კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წებო კბილის პასტაში და მაცივარში გაყინული „ტუფლები“

გურიაში ვართ გასტროლებზე. მე და ჩვენი ღვაწლმოსილი მსახიობი დათუკიშვილი ერთ ნომერში ვცხოვრობთ. დათუკიშვილი –  როგორც გვარი გვეუბნება – ერთი ალალი, გულუბრყვილო კახელი კაცია. ყველაფერში მენდობა და მეც ხშირად „ვსარგებლობ“ მისი გულუბრყვილობით. ბევრჯერ „გამიწბილებია“, მაგრამ გამყოლი გული არ ჰქონდა და მეც „ვსარგებლობდი“.

დილით ადრე გამეღვიძა:

ვხედავ. ჩემს „თანამეოთახეს“ თავის პატარა მაგიდაზე გაუშლია თავისი პარფიუმერიული ატრიბუტი: საპონი, კბილის პასტა, ასაქაფებელი, წვერის საპარსი კრემი, კბილის ჯაგრისი და ასე შემდეგ.

ბევრი ფიქრი მჭირდება ახლა მე?!

დავავლე ხელი კბილის „პასტას“ მოვხსენი სახურავი, გამოვაცალე ცოტა „პასტა“ და შევუშვი შიგ იაპონური წებო. თავზე დავახრახნე სახურავი და გავწექი ლოგინზე... „მძინავს“.

გაიღვიძა ჩემმა „მსხვერპლმა“ როგორც იქნა. დინჯად, კახურად წამოიზლაზნა (მე – „მძინავს“). აიღო კბილის პასტა, ჯაგრისი, საპონი და გავიდა სააბაზანოში.

არ გასულა ხუთი წუთი და აბაზანიდან ყვირილი „გასკდა“.

– იურაა! – ისმის და ისმის.

– რა ამბავია, კაცო! მაცალე ძილი, – შევიშმუშნე ვითომ.

– რა უბედურებაა ეს, კაცო? – ვუჭერ ხელებს ამ პასტას და არ გამოდის!

– მე რა ვქნა, „ბრაკია“, ალბათ (იაპონური წებო წამში იყინება).

– დასწყევლოს ღმერთმა ამის გამომშვები, გაგიგონია, კაცო?!

– მაგრად მიაწექი.

– ა, ვაწვები... არ გამოდის!

– ჩემი აიღე.

– მათხოვე ერთი, თუ კაცი ხარ, – აიღო ჩემი კბილის პასტა და გავიდა. სულ არ იცის, რომ ჩემს კბილის პასტაში წინა ღამით ჩავუშვი წვერის საპარსი ასაქაფებელი პასტა. გადმოვბრუნდი ისევ და ველოდები, რა მოხდება.

– უიი, ფუხ, ხუხ! – გამოვარდა გამწარებული კაცი სააბაზანოდან, – იურა!

– რა გინდა, კაცო, დამაძინე პაწა!

– ეს რა პასტა გქონია, კაცო?! წევისვი კბილებზედ და... – ისვრის საპნის ბუშტებს პირიდან ოლეგ პოპოვივით – გაავსო ოთახი საპნის ბუშტებით.

– რას შობი, კაცო! – ვითომ გამომეღვიძა, – რას ისვრი ამ ბუშტებს, რომელი კალათბურთელი მე მნახე, კალათში ვყარო ახლა აგი ბუშტები?

– ის მომეცი ისევ ის... ჩემი პასტა... თუმცა იქიდან არ გამოდის, შენ მოუჭირე ხელი, ახალგაზრდა ხარ ჩემთან შედარებით! ოხ!

– კი მარა, მე რომელი სუპერნაცარქექია ვარ, რომ ქვას წვენი გავადინო? – ვიცვალე ისევ გვერდი.

გაწბილებულ-გამწარებული კაცი სკამზე ჩამოჯდა.

– ე რა ცვალებადი კლიმატი ყოფილა გურიაში, ჯო! გუშინ სულ გაქვავდა ე შობელძაღლი პასტა, აი, დღესა – სულ წყლად მიდის კაცოო! რა ინტერესნი რამა ხდება, ჯოო! დარჩა კბილგაუხეხავი და ყველას მოუყვა – ძალიან ცუდი კლიმატია აქ, მე, ალბათ, ვერ შევეგუები.

ჯერ სადა ხართ?

მოსახდენი მომდევნო დღეს მოხდა.

ღმერთს სამება უყვარს, – ვფიქრობ ჩემთვის და ერთი სული მაქვს, ახლა რაღა ჯანდაბა მოვიგონო? – ვიკვნიტავ ტუჩებს. რა ვქნა, მომდევნო საღამოს  თავისი ატრიბუტები – კბილის პასტა, საპონი და ყველაფერი ჩაკეტა თავის ჩემოდანში და შეაცურა ეს „დაცული“ ჩემოდანი თავისი „კრაოტის ქვეშ“. ჩაკეტა და გასაღებიც საგულდაგულოდ დამალა (უკვე რაღაც ეჭვი აიღო და აღარ მენდობა!).

