კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა, ვიყო ჩემი მეგობრის მეჯვარე და მისი შვილის ნათლია, თუ მისი ბებია იყო ბიძაჩემის ნათლია?

პასუხი: ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, მეჯვარედ გაჰყვეთ თქვენს მეგობარს და გახდეთ მისი შვილის ნათლია, რადგან ნათესაობა ნათლიასა და ნათლულს შორის აღირიცხება მხოლოდ აღმავალთა და შთამომავალთათვის, ანუ, მირონით ნათესაობა ვრცელდება მშობლებსა და შვილებზე და არა დებზე, ძმებზე, ბიძებზე, ბიძაშვილებსა და სხვა ნათესავებზე.

კითხვა: შაბათობით სახლში, გარდაცვლილი მშობლების გადიდებულ სურათებთან, ვანთებ სანთლებს. სწორად ვიქცევი თუ არა?

პასუხი: სანთელი სახლში უნდა აანთოთ ხატების კუთხეში. შაბათობით კი თქვენი მშობლების სახელზე შეგიძლიათ გადაიხადოთ პანაშვიდი ეკლესიაში.

კითხვა: ახლა ძალიან გახშირდა სხვადასხვა წმიდანის ხატების სახლში გადაბრძანება და ეს ერთგვარ მოდადაც იქცა. რამდენად გამართლებულია ეს ქმედება?

პასუხი: მართალი ბრძანდებით, ბოლო დროს ამა თუ იმ ეკლესიის მრევლი დროდადრო წმიდა ხატებს სახლში გადააბრძანებს. თუ ეს მოძღვრის კურთხევით ხდება და ხატი დაბრძანდება ისეთ ოჯახში, სადაც არის სიმშვიდე, უფლისადმი სიყვარული და რწმენა, მაშინ, შესაძლებელია. ამავე დროს, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ხატთან უნდა იკითხონ ლოცვები, დაუჯდომელი და იყვნენ მოკრძალებულნი. ხატის სახლში დაბრძანება დიდი მადლი და სიკეთეა ოჯახის წევრებისთვის.

კითხვა: შევიძინე ხატი, წავიკითხე ლოცვა და ვაპკურე ნაკურთხი წყალი. ითვლება თუ არა ის ნაკურთხად?

პასუხი: ხატის კურთხევა მხოლოდ მღვდელმსახურს შეუძლია. ამგვარად, თქვენი ხატი ნაკურთხი არ არის.

скачать dle 11.3