ღორის ხორცი ზეთისხილითა და ბოსტნეულით
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი ღორის ხორცი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1-2 სადილის კოვზი კარაქი, 0,5 ჭიქა ზეთისხილი, 0,5 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 3 ღერი პიტნა, 1 ცალი სტაფილო, მარილი და პილპილი – გემოვნებით; ლიმონის ნაჭრები, კიტრი და პომიდორი – გასაფორმებლად.
მომზადების წესი: ღვინოში აურიეთ მარილი, პილპილი, ზეთისხილი და პიტნის ღერები. ხორცის ნაჭერი დაჩხვლიტეთ და ჩადეთ თასში, დაასხით მომზადებული მარინადი და 3 საათით შედგით მაცივარში. თუჯის ღრმა ტაფაში ჩადეთ ხორცის ნაჭერი მარინადის გარეშე, დაუმატეთ კარაქი, ზეთი, მარინადიდან ამოღებული პიტნის ღერები, მთლიანი სტაფილო, ცოტა მარილი, პილპილი და დაასხით იმდენი წყალი, რომ ხორცი შუამდე დაიფაროს. ქვაბს დაახურეთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე დადგით. ხორცის ნაჭერი პერიოდულად გადააბრუნეთ. როცა წვენი დაშრება და ხორცი დარბილდება, ცეცხლს აუწიეთ და ყველა მხრიდან დაბრაწეთ. ხორცი ოდნავ შეაგრილეთ, თხლად დაჭერით და ბოსტნეულსა და ზეთისხილთან ერთად მიიტანეთ სუფრაზე.