მარკ ცუკერბერგი – სილიკონის ველზე მცხოვრები უგემოვნო მილიარდერი
სოციალური ქსელის – „ფეისბუქის” შემქმნელი და დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი დაიბადა 1984 წლის 14 მაისს, უაით პლეინსში, ნიუ-იორკის შტატში, სტომატოლოგისა და ფსიქოლოგის ოჯახში. ოთხი და-ძმიდან ის მეორე იყო. ახლა ის ქალაქ პალო-ალტოში, სილიკონის ველზე ცხოვრობს.
* მომავალ მილიარდერს ძალიან უნდოდა, კომპიუტერი ჰქონოდა. 10 წლის მარკს მშობლებმა პირველი Quanter DX უყიდეს. როგორც ის მოგვიანებით ამბობდა: „თავი საშინლად გაზრდილად ვიგრძენი“.
* მარკ ცუკერბერგს „მაიკროსოფტის” თანამშრომლებმა ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას მიაქციეს ყურადღება, მას შემდეგ, რაც დაწერა პროგრამა Sybops, რომელიც საშუალებას იძლეოდა, კომპიუტერს თავისი პატრონისთვის მუსიკალური ჰიტი შეექმნა.
* სკოლის დამთავრების შემდეგ მან უარი თქვა „მაიკროსოფტის” შეთავაზებაზე, მათთან ემუშავა და უნივერსიტეტში ჩააბარა.
* „ფეისბუქის” შექმნაზე მუშაობის დროს მარკ ცუკერბერგმა უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა.
* მარკი ჰარვარდის უნივერსიტეტში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს – პრისცილას.
* 2010 წელს, „თაიმის” ვერსიით, მარკ ცუკერბერგი წლის ადამიანი გახდა.
* „ფორბსის” მონაცემებით ცუკერბერგი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია დედამიწაზე.
* 2011 წელს უცნობმა ჰაკერმა მისი „ფეისბუქის“ გვერდი გატეხა.
* მარკს ხშირად მოუწია თავისმიერვე დაფუძნებულ სოციალურ ქსელზე უფლების დათმობა.
* მამაკაცების ჟურნალ GQ-ის გამოკითხვის მიხედვით, მარკ ცუკერბერგი სილიკონის ველის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული მცხოვრებია.
* „ფორბსის” ცნობით, 2011 წელს 13,5 მილიარდის მფლობელი ცუკერბერგი 52-ე ადგილზე იყო; თუმცა, 2010 წელთან შედარებით, მისი ქონება 238 პროცენტით გაიზარდა.
* მარკ ცუკერბერგმა მულტსერიალ „სიმპსონების“ 22-ე სეზონის მეორე სერიაში საკუთარი თავი გაახმოვანა.
* ფილმში მის როლს ჯესი აიზენბერგი ასრულებს – ისიც ნიუ-იორკიდან არის, მარკზე მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი და ძალიან ჰგავს მას.
* „ფეისბუქის“ შემქმნელი და დამფუძნებელი დალტონიკია. წითელთან და მწვანესთან შედარებითნ უკეთ არჩევს ცისფერს – სწორედ ეს არის „ფეისბუქის” ძირითადი ფერი.