კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გახდება 10 წლის ლიზი ჯაფარიძე დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ბავშვი და რა მესიჯის გაგზავნას აპირებს ის მალტიდან მსოფლიოსთვის

საბავშვო „ევროვიზია” ყოველწლიურად ტარდება და ამ კონკურსზე ქართველი, პატარა მომღერლები ყოველთვის წარმატებით გამოდიან. წელს, 15 ნოემბერს, საბავშვო „ევროვიზიაზე” საქართველოს სახელით ლამაზი და ნიჭიერი, 10 წლის, ლიზი ჯაფარიძე გამოდის, რომელიც თავის ძალებში აბსოლუტურად დარწმუნებულია. ის ამბობს, რომ როგორც მისი წინამორბედი კონკურსანტები, ისიც თავის შესაძლებლობებს არ დაზოგავს. ლიზი, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას ნათესავია. როგორც პატარა კონკურსანტმა გვითხრა, სიმღერა, რომლითაც ის „ევროვიზიაზე” გამოდის, ქეთას მოასმენინა და საკმაოდ კარგი შეფასებაც დაიმსახურა. ჩვენ გვინდა, ლიზის წარმატებები ვუსურვოთ და იმედია, მისი წინამორბედი, ქართველი კონკურსანტების მსგავსად, ისიც გაგვახარებს და გამარჯვებული დაგვიბრუნდება. 

 

ლიზი ჯაფარიძე: მე ვარ ლიზი ჯაფარიძე, ანუ იგივე „ლიზი-პოპ”. ბავშვობიდან ვმღერი და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან მინდა, მომავალში დიდი სცენა დავიპყრო და ცნობილი, პოპულარული მომღერალი გავხდე. ადრე, სარკესთან ვდგებოდი და უიტნი ჰიუსტონისა და სელინ დიონის სიმღერებს ჩემი ინტერპრეტაციით ვმღეროდი. ძიძამ დედას უთხრა, ეს ბავშვი კარგად მღერის და იქნებ სადმე სტუდიაში მიგეყვანათო. ასე აღმოვჩნდი „ბზიკების” სტუდიაში და მეოთხე წელია აქ ვმღერი. მომწონს სცენაზე დგომა. მინდა, ვიყო პოპულარული მომღერალი და იმავდროულად, რომ გავიზრდები, დიპლომატიურზე ჩავაბარო, შვეიცარიაში საქართველოს ელჩი გავხდე. ამიტომ, სკოლაშიც კარგად ვსწავლობ.

– სანამ, შვეიცარიაში ელჩად გაგიშვებთ, მანამდე, მალტაში, საბავშვო „ევროვიზიაზე” უნდა წარადგინო შენი ქვეყანა. როგორ ემზადები ამისთვის?

– ქასთინგი რომ ჩატარდა და ბევრმა ბავშვმა იმღერა, მოვუსმინე და ყველა ისეთი მაგარი იყო, ვიფიქრე, შანსი არ მაქვს-მეთქი. ამდენ კარგ მომღერალ ბავშვში, მე რომ ამომარჩიეს, ნამდვილად არ ველოდი. ქასთინგიდან, ორ დღეში უნდა ეთქვათ პასუხი და ორი ღამე არ მიძინია ნერვიულობით. რომ მითხრეს, შენ მიდიხარო, კინაღამ გადავირიე სიხარულით. თან, გამიკვირდა, რა მაგარი გოგო ვარ, როგორ გავიმარჯვე ქასთინგზე, იმდენ კარგ და ნიჭიერ ბავშვს შორის-მეთქი. 

– ესე იგი, ახლა ეს ემოცია გადალახე და აქტიურად ემზადები კონკურსისთვის?

– (იცინის) ასეა. თან „ევროვიზიისთვის” ვემზადები და თან, არც სკოლაში მინდა, ჩამოვრჩე მეცადინეობას. ინგლისურს, ფრანგულს, რუსულს ვსწავლობ. მინდა, ბევრი უცხო ენა ვისწავლო და კარგი მოსწავლე ვიყო. პარალელურად სიმღერაზე ვმუშაობ. მოკლედ,  მთელი „ბზიკების” სტუდიის შემოქმედებითი ჯგუფი ჩემზეა გადმორთული. კაბებს კი მარიკა ქურდუბაძე მიკერავს.