„გლობალურ კაეშანში“ ვარ, – რაღა მოვიფიქრო?

დაწვა საღამოს და კარგად რომ ახვრინდა, თავში „უიდეალურესი“ აზრი დამებადა.

ისე, გურულ კაცს რომ კახელი კაცი „კლიმატს“ დაგიწუნებს, კი უნდა მოიკლა, წესით, თავი, მაგრამ სანამ მაგ ამბავს გავაკეთებ, ეს ხომ უნდა „დავსვა“ თავის ადგილზე?!

სხვათა შორის, გასტროლებზე წამოსვლის წინ ამ დათუკიშვილმა ახალი ფეხსაცმელები (იტალიური) შეიძინა და წამოიღო „პაეზდკაში“ – იქნება, ვინმე ნაშა დამეჩითოს და ძველი ტუფლებით ხომ არ ვიცეკვებ „როკენროლსო“. მალავს – თავისი ჭკუით.

საღამოს კი დავიძინეთ, მაგრამ მე მძინავს? სულ ფეხსაცმელები მიდგას თვალწინ და გუნებაში წინასწარ ვკვდები სიცილით. ვიცი, რომ ჯარისკაცივით ზუსტად 8 საათზე იღვიძებს. დაძინება კი ვაცალე...

ამოვცანცლე ფეხსაცმელები „კრაოტის” ქვეშიდა და შევდე მაცივარში. კაი გაყინულია დილით.

რვას რომ ათი წუთი აკლდა, გამოვიღე მისი „საროკენროლო“ ფეხსაცმელები და შევულაგე „კრაოტის“ ქვეშ.

გავეხვიე საბანში და ცალი თვალით ვუყურებ, რა მოხდება. როგორც ველოდი, წამი არ გადაუშორებია, ზუსტად რვა საათზე წამოხტა და ემზადება ტუფლების ჩასაცმელად.

„არ ჩაგივა ფეხი“, – ვხითხითებ საბნის ქვეშ.

მართლაც...

იჭიფხება, იჭიფხება, ვერაფრით ფეხს ვერ ტენის ფეხსაცმელში. გაიძრობს ერთს და ახლა მეორე ფეხს ატენის... არაფერი გამოდის. ისევ შეცვლის.. არა... არც ერთი ფეხი არც ერთ ტუფლში არ ეტევა.

– იურა! – მიხვდა რაღაცას-მეთქი, ვიფიქრე, – გაიღვიძე, თორე!

– რა გინდა, კაცო, რა? – არ უნდა მაცალო ძილი?

– ვერც ერთს ვერ ვიცვამ, კაცოო! – არადა, რა კარგად მქონდა თბილისში.

– ქლიბი გაქვს – გამოვიფშვნიტე თვალები.

– ქლიბი რა ჩემ ფეხებად მინდა, ჯო?

– ქუსლები... ქუსლები ჩეიქლიბე და თუ არ ჩაგივიდა, მერე თითებიც ჩავქლიბოთ... რა ვქნათ, აბა? – „შევედი მდგომარეობაში“.

– ქლიბი რა... ტრაქტორისტი ვარ? – გაუკვირდა.

– აპა, მეტი რა გიყო, კაცო?

– მოდი, მე შევდგამ წინა თითებს, შენ წამომაწექი...

– მიდი!

შედგა ფრჩხილთითები ფეხსაცმელში:

– აჰაა, ჯერ მიდი... ახლა უკნიდან მამაწექი – ვნახოთ!

– მთელი ძალით? – მოვიმარჯვე „მუსკულები“.

– მა რა, ჯოო! მიდი!

უკანა მხრიდან მოვუარე და მივაწექი. კაცი წამოვარდა და მოპირდაპირე კედელს აფიშასავით გაეკრა.

– ვირო! მკლავ?

– აბა, მომაწექიო?

– ეგრე არა... ფეხებზე მომაწექი, ვირო!

– კარგი, ბატონო, ჩავიჩოქე და ფეხებზე ვაწვები. კაცმა ორი ნაბიჯი გადადგა და წაბორძიკდა:

– ნელა, შე ვირო, შენა! – „გლადკად“ მამაწექი.

– აბა, დავაი, მივაწექი, ისევ უკნიდან.

ორიოდე ნაბიჯი გადადგა და „დაატორმუზა“.

– ჰა, მიდი... არ იქოქება? – გამდის „ღვითქი“.

– არ შადის ეს ჩათლახი!

– „ზაჟიგანიის“ გაღება ხომ არ დაგავიწყდა?

– რა „ზაჟიგანიის“ ვაა, რა ცივი ტუფლებია, კაცოო?

– ასე იცის, გურიამ...

– არა, ძმაო, წადით სადაც გინდათ... მე აწი გურიაში აღარ წამოგყვებით, ე რა ყოფილა, კაცოო?!

მეორე დღესი დიდი მოუვიდა და მე მაჩუქა. შენ უფრო დიდი ფეხები გაქვსო.

მსახიობ იური ვასაძის ნაამბობის მიხედვით 

 

скачать dle 11.3