სალათა ლობიოთი და ბოსტნეულით
საჭირო ინგრედიენტები: 3 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი დიდი ბადრიჯანი, 1-2 ცალი პომიდორი, 1 ჭიქა მოხარშული ლობიო, 1 თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, ზეთი, ლიმონის წვენი, ოხრახუში და კამა, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: წვრილ ჩხირებად დაჭერით და ოდნავ მოშუშეთ წიწაკა – უმჯობესია, სამივე სხვადასხვა ფერის იყოს. დიდი ზომის ბადრიჯანი აირღუმელში გათუთქეთ. გააცივეთ და დაჭერით. შეურიეთ წიწაკას. შემდეგ ჩაუმატეთ კანგაცლილი, წვრილად დაკეპილი პომიდორი. მოაყარეთ ლობიო. აურიეთ. ხახვი დაჭერით რგოლებად, ნიორი წვრილად დაკეპეთ, მწვანილი დაჭერით და ყველაფერი ეს მოაყარეთ სალათას. უყავით ცოტა მარილი და პილპილი.
მოასხით ლიმონის წვენი და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ცოტა ზეთი და ისევ აურიეთ. მზად არის გემრიელი სალათა.