პუდინგი ბაგეტით
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ბაგეტი, ნახევარი შეკვრა „კრაბის ჩხირები“, 1 შეკვრა ხაჭოს ყველი, 3 ცალი კვერცხი, 100 მილილიტრი რძე, კამა, შავი პილპილი, მწვანე ხახვი, მარილი, 100 გრამი კარაქი, ზეთი, 50 გრამი ჰოლანდიური ყველი (ან პარმეზანი).
მომზადების წესი: კრაბის ჩხირები დაჭერით წვრილად, ასევე, წვრილად დაჭერით კამა და მწვანე ხახვი.
აურიეთ ერთმანეთში ხაჭოს ყველი და კრაბის ჩხირები. ასევე, აურიეთ მწვანილი და პილპილი. აიღეთ ბაგეტი. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაჭერით ბაგეტი. გაადნეთ კარაქი, იმავე ცეცხლგამძლე ჭურჭელში, რომელშიც მოამზადებთ პუდინგს. ბაგეტის ნაჭრები კარგად დაასველეთ კარაქში ორივე მხრიდან. თითოეულ ნაჭერს წაუსვით კრაბის „სატენი“, დაადეთ ერთმანეთს თქვენი ბუტერბროდები და ჰორიზონტალურად ჩააწყვეთ ფორმაში. ცალკე მოამზადეთ ზემოდან მოსასხმელი სოუსი.
რძეში შეურიეთ კვერცხი, ათქვიფეთ, უყავით ცოტა მარილი. მოასხით ბუტერბროდებს. მოაყარეთ გახეხილი ყველი.
გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 15-20 წუთის განმავლობაში.