კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

კონტროლის გრძნობა

 

კონტროლისა და ზომიერების გრძნობა ყველაფერში საჭიროა;  დრო აუცილებლად უნდა განაწილდეს, მით უფრო, თუ ქალი ხარ, ერთ კონკრეტულ საქმეს ვერ გადაჰყვები. არ ღირს ინერვიულო იმაზე, რაც გარდაუვალია. ანუ, თუ სახლი დასალაგებელია, თავისით ვერ დალაგდება და ვერ გასუფთავდება. ამიტომ, ჯდომა, ლოდინი და წუწუნი ვერაფერს გვიშველის. ამას ჯობია, ზომიერად ვიშრომოთ და ზომიერად დავიღალოთ, შედეგი კი კარგი მივიღოთ. გადაღლილი და აწუწუნებული ქალი ოჯახის წევრებისთვისაც უსიამოვნოა...

1. ჩვევად დაიწესეთ, 15-20 წუთი ყოველდღე დაუთმოთ სახლის საქმეებს, თუ ოც წუთს დილით გამოყოფთ, ოცს – საღამოს, არც დაიღლებით და სახლიც სრულ წესრიგში იქნება.

2. კარგი საშუალებაა საქმეების ჩამონათვალი. კვირის აუცილებელი საქმეები ჩამოწერეთ და ნელ-ნელა მიჰყევით!

3. ხშირად გადაარჩიეთ თქვენი გარდერობი. მოიშორეთ ძველი ნივთები, რომ ისინი ახლით ჩაანაცვლოთ – ეს ნამდვილად სასიამოვნო საქმიანობაა.

4. დოკუმენტებიც ხშირად გადაარჩიეთ და დაახარისხეთ. ამით საჭირო დოკუმენტს სწრაფად და ადვილად იპოვით.

5. მოიშორეთ სახლიდან ყველა ის ნივთი, რომელიც არც ძალიან ლამაზია და არც ფუნქციური დატვირთვა აქვს.

6. როგორი უსიამოვნო საქმეც არ უნდა გქონდეთ შესასრულებელი, შეხედეთ მას პოზიტიურად. არ განეწყოთ ისე, რომ სტრესი მიიღოთ. შეინარჩუნეთ კონტროლის გრძნობა და არ ინერვიულოთ, თუკი რამეს ვერ მოასწრებთ.

 

ფინჯანი იატაკზე...

 

დიახ, ფინჯანი – იატაკზე, წინდები – საწოლის ან დივანის ქვეშ, პერანგები და შარვლები – სკამზე და ასე შემდეგ... ბუნებრივია, ასეთი „ყოფითი ჩვევები“ გააღიზიანებს იმას, ვისაც მსგავსი ახირებები არ გააჩნია. არ გეგონოთ, მარტო კაცებისთვის იყოს დამახასიათებელი მსგავსი საქციელი, ძალიან ბევრი ქალი კაცს არაფრით ჩამოუვარდება უწესრიგობაში, თუ ამას უწესრიგობას დავარქმევთ. სამწუხაროდ, წყვილში ხშირად უფრო „შერეული“ ტიპაჟები ხვდებიან, რათა დაცული იქნას ბალანსი და არ დაირღვას წონასწორობა, ანუ, თუ თქვენ გიყვართ წესრიგი, დიდი შანსი გაქვთ, მეუღლემ პირადი ნივთები პირდაპირ ცხვირწინ დაგიყაროთ. ჩხუბს აზრი არ აქვს – აჯობებს, ამას თავიდანვე მიხვდეთ და შეეგუოთ. ბუნებრივია, ეს ადვილი ვერ იქნება, რადგან, ფინჯნების ალაგება და გარეცხვაც თქვენ მოგიწევთ და წინდებისაც. თუ სთხოვთ, შეიძლება, ეს მან  გააკეთოს, მაგრამ, არა ყოველთვის.

რას იზამთ, თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგი აგროვებს საქმეს, რომ მერე ერთად გააკეთოს, ზოგიც მაშინვე მივარდება უწესრიგოდ დადებულ ნივთს. ერთი სიტყვით, საქმე ჩვენს ხასიათშია და არა იმაში, რომ ვიღაცას თქვენი მოთმინებიდან გამოყვანა უნდა – თუკი ამას გაითვალისწინებთ,  ნერვებიც ნაკლებად მოგეშლებათ. კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე აუცილებლად იფეთქებს, თუ გონივრულად არ მიუდგებით საკითხს. პარტნიორის თქვენთვის მიუღებელი საქციელის ნორმად მიღება და  სრული მოთმინება – ეს ერთადერთი გამოსავალია!

