კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს უხარისხო იმპლანტით გადიდებულმა მკერდმა და რა უნდა ვიცოდეთ ამ ოპერაციის შესახებ

თუ თქვენი მკერდი თქვენთვის სასურველი ფორმის ან ზომის არ არის და ეს პრობლემაა, სანერვიულო ნამდვილად არაფერი გაქვთ. თანამედროვე სამყარო ხომ შესაძლებლობების დაუსრულებელ არჩევანს იძლევა და მკერდის ზომისა და ფორმის შეცვლაც, პლასტიკური ქირურგიის წყალობით, დიდი ხანია, პრობლემას არ წარმოადგენს. მხოლოდ ორი დეტალია შესამოწმებელი: ჯანმრთელობა და მატერიალური მდგომარეობა. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ეს ოპერაცია ძალიან მაღალი სტანდარტებით ტარდება. თუ ყველა საჭირო წესს დაიცავთ, თქვენი მკერდის ნამდვილობაში ეჭვი არავის შეეპარება. პლასტიკური ქირურგიის ამ სახეობაზე დეტალური ინფორმაცია წამყვანმა ქირურგებმა, გია გვარამიამ და კოტე მათითაშვილმა  მოგვაწოდეს:

 

ნებისმიერი ესთეტიკური ქირურგიული ჩარევის დროს, პაციენტი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი. პრაქტიკულად, იმიტომ რომ, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი არ არსებობს. ანუ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. როგორც წესი, ხდება პაციენტის წინასწარი გამოკვლევა სტანდარტული ანალიზებით. თუ რაღაც გადახრებია, მაშინ უფრო დეტალური გამოკვლევა  მიმდინარეობს. თუ არის მკერდში რაიმე წარმონაქმნი, რომლის მოცილებაც ოპერაციას საჭიროებს, პლასტიკური ქირურგიის პარალელურად ესეც ხდება. ფორმისა და ზომის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. კონკრეტული სხეულისთვის ოპტიმალური ვარიანტი ირჩევა.

ოპერაცია გრძელდება დაახლოებით ერთი საათი. კეთდება ნარკოზით და შესაბამისად, პაციენტს სძინავს. ოპერაციის შემდეგ ტკივილი ძალიან უმნიშვნელოა.

რეაბილიტაცია გრძელდება დაახლოებით ერთ თვემდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქალის გამოთიშვას საქმიანობიდან. მაქსიმუმ 48 საათი საკმარისია იმისთვის, რომ ის დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რიტმს. აუცილებელია, სპეციალური ბანდაჟის ტარება. ცოტა ხნით მანქანის მართვა არ შეიძლება. არ შეიძლება  ზედმეტი სიმძიმის აწევა, ვარჯიში. ეს შეზღუდვები მაქსიმუმ ერთი თვე გრძელდება.

მკერდის გადიდების ოპერაცია მსოფლიო სტატისტიკით მეორე ადგილას დგას – მას ძალიან ბევრი იკეთებს. იმპლანტები ძალიან დაიხვეწა და ნდობამაც მოიმატა. გართულება, როგორც ნებისმიერ ოპერაციას, შეიძლება, ამასაც მოჰყვეს. რაც გამოიხატება იმპლანტისა და შემდეგ მკერდის გამაგრებაში. თუ ადამიანს ეს არ აწუხებს, პრობლემა არ არის. მაგრამ, თუ აწუხებს და ტკივილი აქვს, მაშინ ხელახალი ჩარევა გახდება საჭირო. თუმცა, ამის შესაძლებლობა პროცენტულად ძალიან მცირეა, მაგრამ თუ ფასის გამო უხარისხო იმპლანტს გამოიყენებთ, ეს შესაძლოა მკერდის მოკვეთითაც კი დასრულდეს.

მშობიარობის შემდეგ მკერდის გადიდება არანაირი პრობლემა არ არის. ოპერაციის შემდეგ დაფეხმძიმებაც არ არის პრობლემა, თუმცა, რამდენად გაიზრდება კიდევ მკერდი, არავინ იცის. ამიტომ, მიზანშეწონილია, ეს პროცესი მშობიარობის შემდეგ მოხდეს – სასურველია ექვს თვეში. თუმცა, თავისუფლად არის შესაძლებელი უფრო ადრეც, თუ ამას მამოლოგი გადაწყვეტს.

