ბრძნული აზრები
რენარი: არ არის საჭირო მთელი სიმართლის თქმა, მაგრამ, მხოლოდ სიმართლე უნდა ითქვას.
ვედენსკი: ჩვენი კალენდარი ისეა მოწყობილი, რომ აღვიქვამთ თითოეული წამის სიახლეს.
დიზრაელი: სამართლიანობა არ შეიძლება გამოყოფილი იყოს სასარგებლოსგან.
ჰელვეციუსი: სიყვარულში დაგამარცხებენ თუ გაიმარჯვებ – ერთნაირი ბედნიერებაა.
მონტესკიე: რაც ორატორებს აკლიათ სიღრმით, იმას ინაზღაურებენ სიგრძით.
პეინი: თუ ორჯერ დაფიქრდები, სანამ ერთხელ იტყოდე, ორჯერ უკეთესად იტყვი.
ვოლტერი: ჩვენ სიმართლე კი არ გვზღუდავს, არამედ ის, თუ რა ფორმით გამოთქვამენ მას.
ნიცშე: მართალი ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, იმ დასკვნამდე მიდის, რომ გამუდმებით იტყუება.
ლომონოსოვი: მე უფრო მაღლა ვაყენებ ერთ გამოცდილებას, ვიდრე ათ აზრს, მხოლოდ წარმოსახვაში დაბადებულს.
ლაროშფუკო: შეიძლება ისეთი ქალის პოვნა, რომელსაც არცერთი საყვარელი არ ჰყავდა, მაგრამ, ვერ იპოვი ისეთს, რომელსაც მხოლოდ ერთი ჰყავდა.
სტენდალი: ძაღლის ერთგულების იმედი ბოლომდე იქონიე, ქალისა – შემთხვევამდე.
ჰერაკლიტე: ავადმყოფობა სასურველს ხდის ჯანმრთელობას, დაღლილობა – დასვენებას, შიმშილი – სიმაძღრეს, ბოროტება – სიკეთეს.
ცვაიგი: მუდამ ხომ ასე ხდება: ჯერ ექიმი აკვირდება პაციენტს, ხოლო მერე, თუ მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა, ავადმყოფიც სწავლობს ექიმის დაკვირვებას.
ბრუნერი: ადამიანთა უმრავლესობა ცუდია.
პინდარე: ადამიანს ჰმართებს, ღმერთზე კარგი თქვას – ამით მცირდება შეცოდება.
ვერნი: ადამიანს მოგზაურობაზე მეტად მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება უყვარს, სადაც მას მეტი ფასი ედება და მოგზაურობის შთაბეჭდილებებით ტრაბახის შესაძლებლობა ეძლევა.
ეშენბახი: დიდი ღირსების მქონე ადამიანებს ადვილად არ პატიობენ ხოლმე მცირე შეცდომებსაც კი.
ეზოპე: ბუნებით ბოროტი ადამიანი, რა გინდ უნდა ეცადოს, მაინც ბოროტი რჩება.
დიუნი: ადამიანის ბუნებას ახასიათებს მისწრაფება – იყოს მნიშვნელოვანი.
ციცერონი: მე მომწონს ახალგაზრდა ადამიანში სიბერის რომელიმე კარგი ხასიათი და, მოხუცში – რომელიმე კარგი ახალგაზრდული ხასიათის ხარისხი.
ბელინსკი: ზნეობრიობის რეალობა, გონების ბრწყინვალე სხივების ზემოქმედების შედეგად, გულიდან იზრდება. მისი საზომი მოქმედებაა და არა სიტყვები.