ანეკდოტები
– თვალები წითელი რატომ გაქვს, სვამდი ამ შაბათ-კვირას?
– არა, რას ამბობ, ვტიროდი – სამსახური მენატრებოდა...
***
– მე იმ ასაკში აღარ ვარ, გაუაზრებლად ჩავიდინო რაღაც სისულელეები – სისულელეებს შეგნებულად და სიამოვნებით ვაკეთებ...
***
სოციოლოგები ატარებენ გამოკითხვას. შეარჩიეს 100 მამაკაცი.
– ვინც ფიქრობს, რომ მის ოჯახში მაინც ცოლია მთავარი ფიგურა, მარცხნივ დადგეს!
99 მამაკაცი გამოვიდა და დაიკავა მარცხენა მხარე. ყველა იმ ერთ დარჩენილ კაცს მიუბრუნდა:
– მაინც, როგორ ახერხებ, რომ ცოლს შენს ჭკუაზე ატარებ?
– ბიჭებო, მე საერთოდ არ ვარ საქმის კურსში... ცოლმა მომიყვანა აქ, დამაყენა და მითხრა, აქ იდექი, ადგილიდან არ გაინძრეო...
***
მაცივარი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ხარ გარეგნულად – მთავარია, შიგნიდან რას წარმოადგენ.
***
ეს შექსპირს ჰქონდა: „ყოფნა... არყოფნა...“ ჩვენ კი გვაქვს – „ეჰ, რაც იყო, იყო...“
***
– ბავშვებო, მოემზადეთ, რვეულებს დაგირიგებთ, საკონტროლო უნდა დავწეროთ!
– მასწ... შეიძლება, კალკულატორი გამოვიყენოთ? – ეკითხება სანდრო.
– შეგიძლიათ.
– ბრადისის ცხრილი?
– კი... ლოგარითმული სახაზავიც... ახლა კი დაწერეთ სათაური: „ბატონყმობის გადავარდნა საქართველოში“.
***
მაგარი ცოლია ის, ვინც ასწრებს ტელეფონის გათიშვას, ყურმილის დადებას, კომპიუტერის გამორთვას, წინსაფრის გაკეთებასა და დაღლილი სახით ჭურჭლის რეცხვის დაწყებას... კარის გაღებიდან ქმრის შემოსვლამდე.
***
– ხო, არცერთი ქალი არ გაუშვა ხელიდან! ან, ამ ქალებს რა აგიჟებს, მაინც რა ხარ ასეთი!.. ნამდვილი მხეცი... – ეჩხუბება ცოლი ქმარს ავტობუსში.
– ქალბატონო, თქვენ ლანძღავთ თუ რეკლამას უკეთებთ? – ჰკითხა გვერდით მდგომმა ქალმა.
***
მიმდინარეობს დისერტაციის დაცვა თემაზე: „ძირითადი ინსტინქტი“. დისერტანტს კვლევებთან ერთად სამაგალითოდ ექსპერიმენტებიც მოჰყავს:
ოთახში შევიყვანეთ მამალი კატა. მასთან შევუშვით დედალი კატა და შევიტანეთ საჭმელი. თავდაპირველად კატა ეცა დედალ კატას, შემდეგ საჭმელი შეჭამა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიძინა და ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე; შემდეგ კატა ჯერ ჭამდა, მერე მიდიოდა დედალთან და ბოლოს იძინებდა; მოგვიანებით კი კატა მხოლოდ ჭამდა და იძინებდა.
ოპონენტის შეკითხვა:
– რა სიხშირით ცვლიდით საკვებს?
– ყოველდღე.
– დედალ კატას?
***
ნამდვილი ჯენტლმენები ქალს ისე კითხულობენ, როგორც კლასიკურ ნაწარმოებს: კითხულობენ, კითხულობენ, ჩაიკითხავენ და მიაგდებენ...