დაპატარავება:

თუ მკერდის გაზრდა ქალბატონს ესთეტიკური თვალსაზრისით სურს, დაპატარავებას ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართავენ. დიდი სარძევე ჯირკვლები ხშირად ქმნის პრობლემას: მძიმეა და პაციენტს ტარება უჭირს, დგება ხერხემლის პრობლემები, ბიუსტჰალტერისაგან ჩაჭყლეტილია მხრის მიდამოები, რაც დამატებით ტკივილს იწვევს, სარძევე ჯირკვლების შეგუბება ხდება, კანის ნაკეცის ქვეშ შეიძლება განვითარდეს კანის გაღიზიანება, სოკოვანი დაავადებები და ასე შემდეგ. ანუ, ერთია, რომ დიდი მკერდი ესთეტიკურად არ მოსწონს ვინმეს და მეორე, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს მის შემცირებას. დაპატარავების ოპერაცია გახლავთ საკმაოდ დიდი ჩარევა, რაც დაახლოებით სამი საათი გრძელდება.

ძუძუზე პლასტიკური ოპერაციის ჩატარება იწყება თვრამეტი წლიდან და დაახლოებით სამოც წლამდე გრძელდება. თუმცა ოპტიმალური ასაკი მაინც 30-45 წელია. სტატისტიკურად, გადიდება ძირითადად ახალგაზრდებს უნდათ, დაპატარავება კი – საშუალო ასაკისას. თუმცა პირიქითაც ხდება. აწევა კი ძირითადად, ნამშობიარევ ქალბატონებს სურთ.

გია გვარამია (გია გვარამიას კლინიკა):

– მკერდის გადიდების ოპერაცია მე საქართველოში პირველად 1998 წელს ჩავატარე. იმის შემდეგ უწყვეტად ვატარებ. 15 წელია, რაც კლინიკა ჩამოყალიბდა. ერთი წლით ადრე კი სხვადასხვა საავადმყოფოში ვაკეთებდით ამ ოპერაციებს.

მკერდის გადიდებამ რომ რაიმე პრობლემა არ გამოიწვიოს, საჭიროა მაღალი ხარისხის იმპლანტები. მსოფლიოში საუკეთესო იმპლანტები იწარმოება ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ძალიან კარგი ხარისხისაა, ამერიკულს გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს. ის მსოფლიოში საუკეთესოა, ამიტომ ჩვენ მხოლოდ მათ ვიყენებთ. არა იმიტომ, რომ ევროპული ცუდია, უბრალოდ, ამერიკული ჯობია. აუცილებელია, პაციენტმა დეტალურად გაიგოს მოსალოდნელი ოპერაციის და მასთან დაკავშირებული პრობლემების, გართულებების შესახებ. შედეგზე, ქირურგის გარდა, პაციენტიც არის პასუხისმგებელი. თუ მან არ დაიცვა რეჟიმი, არ ატარა საჭირო ბანდაჟი, არ შეიზღუდა ფიზიკური დატვირთვა, მაშინ, შეიძლება, სასურველი შედეგი ვერ მიიღოს. შესაძლოა, იმპლანტი გამაგრდეს, გამოსაცვლელი გახდეს, რასაც გარკვეული პარიოდი დამატებითი მკურნალობა სჭირდება. ამიტომ, ისევე როგორც ქირურგმა უნდა ჩაატაროს ოპერაცია სწორად, პაციენტიც უნდა გაუფრთხილდეს თავს. რაც შეეხება ფასებს, ჩვენთან  5 500 ლარი ღირს გადიდება, დაპატარავება – 4 500-დან 5 500-მდე, ფორმისა და ზომის შეცვლა ერთდროულად – 6 500 ლარამდე. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა სპეციალისტების ჩარევასაც მოითხოვს, აქ ფასი ინდივიდუალურად იცვლება, საჭიროებისამებრ.

კოტე მათითაშვილი („კარაპს მედლაინი”):

– ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს – იქნება ეს: გადიდება, დაპატარავება, აწევა. მოკვეთილი მკერდის აღდგენა.

 ვიყენებთ თანამედროვე იმპლანტებს, რომელიც წარმოებულია, საქართველოს ბაზარზე ლეგალურად შემოსული კომპანიების მიერ და მათი სამედიცინო კვლევების ისტორია საკმაოდ ხანგრძლივია. ეს არ არის მსოფლიო მედიცინისთვის უცნობი კომპანიები, პირიქით, ძალიან ცნობილია. უპირატესობას ფრანგულ იმპლანტებს ვანიჭებთ, რადგან დიდი ხანია, მათთან ვთანამშრომლობთ. ყველა ჩვენი პაციენტი ძალიან კმაყოფილია მიღებული შედეგით.

საშუალო ღირებულება ძუძუს გადიდებისთვის 6 500 ლარია თავისი ყველანაირი საბაზისო სრულფასოვანი მომსახურებით. ამ ფასმა შეიძლება მოიმატოს სხვადასხვა ტექნიკური დეტალებისა და პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

скачать dle 11.3