი ლამის სრულიად არასამთავრობო სექტორი ფრიად არ სწყალობს არც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და, რა თქმა უნდა, არც პატრიარქს (სხვათა შორის, შესაძლოა, მიზეზი მეტად მიწიერიც იყოს – ამ საქმისთვის დონორები მათ გროშს შორიდანაც კი არ დაანახვებდნენ).

ჰოდა, რაკი არ სწყალობენ, ზოგიერთი ლიბერალი ისეთებსაც უბნობს, თვით რადიკალსაც რომ შეშურდება. ასე, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ თავკაცმა (რომელიც ლგბტ პირების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული), ბ-ნმა ვაჭარაძემ, სოციალური ქსელით გვაუწყა შემდეგი (მომყავს ციტატა): „ილია მეორე არის საქართველოს მთავარი მტერი. კი, ეს მტკივნეულია ბევრი თქვენგანისთვის, ვიცი, მაგრამ გადადეთ გვერდზე თქვენი კონფორმიზმი და სიმართლეს შეხედეთ თვალებში. დონეცკის მიტროპოლიტს დაურეკა და ძმურ მხარდაჭერას დაპირდა („დðóçèíñêèé ოჭòðèჭðõ çჭâåðèë ìèòðîïîëèòჭ თëჭðèîíჭ â ხðჭòñêîé ïîჰჰåðæêå“). სამაგიეროდ, ვერ ვიხსენებ უკრაინის პატრიარქისთვის დაეჭიროს მხარი. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ თანამედროვეობის უდიდეს ბოროტებას – რუსეთის იმპერიას უჭერს მხარს, ეს თავად რუსეთში გაზრდილი და კაკებეს რანგებში გამოწვრთნილი ადამიანი, რომელიც ქრისტეს სახელით გძარცვავთ და მოძალადეებს მფარველობს, შინ თუ გარეთ.“

არასამთავრობო სექტორს ხმაც არ გაუღია (ვითომ იმიტომ, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია?!), თუმცა მათი აღშფოთება საზღვრებს გადასცდა, როდესაც მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა ბრეგაძემ, ეს ჩვენი ზემონახსენები უფლებადამცველი შემდეგი ტერმინებით მოიხსენია: „ავადმყოფური აზროვნების ადამიანები“, „ერთუჯრედიანი არსება“, „არარაობა“, „ვიგინდარები“, „ძლოკვები და ერთუჯრედიანი ჭიები“.

სწორედ ამ უსაზღვრო აღშფოთებაში დაარისხეს განგაშის ზარები, პათოსით: „საჯარო მოხელის განცხადებები სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ახალისებს განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციას.“

ბუნებრივია, საჯარო მოხელეს თმენის მეტი ვალდებულება აქვს, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ უფლებამცველი, საერთოდაც, იგულისხმება, რომ მოწოდებით მომთმენია, ამ ორი ბატონის სიტყვიერ პაექრობაზეა ნათქვამი – „ფერი ფერსო“.

როგორც უნდა იყო – უფეროდ თუ ჭრელად – ისმის ლოგიკური კითხვა: მაგალითად, მე რომ ბ-ნ ვაჭარაძეს ვუჩივლო სიძულვილის ენის გამოყენებისა და ჩემი რელიგიური გრძნობების შელახვისთვის, ეს მას გრანტებს გაუმრავლებს თუ მისი დონორები აღშფოთდებიან?! თუმცა ისიც საინტერესოა, როგორ ახერხებენ ლიბერალიზმის რადიკალიზმზე დამყნობას, თუ, რა თქმა უნდა, „კუდიანები“ არ არიან?! – 

скачать dle 11.3