როდის ხდება ერთი ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვა მეორისთვის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი
ნებისმიერ წარმოთქმულ სიტყვას უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ, უნდა აკონტროლოთ ემოცია და აზრები, რომ უნებურად, რამე არასასურველი არ წამოგცდეთ. თუ რატომ უნდა ვაკონტროლოთ ემოციები და სიტყვები, რომლებსაც წარმოვთქვამთ და რა შედეგები მოჰყვება ადამიანის უკონტროლო ემოციებს, ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოსს, ბატონ გიორგის, რომელიც წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და ამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოებს კვლევებს.
გიორგი: სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და ეს ბევრმა საკუთარ თავზეც გამოსცადა. საერთოდ, რაც მეტად გაბრაზებული ლაპარაკობს ადამიანი და მძაფრია ემოციური ფონი, მით მეტი ძალა აქვს სიტყვას და მით მეტ ენერგეტიკას იძენს ის. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამბობენ, ადამიანი სიტყვით გაითვალაო. სიტყვით გათვალვა საკუთარ თავზე მაქვს დაცდილი. მახსოვს, დედა რომ მეტყოდა, შვილო, ფრთხილად, თითი არ გაიჭრაო, ზუსტად მაშინ მეჭრებოდა თითი. თუ დაჟინებით მეტყოდა, გაცივდები, ასე ნუ გახვალ გარეთო, მართლა ვცივდებოდი. ანუ, რაზეც დედა დაჟინებით მიმახვილებდა ყურადღებას, ზუსტად ის მემართებოდა. ეს თავად კი არ უნდოდა, მაგრამ, ძალიან ემოციური ქალი იყო და მისი სიტყვებიც წამებში ამიხდებოდა ხოლმე. აი, ესაა სიტყვით გათვალვა. ყველაზე საშიშია, როცა დედის სიტყვა მოქმედებს შვილზე, როგორც გათვალვა – ამ დროს თავს ვერ დაიცავთ. უბრალოდ, ვინც თქვენს დაცვას ცდილობს, ასე პირდაპირ კი არ უნდა გაფრთხილებდეთ, არამედ, ჩუმად, გულში უნდა ფიქრობდეს: ნეტავ, არ დაშავდეს; ნეტავ, თითი არ გაიჭრას, ან ნეტავ, არ გაცივდესო. ასეთი ქმედება კი არ გაგთვალავთ, პირიქით, დაგიცავთ შესაძლო საფრთხისა და წინაღობებისგან.
– შესაძლოა, ავმა სიტყვამ და თვალმა, ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს?
– ხშირად მაქვს შეხება მსგავს ფაქტებთან და ყოველივე ზემოთქმულის უმძიმეს შემთხვევებთან. არ არის გამორიცხული, ავ სიტყვასა და მზერას უცაბედი ინფარქტიც მოჰყვეს. პათოლოგია წარმოიქმნება იმ არეალში, რომელზეც კონცენტრირებულია უარყოფითი ენერგიის მუხტი. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, ექიმს კი დიაგნოზის დასმა უჭირს და, ამ დროს იმაზე არ ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანზე ავი თვალი ან ემოციურ ფონზე მის მიმართ წარმოთქმული უარყოფითი სიტყვები იყოს.
– მსგავსი შედეგით გამოწვეული ავადმყოფობის დიაგნოსტირება რა მეთოდით ხდება?
– სამწუხაროდ, დღეს მსგავსი რამის დიაგნოსტირების მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს – ეს არის ბიოლოკაცია. ამიტომ, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი თვალი ან უარყოფითი ენერგეტიკით დამუხტული სიტყვაა, აუცილებლად უნდა აღიდგინოს აურა და არასასიამოვნო შედეგებს ამით დააღწიოს თავი. გათვალვით გამოწვეული ავადმყოფობების დროს, მკურნალობის კურსი ყოველთვის გართულებებით მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში კი, არც არის საკმარისი – საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა და, ამ დროს, სამწუხაროდ, დიდია ლეტალური შემთხვევების ალბათობა. ერთი მეზობელი მყავდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო კეთილი, ჩუმი, თბილი, მოსიყვარულე. სულ ცდილობდა, სხვებს დახმარებოდა. ხშირად მეუბნებოდა, ვცდილობ, არავის ვაწყენინო, ყველას ხელი გავუმართო, მაგრამ, არაფერი გამომდის. ისეთ შურიან მზერას ვაწყდები გარშემო, ისეთ რამეს ვიგებ ჩემზე, ვგიჟდებიო. ჯანმრთელი კაცი იყო, მაგრამ, დეპრესიაში ჩავარდა, სახლში ჩაიკეტა, არავის დანახვა და მოსმენა აღარ უნდოდა და, ერთ დღესაც, ჩამომხრჩვალი ნახეს – თავი მოიკლა და კაციშვილმა არ იცის, რატომ. მე თუ მკითხავთ, სწორედ ავი სიტყვა და თვალი გახდა მისი ამქვეყნიდან უდროოდ და ასე ტრაგიკულად წასვლის მიზეზი. მის შველას, სავარაუდოდ, ვერც ერთი ექიმი ვერ შეძლებდა და ვერც ამქვეყნიური ცხოვრებისკენ მოაბრუნებდა. უბრალოდ არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს და ეს კანონზომიერებები ჩვენზეც მოქმედებს – ზოგზე დადებითად და ზოგზე უარყოფითად. მაგალითად, შურიანი ადამიანის ავმა თვალმა, შეიძლება, ავტოკატასტროფაც გამოიწვიოს და ამას მსხვერპლი მოჰყვეს – ამაში არაფერია მისტიკური, ეს ავი თვალის მოქმედების შედეგია ცოცხალ ორგანიზმზე.
