კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანასა და ბასტიანის საიდუმლო შეხვედრა

ანასა და ბასტიანის საიდუმლო შეხვედრა

ცნობილია, რომ გერმანელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი ბასტიან შვაინშტაიგერი და სერბი ჩოგბურთელი ანა ივანოვიჩი ერთად არიან. რომანის შესახებ დიდი ხანია ინფორმირებულია ევროპული მედია, სულ ახლახან კი სერბულმა ყვითელმა პრესამ ახალი ცნობები გამოაქვეყნა: ბასტიანი კერძო თვითმფრინავით ბელგრადში იყო სტუმრად და, ჟურნალისტების მტკიცებით, ანას მშობლებს შეხვდა. შეყვარებული წყვილი მაქსიმალურად ასაიდუმლოებდა გერმანიის ნაკრების კაპიტნის სერბეთში ვიზიტს, თუმცა, პაპარაცებმა ბასტიანი და ანა ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლის მომენტში მაინც გამოიჭირეს. ჟურნალისტების ვერსიით, სპორტის ვარსკვლავების რომანი ახალ ეტაპზე გადადის და, შესაძლოა, სულ მალე ვარსკვლავური ქორწილის მომსწრენი გავხდეთ.

 

რომარიო – კლუბის პრეზიდენტი

ბრაზილიის ნაკრების ექსფორვარდი, ლეგენდარული რომარიო, საფეხბურთო კლუბ „ამერიკის” პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა. კლუბმა რამდენიმე ხნის წინ 100 წლის იუბილე აღნიშნა, თუმცა – მოკრძალებულად. ამჟამად „ამერიკა” ბრაზილიაში სიძლიერით მეოთხე დივიოზიონში თამაშობს. კლუბს ქომაგობდა რომარიოს მამა, რომლის ოცნება იყო, მის შვილს ერთ მატჩში დაეცვა „ამერიკის” ღირსება. 2009 წელს, მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, 43 წლის ასაკში, რომარიომ „ამერიკის” რიგებში ლიგა „კარიოკაში” ითამაშა.

скачать dle 11.3