კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ასეთი ადამიანები გვილამაზებენ ცხოვრებას

რამდენიმე თვის წინ თქვენს რუბრიკაში ძალიან საინტერესო ისტორია წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ ოჯახს ერთადერთი ქალიშვილი გარდაეცვალა, მისმა მშობლებმა კი ზედსიძედ მისული ბიჭი აღარ გაუშვეს; მერე კი, როცა მეორე ცოლი შეირთო, ის გოგო რძლად მიიღეს და მათ შვილებს საკუთარი შვილებივით ზრდიდნენ. ჩემს ოჯახშიც დაახლოებით იგივე მოხდა წლების წინ, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მშობლებს ვაჟი გარდაეცვალათ, რამდენიმე წლის შემდეგ კი რძალი გაათხოვა დედამთილ-მამამთილმა და ისე გაამზითვა, როგორც საკუთარი ქალიშვილი. დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში და რძლის შვილებს, რომლებსაც ღვიძლ შვილიშვილებად მიიჩნევენ, მთელი თავიანთი ქონება გადაუფორმეს. ბედად, „სიძეც“ კარგი ბიჭი შეხვდათ და ცოლის ყოფილ დედამთილ-მამამთილს ყველგან თავის სიდედრ-სიმამრად მოიხსენიებს, თან, ყველაფერში ეხმარება და მხარში უდგას.

რა თქმა უნდა, მშობელს გარდაცვლილ შვილს ვერავინ შეუცვლის, მაგრამ ისიც ძალიან დადებით თვისებად მიმაჩნია, როცა ცდილობ, შენს მოკეთეს თანაგრძნობით მოექცე და ტკივილი შეუმსუბუქო. მაგრამ, კიდევ უფრო დიდი ადამიანობა ისაა, როცა ერთადერთი შვილი უკვდება დედ-მამას, მათ კი მთელი თავიანთი მშობლიური სიყვარული, სითბო და მზრუნველობა იმაზე გადააქვთ, ვინც მათ შვილს უყვარდა. ეს ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს არ შეუძლიათ, იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, უბრალოდ, ამის გაკეთებას განსაკუთრებულად დიდი სული და გული სჭირდება, რაც ერთეულებს გააჩნიათ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან მიხარია, რომ ეს ერთეულები მაინც არსებობენ და, თანაც, ჩემი უახლოესი ნათესავები აღმოჩნდნენ. სწორედ ასეთი ადამიანები ალამაზებენ ამქვეყნიურ ცხოვრებას და სხვებსაც აძლევენ უშურველი სიკეთის მაგალითს.

ნანი, 45 წლის.

 

ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა მიღალატეს

ვცხოვრობ სოფელში. გვყავს მოსაზღვრე მეზობელი (საერთო ღობე გვაქვს), რომელთანაც წლების განმავლობაში იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ჩემს მშობლებს, რომ მათი უფროსი ბიჭი, სიძედაც კი უნდოდათ. მე და გოგიტა ერთ კლასში ვსწავლობდით და, რადგანაც მეზობლებიც ვიყავით, პატარაობიდან სულ ერთად გვიწევდა ყოფნა. სოფელში კი, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე – ბევრი ხალხი ისედაც არ ცხოვრობს. ჩვენ კი ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვსწავლობდით და, ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ეს შეჩვევა მერე სიყვარულში გადაიზარდა და უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით. ერთი სული გვქონდა, როდის დავამთავრებდით სკოლას, რომ დავქორწინებულიყავით, მით უმეტეს, რომ მშობლებიც თანახმა იყვნენ. მოკლედ, ჩვენს სიყვარულს არაფერი უშლიდა ხელს – ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მანამ, სანამ ერთ დღეს გოგიტას მამამ მამაჩემს რაღაც საბუთი არ მოუტანა, სადაც ეწერა, რომ, თურმე, მათი მიწის ნაკვეთის რაღაც ნაწილი უკანონოდ იყო მოქცეული ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ, მამაჩემს ღობე უნდა მოეშალა და ჩვენი ეზოს შიგნით, 4 თუ 5 მეტრზე შემოეწია. ამაზე მამა გადაირია – ჩემს პაპის პაპას აქ ჰქონდა ღობე გავლებული და შენს წინაპრებს არაფერი უთქვამთ, ახლა საიდან გამოჩხრიკე ეგ ყალბი საბუთიო. ერთი სიტყვით, არც ერთმა მხარემ არ დაუთმო და ისეთი ამბავი ატყდა ჩვენს ოჯახებს შორის, მთელი სოფელი ჩვენს გაშველებაში იყო. მშობლებს შორის უსიამოვნებამ, ცხადია, ჩემი და გოგიტას ურთიერთობაზეც იმოქმედა – ჯერ იყო და, მას აუკრძალეს მშობლებმა ჩემთან შეხვედრა, მერე მეც გამომკეტა მამაჩემმა სახლში და დამემუქრა, მაგასთან გავლილი რომ დაგინახო, ჩემი ხელით მოგკლავო. არადა, ჩვენს სოფელში ერთი პატარა სკოლაა და ვერც მე ვივლი სხვა სოფლის სკოლაში და ვერც გოგიტა. თან, წელს უკვე სკოლას ვამთავრებთ. მამების წყალობით კი გაკვეთილებსაც რიგრიგობით ვესწრებით, რომ ერთმანეთს არ შევხვდეთ.

ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვარ ჩემს მშობლებზეც და გოგიტას მშობლებზეც, მაგრამ, ყველაზე მეტად გოგიტას საქციელი მტკენს გულს. ისე იქცევა, აშკარად ეტყობა, რომ მამამისს ეთანხმება. ერთხელ (სანამ მამაჩემი ამიკრძალავდა მასთან შეხვედრას) ისიც კი მითხრა, სიმართლე ჩვენს მხარესაა და, გინდათ თუ არა, უნდა გადაწიოთ ღობეო. იმის ნაცვლად, რომ გულისტკივილი მაინც გამოეთქვა მომხდარის გამო, იმანაც აქეთ დამიწყო საქმის გარჩევა. გარდა ამისა, სადმე თვალი თუ მომკრა, ისეთი ირონიული ღიმილი დაეფინება სახეზე, ასე მგონია, დამცინის და მასხრად მიგდებს. არადა, სულ ორიოდე თვის წინ, მარადიულ სიყვარულს მეფიცებოდა და მეუბნებოდა, ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებსო. ახლა ვხვდები, რომ მატყუებდა, სინამდვილეში, სულაც არ ვყვარებივარ. მე კი მაინც მიყვარს და, მზად ვარ, ვაპატიო ყველაფერი, რაც კი მისგან ამ ბოლო პერიოდში მწყენია, ოღონდ კი ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს და შემირიგდეს. თუმცა, ამის იმედი უკვე ნაკლებად მაქვს, რადგან, ჯერ ერთი, ჩვენი მშობლების ჩხუბი და შეხლა-შემოხლა ახალ, უფრო „მაღალ“ ფაზაში გადავიდა. გარდა ამისა, უკვე რამდენჯერმე მოვკარი თვალი ფანჯრიდან, გოგიტა ჩემს მეგობარს, ნატოს რომ დასდევს კუდში. თან, აშკარად, სულ იმას ცდილობს, ჩემს ფანჯრებთან აიარ-ჩაიარონ ერთად, რომ მე გული გამიხეთქოს. ნატოსგანაც მწყინს ასეთი საქციელი, რადგან, ჩემი დაქალია და, თანაც, იცის, როგორი ურთიერთობა გვქონდა მე და გოგიტას, მაგრამ, როგორც ჩანს, იმანაც მიღალატა. ალბათ, ნატოს ჰგონია, გოგიტა მასზე გიჟდება, მაგრამ, მე ზუსტად ვიცი, რომ ასე არ არის. სანამ ერთმანეთს ვხვდებოდით, გოგიტა სულ მეუბნებოდა, რა საერთო გაქვს მაგ ნატოსთან, ასეთი უშნო გოგოს გვერდით სიარული როგორ არ გრცხვენიაო.

ერთი სიტყვით, ორივესგან ძალიან გულნატკენი ვარ – შეყვარებულისგანაც და მეგობრისგანაც (რომ არაფერი ვთქვა მშობლებზე). საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ყველამ მიმატოვა და აბსოლუტურად მარტო დავრჩი. ქალაქში რომ ვცხოვრობდე, მეგობარიც მეტი მეყოლებოდა, წასასვლელიც მეტი მექნებოდა და უფრო ადვილადაც გადავაყოლებდი გულს. მაგრამ, აქ როგორ მოვიქცე და რა გავაკეთო, წარმოდგენა არ მაქვს. ერთადერთი შვება წიგნების კითხვაა. თუმცა, ყოველთვის ესეც არ ჭრის. კომპიუტერი მაინც მქონდეს, ცოტათი გულს მოვიოხებდი, მაგრამ, ჩვენს სოფელში კომპიუტერის ნატვრა იგივეა, ქალაქში ვინმემ საკუთარი რაკეტა ინატროს.

აი, ასეთი მათრახი ვიწვნიე ცხოვრებისგან 17 წლის ასაკში და, თუ რამე სასწაული არ მოხდა, არ ვიცი, როგორ გადავიტან და, საერთოდ, როგორ ვიცხოვრებ.

ნეტავი, ცოტა ფული მაინც მქონდეს, რომ სახლიდან გავიპარო და სადმე გადავიკარგო.

ეკა, 17 წლის.

скачать dle 11.3