კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) პასუხები მრევლის შეკითხვებზე

– მამა გაბრიელ, ეს თავის ქალა როგორ მოხვდა თქვენთან, რისთვის გინდათ?

– ეკლესიის საძირკველს თხრიდნენ. მუშებმა იქ ნახეს და მომიტანეს, იცოდნენ, რომ ძალიან მჭირდებოდა, მარად სიკვდილის მოსაგონებლად. ადამიანი რომ სიკვდილზე ფიქრობს, ის ცოდვას არ ჩაიდენს.

– ეს უძირო კოკა ზურგზე მოგდებული რატომ დაგაქვთ?

– ყველამ შეხედოს – უსიყვარულო ადამიანი აი, ამ ძირგავარდნილ კოკას ჰგავს, შიგ მადლი არ გროვდება.

– ზედაშეს და სეფისკვერს რა ძალა აქვს?

– ზედაშე და სეფისკვერი ნახევრად ზიარებას უდრის, ძალიან გვეხმარება, ხოლო თუ შენ არ გინდა, ვერაფერს გიშველის.

– რა ვქნა, მცნებებს ვერ ვასრულებ...

– ნუთუ ასე ძნელია სახარების მცნებების შესრულება, ერთ ლოყაზე გაგარტყამენ, მეორე მიუშვირე. მცნებებს არასდროს გადაუხვიო. ყოველი ცოდვა მტერობაა უფლისა. ვის მტრობ, იცი, რას გიზამს?

– თქვენ გეშინიათ ღმერთის?

– იყო დრო, მეშინოდა. ახლა რატომ უნდა მეშინოდეს? მიყვარს.

– ღვთის სიყვარული უფრო მეტია თუ სამართლიანობა?

– ღმერთი მოწყალე და სამართლიანია, მაგრამ სიყვარული აღემატება ყოველივეს.

– ჭიანჭველის მოკვლა თუ შეიძლება?

 – რას ამბობ, ჩემი გაჩენილია, რომ მოვკლა? ვაი, იმას, ვისაც მწერი არ ეცოდება. ავიღოთ, მაგალითად, სპილო და ჭიანჭველა. სპილოს რაც ტვინი აქვს, იგივე აქვს ჭიანჭველას. ახლა ავიღოთ და ჭიანჭველას ტვინი ჩავდოთ სპილოს თავში, მერე მოვკლათ, რამხელა ცხოველი მოგვიკლავს. ერთი ეპისკოპოსი კიბეზე ადიოდა, ჭიანჭველაზე ფეხი რომ არ დაედგა, ფეხი მოიტეხა. თუ ეპისკოპოსმა ეს გააკეთა, ჩვენ უფრო მეტი არ გვმართებს? აქ მთავარი სულის სიფაქიზეა.

– თუ საჭმელს ჭიანჭველები დაესიენ, არ მოვკლათ?

– ეს შენი ბრალია, ცუდ შემნახველს ქურდები ეპატრონებიან.

– როგორ მოვიქცე, თუ დავინახე, რომ ყაჩაღები ეკლესიიდან ხატს იპარავენ და არ შემიძლია წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ჩემზე ძლიერები არიან და ვიცი, მომკლავენ?

– როცა იპარავენ, მოპარვის ცოდვაში ვარდებიან და თუ სიწმიდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაა. მაგრამ, მაინც მოპარვის ცოდვა ედება და არა მკვლელობის. შენ, ამ შემთხვევაში, ილოცე, თქვი „მამაო ჩვენო“. თუ მათი შეჩერება არ შეგიძლია, მოპარვის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ, მოყვასზეც იფიქრე.

– იმ შემთხვევაში რა ვქნა, თუ სარწმუნოებისთვის მკლავენ, მაშინაც მოყვასზე ვიფიქრო?

– როცა სარწმუნოებას არ ეხება და ისე გკლავენ, სული ხომ არ იღუპება, ხოლო თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ დაიცავ, სული დაიღუპება.

– თუ წინამძღვარმა მაკურთხა სიწმიდეების დაცვაზე, როგორ მოვიქცე?

– მაშინ უნდა ჩაერიო, წინააღმდეგობა გაუწიო ქურდს. თუ მოგკლეს სარწმუნოების დაცვის გამო, განუკითხავად შედიხარ სასუფეველში.

– მარტო გზის ფული რომ მაქვს, მათხოვარს მივცე თუ არა?

– რას ამბობ, სახარებაში წერია: ორი სამოსი რომ გაქვს, ერთი მიეციო; თუ ერთი გაქვს, ის მიეციო, კი არ წერია. შენ რომ უკანასკნელი ფული მისცე, ფეხით წახვიდე და გზაში რამე დაგემართოს, უფლის წინაშე შენ იქნები პასუხისმგებელი. ეს ბერებისა და მონაზვნების საქმეა, ერის ადამიანებს არ ეხებათ.

скачать dle 11.3