მაკარონი სიმინდით
საჭირო ინგრედიენტები: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 პატარა კონა ოხრახუში, 150 გრამი ნიჟარის ფორმის მაკარონი, 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი, 4 სადილის კოვზი ზეთი, 1 ცალი პატარა ლიმონი, მარილი და დაღერღილი წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხახვი, ნიორი და ოხრახუში წვრილად დაჭერით. მაკარონი მოხარშეთ მდუღარე მარილიან წყალში და გადაწურეთ (ცოტა ნახარში შეინახეთ). ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაყარეთ სიმინდი და შუშეთ 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ხახვი, ნიორი და კიდევ 3 წუთი შუშეთ. შეურიეთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი, წიწაკა და ლიმონის წვენი, ჩაუმატეთ მაკარონი და ცოტა ნახარში წვენი, კარგად ამოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.