კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

არ შემიძლია, საზიზღრობებს გვერდი ავუარო... ისე მინდა, მონაწილეობა მივიღო...

***

სამშობიაროში გადავიხადე, ბაღშიც გადავიხადე, სკოლაშიც გადავიხადე, ახლა ინსტიტუტშიც ვიხდი და, თქვენ მეუბნებით, რომ ჩემს შვილს სამშობლოს ვალი აქვს?!

***

დედას სტომატოლოგის კაბინეტიდან გამოჰყავს შვილი:

– რა უნდა უთხრა დეიდას?

– ჯალათო!

***

ოჯახმა რესტორანში ისადილა. მამა ფულს იხდის, დედა კი ოფიციანტს მიმართავს:

– შეიძლება, რაც დაგვრჩა, ძაღლს წავუღოთ?

– დიახ, რა თქმა უნდა...

ბავშვები ერთხმად:

– ვაშა! ძაღლს გვიყიდიან!

***

სამშობიაროში ახალნამშობიარები ქალი მწარედ ტირის.

– რა გატირებსო, – ეკითხებიან.

– ტყუპი გამიჩნდა და ქმარს როგორ ავუხსნა, ის მეორე საიდან მყავს-მეთქი?

***

– ვისაც სურს, სანგრების სათხრელად წამოსვლა – მანქანაში! – აცხადებს ზემდეგი... და, პაუზის შემდეგ: – დანარჩენები ფეხით წამოვლენ!

***

– ჩემი ბემბი...

– ბემბი რატომ?

– ნუ, ბემბი კარგად ჟღერს... პატარა, რქიანი ირემი კი – არც ისე.

***

ამერიკელი მზვერავი ლენინის მავზოლეუმში გაგზავნეს – საბჭოთა ბელადს სურათი გადაუღეო. შევიდა თუ არა, მაშინვე წაართვეს ფოტოაპარატი და რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა გადაღება; მეორედ გაგზავნეს და ახლა ქუდში დაუმალეს აპარატი, მაგრამ, კვლავ უშედეგოდ. ბოლოს ღილში ჩაუმაგრეს, მაგრამ, „კაგებეს“ რამეს გამოაპარებ?! რა ქნას? შენიშნა მავზოლეუმთან „ბრადიაგა“ და შესთავაზა: ერთ ყუთ „ვოდკას“ მოგცემ და ლენინის ფოტო მჭირდებაო. ისიც დაეთანხმა. სულ ცოტა ხანში დაბრუნდა ტომრით ხელში და ეკითხება:

– აბა, სად გადავუღოთ, აქ თუ ბუნებაში?..

***

– აუ, როგორ გამხდარხარ! რომელი დიეტით?

– კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო...

– სალათა თუ ცალ-ცალკე?

– ცალ-ცალკე. მოსავალი ავიღე...

***

შოტლანდიური სიბრძნე:

* ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ, ტირილი გაცილებით ადვილია „მერსედესში“, ვიდრე ველოსიპედზე.

* აპატიე შენს მტერს, ოღონდ, არ დაივიწყო იმ დედააფეთქებულის სახელი.

* დაეხმარე მას, ვისაც ეს სჭირდება და ის აუცილებლად გაგიხსენებს... როდესაც კვლავ დასჭირდები.

* ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ არის ცოცხალი, რომ მკვლელობის ჩადენა ძალიან ცოტას შეუძლია.

* ალკოჰოლი ვერ აგვარებს პრობლემას, თუმცა – არც რძე.

***

– გითქვამს გოგოსთვის, სინამდვილეში რას ფიქრობ მასზე?

– ჰო... გინდა, შრამს გაჩვენებ?

***

ისეთი შავი ყავა მომიტანეს, დალევის შემდეგ დეპრესიამ ნარკოტიკებისკენ მიბიძგა.

скачать dle 11.3