მარტივი და სასარგებლო
სანათი
„ვარსკვლავიანი ცა“
ძალიან ორიგინალური სანათია. თან, ადვილად კეთდება. დაგჭირდებათ ჩვეულებრივი მინის ქილა, თავისივე თავსახურით (შეგიძლიათ, კიტრის მწნილის ცოტათი მაღალი ქილა აიღოთ). ჩვეულებრივი მრგვალი სანთელი და მტკიცე ფოლგა. ჯერ ქილის თავსახური ჩაჩხვლიტეთ, შემდეგ კი ფოლგა. შეგიძლიათ, აქა-იქ, ქაოსურად ჩაჩხვლიტოთ, ან რაიმე ორნამენტი გამოიყვანოთ. შემდეგ ეს ფოლგა ჩადეთ ქილაში, როგორც სურათზეა ნაჩვენები. შიგნით ჩაამაგრეთ სანთელი, ქილას თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და როცა აანთებთ, ძალიან ლამაზი იქნება.
ძველი წინდა-ხელთათმანი
ძველი შალის წინდებისგან, ან თუნდაც მამაკაცის ახალი წინდა იყოს, მაინც გამოდგება – მშვენიერი, მოდური ხელთათმანი გამოვა. ყურადღებით დააკვირდით სურათებს და თავადვე მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ. ძალიან ადვილია.