კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ქრისტე გვიტვირთებს

ერთხელ ვიხილე, რომ ზღვის ნაპირზე მაცხოვართან ერთად მივდიოდი და ჩემს თვალთახედვაში ჩემი ცხოვრების სურათები ცოცხლდებოდა. ასე ვიარე დიდხანს, შემდეგ უკან მოვიხედე: ქვიშაში ნათლად ჩანდა ქრისტესი და ჩემი ნაფეხურები. იმ სიარულის დროს ცოცხლდებოდა ყველაზე მძიმე და არასასიამოვნო სურათებიც. თუ ამ დროს მოვიხედავდი უკან, მხოლოდ ერთი წყვილი ნაფეხური ჩანდა, უფრო დიდი და ღრმა. შევჩერდი. გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და მაცხოვარი ჩემ გვერდით დავინახე:

– უფალო, როდესაც მე შენ გიწამე, შენ მითხარი, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებიო, შენ კი ჩემი ცხოვრების მძიმე დღეებში ჩემთან არ ხარ, მარტო მივდივარ. აი, ნაფეხურები. იქ ხან ოთხი ფეხის, ხან კი მხოლოდ ორის ნაკვალევია.

– არა, მე ყოველთვის შენთან ვარ, – იყო მაცხოვრის პასუხი, – ის ნაკვალევი, სადაც ერთისაა – ჩემია, უფრო ღრმა კი იმიტომაა, რომ შენ ჩემს მხრებზე გატარებდი ყოველთვის, როცა გიჭირდა.

 

როგორ ვერ მოკლეს დაუბადებელი ჩვილი

ერთი ახალგაზრდა ბერი თავდაპირველად წმიდა მთის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც აღიკვეცა კიდეც, შემდეგ კი, მეტი ღვაწლისთვის, უფრო უკაცრიელ ადგილზე გადავიდა.

ამ ბერმა ერთხელ მიამბო, რომ, როდესაც მისი დედა დაორსულდა, მშობლებს მეტი შვილი აღარ უნდოდათ – მათ უკვე დაბადებულებიც ჰყოფნიდათ, თან, ეკონომიკური მდგომარეობაც საკმაოდ რთული ჰქონდათ. ამიტომ, გადაწყვიტეს, წამლების საშუალებით მუცელი მოეშალათ.

ისინი ექიმთან წავიდნენ, რომელმაც მათ რაღაც საშუალება შესთავაზა, მაგრამ, რეგულარული მიღების მიუხედავად, შედეგი არ ჩანდა. მაშინ მათ ყველაფერი უფლის ნებას მიანდეს. ასე დაიბადა ბავშვი, რომელიც სრულწლოვანების შემდეგ ბერი გახდა.

 

 

скачать dle 11.3