–  სიმღერას რა ჰქვია და რაზეა?

– ძალიან ლამაზი სიმღერით გამოვალ „ევროვიზიაზე“, რომლის სახელწოდებაა „ბედნიერი დღე”. ქართულად ვმღერი, მაგრამ მისამღერში ინგლისური ტექსტია. ეს სიმღერა კარგად მოვირგე, ცოტა მხიარულია, მიხდება და თან ორიგინალური და სასიამოვნო მოსასმენია. 

– ქეთა თოფურია შენი მამიდაშვილია და იცის, რომ მიდიხარ კონკურსზე? თუ მოასმენინე შენი საკონკურსო სიმღერა და როგორ აფასებს შენს სასიმღერო მონაცემებს?

– კი, ქეთამ იცის, რომ საბავშვო „ევროვიზიაზე” გამოვდივარ და ძალიან უხარია. მეუბნება, კარგად მღერი და მაგარი მომავალი გაქვსო. ქეთას ქორწილშიც ვიმღერე მისი ცნობილი სიმღერა „ულიტაიუ”. ყველა მეუბნებოდა, პატარა ქეთა ხარო (იცინის). ქეთა ძალიან მომწონს, მეუბნებიან, ფიზიკურადაც ჰგავხარო და მიხარია. რაც შეეხება საკონკურსო სიმღერას, ქეთას მოვასმენინე და ძალიან მოეწონა. მითხრა, მინდა, მეც იქ ვიყო, შენ რომ სცენაზე გამოხვალ, მაგრამ ყოველი დღე წინასწარ გაწერილი მაქვს, ალბათ, ვერ მოვახერხებ ჩამოსვლას მალტაში, მაგრამ დედაჩემს გამოვუშვებ და ის გიგულშემატკივრებსო. თუმცა, შემპირდა, თუ მოვახერხე, მეც ჩამოვალო. ძალიან მინდა, გავიმარჯვო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. ბევრი კარგი ბავშვი ჩამოვა მალტაში და მათი კონკურენცია ცოტა ძნელი იქნება.

– რომ გაიმარჯვო, ამაზე არ გიფიქრია?

– კი, იმაზეც ვფიქრობ, თუ გავიმარჯვე, რა ბედნიერი ვიქნები – ყველაზე ბედნიერი ბავშვი დედამიწაზე. ამ გამარჯვებას, ჩემს ოჯახს, „ბზიკების” სტუდიას და ქვეყანას მივუძღვნი. ხუთეულშიც რომ მოვხვდე, ესეც დიდი გამარჯვება იქნება. მთელი ევროპა გამიცნობს და თან მომისმენს. ბევრი მეგობარი მყავს უცხოეთში და მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. „ევროვიზია” ძალიან დიდი ნახტომია ჩემთვის, როგორც დამწყები მომღერლისთვის. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი წარმატებაა. ამას რისკიც ახლავს თან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავი გამოვიჩინო. თან მიხარია, რომ კონკურსანტი ვარ, თან ძალიან ვნერვიულობ.

– სცენაზე მარტო გამოხვალ თუ მოცეკვავეებთან ერთად?

– ოთხი მოცეკვავე გოგონაც იდგება ჩემთან ერთად სცენაზე – დეა, სოფო, ნიტა და ქეთი. სიმღერა მშვიდი და წყნარია, თან იმვდროულად, საცეკვაოც. მგონი, კარგი ეფექტი ექნება ევროპელი მაყურებლისთვის. ვხუმრობ ხოლმე, ჩემსავით ნაზი და ჰაეროვანი სიმღერაა-მეთქი (იცინის). თან, ამ სიმღერას საინტერესო მესიჯი აქვს – მინდა, ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს და ამ სიმღერას ლეიკემიით დაავადებულ პატარებს ვუძღვნი. თანასკოლელი მყავდა ამ დაავადებით და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მინდა, მასაც მივუძღვნა. მინდა, ყველა ბავშვი მხიარული იყოს და ბედნიერი მომავალი ჰქონდეს. მე ამისთვის ვიმღერებ. გათავისებული მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა, არ გავუცრუო იმედები ჩემს ქვეყანას, ვინც მენდო და ამირჩია ამ კონკურსისთვის. ვნახოთ, რა მოხდება. 

 

скачать dle 11.3