კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენრიკო ჯანელიძის შემოქმედების 45 წლის იუბილე და მისი ფილმის პრეზენტაცია “კინოს სახლში„

8 ოქტომბერს „კინოს სახლში“ ენრიკო ჯანელიძის ფილმის პრეზენტაცია გაიმართა,  რომელსაც უამრავი საპატიო სტუმარი ესწრებოდა. ფილმის ჩვენებასთან ერთად, ბატონ ენრიკო ჯანელიძის შემოქმედების 45 წლის იუბილე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ნიჭიერმა მუსიკოსმა, საკუთარი შემოქმედება ერთ ფილმში, „შემოქმედებით პალიტრაში“ გააერთიანა. ფილმის სახელწოდებაც, შინაარსის მიხედვით, ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ბატონ ენრიკო ჯანელიძის შემოქმედება. მასში არის კადრები ბატონი ენრიკოს კლიპებიდან, კონცერტებიდან, გადაცემებიდან და ინტერვიუებიდან. მოხსენიებული არიან: პროფესორ-აკადემიკოსები, ხელოვნების მოღვაწეები, პოეტები, მწერლები, ადამიანები, რომლებმაც ინტერვიუები მიუძღვნეს ენრიკო ჯანელიძის შემოქმედებას. ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე წარიმართა.  პრეზენტაცია შედგა, იყო ფილმის განხილვა, ხოლო დასასრულს,  ბატონ ენრიკო ჯანელიძეს მიანიჭეს, მეცნიერებათა, საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა აკადემიკოსის წოდება. 

ენრიკო ჯანელიძე: ფილმის შექმნის იდეა დიდი ხანია, არსებობდა. წელს შევძელი და ჩემს შემოქმედებას ერთად მოვუყარე თავი. ფილმზე მუშაობა პირველი არხის ინიციატივით დავიწყე. მიხარია, რომ ყველაფერმა ძალიან კარგად და მაღალ დონეზე ჩაიარა. არ მოველოდი აკადემიკოსის წოდებას თუ მომანიჭებდნენ, მართლაც, რომ სიურპრიზი გამოუვიდათ და დიდი მადლობა მათ. ეს თურმე წლებია, იგეგმება და უნდოდათ ჩემი შემოქმედების იუბილესთვის დაემთხვიათ. ფილმში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს შემოქმედებას აფასებენ: გეგა ფალავდიშვილი, გიგა ბურჯანაძე, თენგიზ გაჩეჩილაძე, მერაბ სეფაშვილი, მერაბ ხუჭუა, ჯემალ ღაღანიძე, თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ჯანსულ ჩარკვიანი და კიდევ სხვა დამსახურებული ადამიანები. მაპატიეთ, თუ ვინმე გამომრჩა. ყველას ერთად დიდ მადლობას გიხდით. ასეთი ნაკრები საზოგადოება დიდი ხანია, ერთად არ ყოფილა, მეამაყება, რომ ამ ხალხის ნაწილი ვარ. ფილმის პრეზენტაციამ ძალიან კარგად ჩაიარა. იყო განხილვა, ნოსტალგია ძველი კადრების მიმართ. საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ. 

 

скачать dle 11.3