კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო კორდილინას?

პასუხი: კორდილინას უყვარს ნათელი ადგილი, ამიტომ დადგით ძალიან ნათელ ადგილას. დღეში ორი-სამი საათით მწველ მზეში ყოფნასაც აიტანს. ზაფხულში ნიადაგი ტენიანი უნდა ჰქონდეს. თუ ზამთარში ტემპერატურა დაბალია, იშვიათად მორწყეთ და მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ამ იოლად მოსავლელ მცენარეს მინიმალური ყურადღებაც ჰყოფნის. ძველი, დამჭკნარი-დაჭმუჭნული ფოთლები მოაშორეთ. ზაფხულობით მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით, რათა ფოთლებმა ფერი შეინარჩუნოს. მცენარისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა, თუმცა, თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც გაუძლებს. კარგი იქნება, თუ ამ მცენარეს ზამთრის ბაღში გაზრდით – ასეთ ადგილას უკეთ გაიხარებს.

კითხვა: რთულია თუ არა ოთახის პირობებში ცეროპეგიას გაზრდა?

პასუხი: ეს მცენარე ჭირვეული არ არის. უყვარს მზე. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის პერიოდში ტენი სჭირდება, დროდადრო გამოშრობასაც იტანს. მრავლდება მომცრო ბოლქვებით, რომლებიც დროდადრო ვითარდება ღეროებზე. პირდაპირი მზის შუქი არ მოაკლოთ, თორემ მეჩხერი და ცუდი ფერის ფოთლები ექნება. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა 8 გრადუსია, ხოლო ზაფხულში 18 გრადუსი. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. მაგრამ, არა სველი. ზაფხულში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით, ზამთარში კი ზედმეტად ნუ მორწყავთ. მცენარე საკიდ კალათაში ჩარგეთ და მზიანი ადგილი მიუჩინეთ. ოთახის პირობებში ცეროპეგია ყვავილობს კიდეც. მისი პატარა, მაგრამ გამოკვეთილი ყვავილები ორ საოცრად გრძელ, ნემსისებურ პარკუჭად იქცევა. მისი გახარება ძალიან იოლია და არც განსაკუთრებული პირობების შექმნას მოითხოვს.

კითხვა: როგორ მოვუარო ეხმეას და რა პირობები სჭირდება მას?

პასუხი: ეხმეა ტენის მოყვარული, ტროპიკული მცენარეა, ამიტომ სიცხესა და სიმშრალეში ფოთლებს წვეროები უყავისფრდება. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ გაზავებული თხევადი სასუქით. დიდ მცენარეს თიხის პატარა ქოთანიც ჰყოფნის. ფოთლების „ლარნაკი“ მუდამ რბილი წყლით სავსე უნდა იყოს. წყალი დროგამოშვებით გამოუცვალეთ. ზაფხულობით მიწას ტენიანობა შეუნარჩუნეთ, ზამთარში კი გამოშრობა აცადეთ და იშვიათად მორწყეთ. ზამთარში იტანს 15 გრადუსს, ზაფხულში კი, თუ ტენიანობა ძალიან მაღალია, 27 გრადუს ტემპერატურას. მისთვის საუკეთესო ადგილი მზიანი ოთახია. ყვავილობისას მას კარგი განათება სჭირდება. მომცრო, ცისფერი ყვავილები, რომლებიც თანდათან წითლდება, მალევე ჭკნება, თუმცა, თანაყვავილი გაცილებით დიდხანს ძლებს. ყოველ როზეტს ერთადერთი თანაყვავილი აქვს. დაყვავილების შემდეგ მცენარე კიდევ დიდხანს ინარჩუნებს ფორმას – მანამ, სანამ ძველის ადგილას ახალი როზეტი გაჩნდება.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყა ადიანტუმი?

პასუხი: ადიანტუმის ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში ტენიანი უნდა იყოს. თუ ფესვები გამოუშრა, ფოთლები მოეჭმუჭნება. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, ადიანტუმს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ტენს არ მოაკლებთ, ადიანტუმი მალე გაიზრდება. თუ მისი ფორმა აღარ მოგწონთ, შეგიძლიათ, გაკრიჭოთ ან ყველა რტო ძირში მოაჭრათ – ახალი ყლორტები მალე ამოუვა. ეს პროცედურა გაზაფხულზე უნდა ჩაატაროთ. ტენისათვის კარგია, თუ ამ მცენარეს სააბაზანოში დადგამთ.

 

 

скачать dle 11.3