 

სრული წესრიგი

 

დადასტურებულია, რომ ქალი თავისი ცხოვრების წელიწად-ნახევარზე მეტს სახლში შესრულებულ საქმეში ხარჯავს – საუბარია საშუალო სტატისტიკურ მონაცემზე. ანუ, არსებობენ ქალები, რომლებიც ამ ციფრს აორმაგებენ და ასამმაგებენ, თუმცა, წელიწად-ნახევარიც არ გეგონოთ ცოტა, ეს ერთი შეხედვით გეჩვენებათ ასე. ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა დიდი ხანია, შეისწავლეს ეს საინტერესო საკითხი და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ოჯახში საქმიანობა მხოლოდ სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნებას კი არ ემსახურება, არამედ, შეიძლება, ამით ემოციური განწყობაც აიმაღლოთ. 

ჯერ ერთი, სახლში გაკეთებული საქმის შედეგი სწრაფად შესამჩნევია და ეს თვითშეფასებაზე დადებითად მოქმედებს, მით უფრო, თუ ქალს წესრიგი და სისუფთავე უყვარს... ჭურჭელი დარეცხილია, სახლში მტვრის ნასახიც არსად ჩანს, სარკეები და ჭაღი ბრწყინავს, ხალიჩა სუფთა და ხასხასაა – ბევრისთვის ეს სიამოვნების მიღების წყაროა და დაღლილობასაც კი ვეღარ გრძნობს. დადგენილია ისიც, რომ არეულ სახლში ადამიანი თავს დაუცველად, უუნაროდ გრძნობს. უყურებს ქაოსს და ვერ ხვდება, საიდან დაიწყოს დალაგება; ნერვიულობს, აპათია იპყრობს და ანჩხლობს... ასე რომ, სახლის დალაგებასა და წესრიგის შენარჩუნებას აქვს სერიოზული პოზიტივი – ის გადაარჩენს ჩვენს „მეს“. სახლიდან ჭუჭყისა და ნაგვის მოშორებასთან ერთად, ჩვენ ვთავისუფლდებით კომპლექსებისა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობისაგან.

 

ყოფა... არ გაყო... ფა!

 

ამბობენ, რომ ყოფა და ყოველდღიურობა ანგრევს წყვილის ურთიერთობას – ამ სტერეოტიპით ცხოვრობენ ადამიანები ერთ ჭერქვეშ და დარწმუნებულები არიან, რომ ის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც აქვთ, მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. სინამდვილეში, ყოფა, ანუ საყოფაცხოვრებო წვრილმანები, არაფერსაც არ ანგრევს; პირიქით, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ისინი გვაერთიანებს და გვაკავშირებს ერთმანეთთან. მერე რა, რომ ურთიერთობა ეტაპობრივად იცვლება, ეს საერთოდ არ არის პრობლემა.

მიღებულია, რომ ოჯახური საქმეებით ძირითადად ქალები არიან დაკავებულები და ისინი აგვარებენ ყოფით, წვრილმან თუ მსხვილმან პრობლემებსაც, რაშიც მამაკაცი არ ერევა და ეს ძალიან ცუდია (ქალისთვის, ცხადია,) რადგან ის მთლიანად მოშორებულია საკმაოდ დამღლელ, უსიამოვნო პროცესებს, რომლებიც ქალს აღიზიანებს და ზოგჯერ კრიტიკულ ზღვრამდეც მიჰყავს, ქალების ეს გაღიზიანება კი მეუღლეებზე აისახება ხოლმე. პრობლემა ის კი არ არის, მამაკაცი თავს უსამართლოდ დაჩაგრულად რომ მიიჩნევს, არამედ ის, რომ ქალმა არასწორად „მიაწოდა“ მას თავისი უკმაყოფილების მიზეზი. ან თავიდანვე არ უნდა იტვირთოთ ძალიან ბევრი, ან მერე აღარ უნდა იწუწუნოთ. საოჯახო საქმეები თანაბრად გადაანაწილეთ და მერე ჩხუბის მიზეზიც აღარ იარსებებს, ოღონდ, გაცვლა არ „მოსულა” – დღეს შენ დააუთოვე, ხვალ კი მე გავაკეთებ ამასო. ასე არ გამოვა. ის, რაც კაცს მიაჩნია, რომ მისი საქმე არ არის, ნურც დააძალებთ, მაგრამ, მშვიდად აუხსენით, რომ კაცის გასაკეთებელი საქმეც არსებობს და დაუკონკრეტეთ ის. არ მოითხოვოთ პრეტენზიული და კატეგორიული ტონით, თორემ, საერთოდ არაფერს გააკეთებს, იჩხუბებს კიდეც და, სწორედ ასეთი შემთხვევებისგან ჩნდება შემდგომში მოსაზრება, რომ ყოფა ანგრევს ურთიერთობას, არადა, სინამდვილეში, მას ანგრევს მხოლოდ პრიორიტეტების არასწორი გაყოფა!

скачать dle 11.3