ღორის ხორცი მჟავე კიტრით
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ღორის ხორცი, 1 ცალი მოზრდილი, დამწნილებული კიტრი; 2 სადილის კოვზი დაფქული ნიგოზი; 1 კონა ოხრახუში და 1 კონა კამა; 2 კბილი ნიორი; 3 სადილის კოვზი მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით საულუფე ნაჭრებად, თითოეული ნაჭერი ორივე მხრიდან კარგად დაბეგვეთ; წაუსვით მარილი და შავი პილპილი და სანახევროდ შებრაწეთ ორივე მხრიდან.
ცალკე მოამზადეთ სოუსი: ძალიან წვრილად დაჭერით მწვანილი და კიტრი, მოათავსეთ თასში, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, ნიგოზი. მაიონეზი და კარგად ამოურიეთ (სქელი მასა უნდა მიიღოთ). ხორცი მოათავსეთ ფორმაში, ზემოდან სქლად წაუსვით სოუსი და შედგით აირღუმელში 220 გრადუსზე. 20-30 წუთში მზად იქნება. უგემრიელესია.