პუდინგი კვერცხით
საჭირო ინგრედიენტები: 550 მილილიტრი რძე: 250 მილილიტრი ცომისთვის, 300 – პუდინგისთვის. 2 ცალი კვერცხი, 70 გრამი შაქარი, 1 შეკვრა ვანილი (შაქრიანი), ფქვილი – ცომის მოსაზელად, მწიკვი მარილი, 1-2 ჩაის კოვზი საფუარი, 1 შეკვრა პუდინგის ფხვნილი.
მომზადების წესი: ცომის მოსამზადებლად დიდ თასში ერთმანეთში კარგად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა პუდინგის ფხვნილისა. მიიღებთ ნაზ, ფუმფულა ცომს. გააჩერეთ ნახევარი საათი, მანამდე – მოამზადეთ პუდინგი – მოიქეცით ისე, როგორც შეკვრაზეა მითითებული. როგორც წესი, 300 მილილიტრ ცხელ რძეში ნელ-ნელა ერევა პუდინგის ფხვნილი, თან შეუჩერებლად და გულდასმით უნდა ურიოთ, სანამ შესქელდება. მერე კი აცადეთ, გაცივდეს.
ცომი გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ სწორკუთხა ფორმით. წაუსვით პუდინგის ნახევარი ერთს, ნახევარი – მეორეს, გადაახვიეთ, როგორც რულეტი და დაჭერით 3-4 სანტიმეტრი საგანის ნაჭრებად.
ტაფაზე წინასწარ წაუსვით ცხიმი, დააწყვეთ პუდინგის ნაჭრები და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში. ფანტასტიკურად ჰაეროვანი და გემრიელია.