კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მამრები“

და წილისა და დასაქმების მომლოდინენი

 

მაშინ, როდესაც, სახელდობრ, ჩვენ იმას ვითვლით, მაინც რომელ წელს დახოცეს ჩვენმა თანამემამულე მამაკაცებმა ყველაზე მეტი ჩვენივე თანამემამულე ქალი, რფ-ის „დუმაში“ ვლადიმირ ჟირინოვსკის ფრაქციის წევრი, ვინმე ვალერი სელეზნიოვი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას „მამობის კაპიტალი“, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფომ რეგულარულად გასცეს თანხა იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც შვილები ჰყავთ სხვადასხვა ქალისგან.

სხვათა შორის, ეს ინიციატივა ზემოხსენებულმა სელეზნიოვმა „დუმაში“ სამთავრობო საათის მიმდინარეობისას გააცნო დამსწრე საზოგადოებას და შემდეგნაირადაც ახსნა (მომყავს ციტატა): „ზოგიერთ მამაკაცს სხვადასხვა ქალისგან ჰყავს რამდენიმე შვილი, რის გამოც ეს ქალები ვერ ხვდებიან „დედის კაპიტალის“ პროგრამაში, რადგან ზოგიერთი ქალი ერთშვილიანია, ზოგიერთი კი საერთოდაც გათხოვილია. ამიტომ მსგავსი ნაყოფიერი მამაკაცების სტიმულირებისთვის, უნდა შემოვიღოთ „მამების კაპიტალი“, რომ მათ შეძლონ ალიმენტების გადახდა (ვერაფერს იტყვი, ინიციატივა კეთილშობილურია, ჰარმონიულად ითავსებს სასარგებლოსა და სასიამოვნოს, ზედაც, დემოგრაფიასაც მალამოდ ედება – ).“

მეტიც, ბ-ნი სელეზნიოვი ამატებს, რომ მრავალშვილიან მამებს ხშირად არ ჰყოფნით ფული და კოლეგებს შესთავაზა, არ დახუჭონ თვალი ფაქტზე, რომ ოჯახი აღარ არის მყარი გაერთიანება, მოსახლეობას კი გამრავლება სჭირდება.

აქედან ერთადერთ გამოსავლად კი „მამრის კანონის“ მიღება დაასახელა (სხვათა შორის, წლის დასაწყისში თვით ვლადიმირ ჟირინოვსკიმ მოუწოდა თანაპარტიელებს, შეეზღუდათ სქესობრივი ცხოვრება).

ჩვენ არც ის ვიცით, როგორი ენთუზიაზმით აჰყვნენ ელდეპეერეელები ლიდერის მოწოდებას და არც ის, შეიმუშავებს თუ არა რფ-ის „დუმა“ „მამრის კანონს“. თუმცა, რაკი ვიცით, რომ ჩვენს თანამემამულე კაცებსაც აქვთ წვლილი შეტანილი ზემოხსენებული ქვეყნის მომარაგებაში (არ დავაზუსტებ, რით), შესაძლოა, წილსაც გამოვკრათ ხელი, ან, სულაც, ადგილობრივი ხელაქავებული მამრები ჩრდილოეთში გავაქირაოთ – შემოსავლითაც ვიხეირებთ და, იქნებ, ქალთა ძალადობის მაჩვენებელიც გავიუმჯობესოთ?! – 

скачать dle 11.3