ლედი გაგა – ოთხჯერ გაკოტრებული წარმატებული მომღერალი
ლედი გაგა – ნამდვილი სახელი: სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა: მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ფილანტროპი, დიზაინერი, მსახიობი... დაიბადა ნიუ-იორკში, 1986 წლის 28 მარტს.
კარიერა კლუბებში გამოსვლით დაიწყო. 2007 წელს კი პროდიუსერმა ვინსენტ ჰერბერტმა მომღერალს ხელი მოუწერა Streamline Record-ის ლეიბლზე, სადაც გაგა შტატიან ავტორად მუშაობდა, სანამ მისი ვოკალური მონაცემები რეპერმა ეიკონმა არ შეამჩნია.
* მომღერალი 4 წლის ასაკში სმენით პიანინოზე უკრავდა, შემდეგ კი ფორტეპიანოს სტრიპტიზიორი ქალი ასწავლიდა, რომელიც აიძულებდა, ხელზე გაეკეთებინა სათამაშო ვარდისფერი პანტერა და დაკვრის დროს ყურადღება მიექცია, რომ ის არ ჩამოვარდნილიყო.
* თანაკლასელები მას ნაგვის პარკებს ესროდნენ.
* მოზარდი ლედი გაგა ხშირად გარბოდა სახლიდან და დაეხეტებოდა.
* მისი პირველი ოფიციალური სამუშაო go-go-danser და ოფიციანტობა იყო.
* პირველი სიმღერა – To Love Agane – მან 15 წუთში დაწერა.
* თავის შოუს მომღერალი პოპ-ბურლესკის ჟანრს მიაკუთვნებს.
* მისი სიმღერები გამოყენებულია ახალგაზრდულ სერიალში.
* ლედი გაგა მიიჩნევს, რომ მასში ორი სული ცხოვრობს – თვითონ და დეიდა, რომელიც მის დაბადებამდე გარდაიცვალა. სჯერა მოჩვენებებისა და გათვალვის.
* რეალურ ცხოვრებაში გაგა კონსერვატიულია და ტრადიციებიდან არანაირი გადახრა არ ახასიათებს.
* უყვარს კერძების მომზადება, იტალიური სამზარეულო, განსაკუთრებით – პასტა.
* მომღერალი აღმერთებს დონატელო ვერსაჩეს და თავის მუზად მიიჩნევს.
* განაცხადა, რომ სულ მცირე ფლირტის სურვილიც კი არ აქვს, თუმცა, ჭკუას კარგავს პრინც ჰარიზე.
* ლედი გაგას სიმაღლე 1,55 მეტრია, ამიტომ მის კლიპებში სიმაღლეში გაზრდის მიზნით გამოყენებულია კომპიუტერული დამუშავების სპეციალური ტექნოლოგია. ასეთი ტექნოლოგია ახალი არ არის, მას კაილი მინოუგიც იყენებს, რომლის სიმაღლეც 1,54 მეტრია.
* მომღერალი ამბობს, რომ მუდამ ეცდება, მისი მუსიკა ნამდვილ ხელოვნებად მიიღონ; ოცნებობს, შექმნას ნამდვილი და ახალი მუსიკა და არ აპირებს გათხოვებას.
* ლედი გაგა ოთხჯერ გაკოტრდა.