– მსმენია, ჩვილი ბავშვი ყველაზე მეტად დაუცველია ამ მხრივ და, შეიძლება, ავმა მზერამ კრუნჩხვა დამართოს, სიცხე აუწიოს, უმიზეზო ტირილის საბაბი გახდესო. მაგრამ, თუ ზრდასრულ ადამიანზეც ასე მოქმედებს ავი მზერა და სიტყვა, ნამდვილად არ ვიცოდი.
– ყველა უნდა დაუფიქრდეს, რას ამბობს და როგორ მოქმედებს, რომ მეორე ადამიანს საფრთხე არ შეუქმნას და, უნებურად, მისი თვითმკვლელობის მიზეზი არ გახდეს. დიახ, წინათ ბავშვებს არიდებდნენ ცუდი მზერის მქონე და მოლაყბე-მოლაქლაქე ადამიანებს, რომ მათ სიტყვით ან თვალით არ მიეყენებინათ ზიანი. სხვათა შორის, ბებიაჩემს ძალიან სწამდა მსგავსი რამეების და ეზოს გარეთ არ მიშვებდა ხოლმე. საერთოდ, დაბადებიდან სუსტი ბავშვი ვიყავი. ისე მზრდიდნენ, რომ იტყვიან, ჩიტის რძეს არ მაკლებდნენ. თანატოლებისგან გამოვირჩეოდი მოწესრიგებული ჩაცმა-დახურვით, მქონდა უამრავი სათამაშო და ის, რაზეც მაშინ ბევრი ბავშვი ოცნებობდა. საკმარისი იყო, ვინმეს ცუდი თვალით შემოეხედა და მაშინვე მეწყებოდა თავის ტკივილი, მიწევდა სიცხე. გიჟდებოდნენ ჩემი მშობლები. ბებიაჩემი კი დამავლებდა ხელს და მეზობლად მცხოვრებ ქალთან, მარო ბებოსთან მიმარბენინებდა შესალოცად. თქვენ წარმოიდგინეთ, შელოცვა ძალიან მშველიდა და მაშინვე ვგრძნობდი შვებას. თავის ტკივილიც მეხსნებოდა და სიცხეც მიწევდა. გიჟები კი არ იყვნენ ჩვენი წინაპრები, ასეთ რამეებს რომ აქცევდნენ ყურადღებას. კიდევ გეუბნებით, არც წამალი დამილევია ბავშვობაში და არც ექიმთან წავუყვანივარ ჩემებს, უბრალოდ, შელოცვის რიტუალს ჩაატარებინებდნენ მეზობლის ქალს ეგ იყო და ეგ. ბებიაჩემიც ხშირად მიკითხავდა შელოცვებს და, ისე მსიამოვნებდა, ის განცდა არასდროს დამავიწყდება. შელოცვები ინტუიციასაც ავითარებს და ადამიანს მეტად კონცენტრირებულსა და წინდახედულს ხდის.
– როდის ხდება ინტუიციური ხაზის გააქტიურება და არის თუ არა ის დაკავშირებული მემკვიდრეობით ფაქტორთან?
– ბევრს ექსტრემალურ სიტუაციაში ეხსნება ინტუიციური ხაზი და წინასწარ ხვდება, უახლოეს მომავალში რა მოუვა. მართალია, მას ვერ შეცვლის და მოსალოდნელ მოვლენებს ვერ გადაასხვაფერებს, მაგრამ, ფაქტია, რომ ინტუიცია წინასწარ აძლევს სიგნალს. ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება და ამ დროს მათი ინტუიცია ზენიტშია. ზოგს ინტუიცია მეტად აქვს განვითარებული, ზოგს – შედარებით სუსტად. რაც შეეხება მემკვიდრეობით ფაქტორს, გეტყვით რომ, ინტუიციის განვითარებას პირდაპირი კავშირი აქვს მასთან. თუ რომელიმე თქვენი წინაპარი ზედმეტად განვითარებული ინტუიციით გამოირჩეოდა, არ არის გამორიცხული, ის თქვენზეც გადმოვიდეს ან თქვენს შთამომავალს გამოჰყვეს რაიმე პარაფსიქოლოგიური ნიჭი და უნარი.