კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიტყვები აქვს ლექსიკონიდან ამოღებული სტეფანე მღებრიშვილს და რა გამოწვევებზე გიჟდება საკუთარი თავის მიმართ თინა მახარაძე

მესამე კვირაა, რაც „რუსთავი 2-ზე“, ყოველ პარასკევს მუსიკალური შოუ „ბრავო“ გადის, რომლის წამყვანები სტეფანე მღებრიშვილი და თინა მახარაძე არიან. ვფიქრობ, ამ ორი ადამიანის ტანდემი მშვენივრად შედგა. ისევე, მათი, როგორც შოუს წამყვანების დებიუტი. 

 

სტეფანე მღებრიშვილი: ახლა, როცა შოუში ვარ და რომ ვთქვა: იცით, რაღაც ვერ შედგა ჩვენი ტანდემი, ვერ გავუგეთ ერთმანეთს...

თინა მახარაძე: დიდი უხასიათო ვინმეა.

სტეფანე: უხასიათოები ვართ – ვაღიაროთ.

თინა: ზოგადად, მძიმე ხასიათი გვაქვს ორივეს, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ გავუგეთ ერთმანეთს. ორივეს გვჭირდება პირადი სივრცე და ბევრ ფაქტორს ვერ ვიტანთ. 

სტეფანე: მემკვიდრეობითია, გენეტიკური.

თინა: მაგალითად, შეიძლება, კონკრეტული ადამიანისგან ბევრი ლაპარაკი გვაღიზიანებდეს ან ზოგადად, გვაღიზიანებდეს. ამიტომაც გვაქვს ჩვენი ოთახი, სადაც მივდივართ, ვიკეტებით და ვემზადებით ჩვენებურად. 

– მეორე გადაცემა პირდაპირ ეთერში მიდიოდა. იყო გარკვეული სირთულეები? 

სტეფანე: აღმომოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ნაგლები. პირველად დაგვიძახეს წამყვანად, მოსამზადებელი დროც არ გვქონდა, არც კი ვიცოდით ბოლომდე, რა ხდებოდა, მაგრამ იმდენად ნაგლები ვართ, მაინც „ჩავატარეთ“. პირველი „ლაივიც“ ორივესთვის დებიუტი იყო. მოვეშვით და გამოვიდა ჩვეულებრივი.

თინა: პირველ ჩაწერაზე აბსოლუტურად სპონტანურად ვლაპარაკობდით. რეალურად, ფეხზე დავიკიდეთ ყველანაირი ტექსტი, ხომ ასე იყო? 

სტეფანე: არა, არ დაგვიკიდია. 

თინა: კარგი. მეტწილად იმპროვიზაცია იყო. ბაზისად რაღაც ჩონჩხი გამოვიყენეთ, რომელზეც დავაფუძნეთ ჩვენი ლაპარაკი. როგორც ვილაპარაკებდით კამერების გარეშე, ისე ვლაპარაკობდით ჩაწერაზეც. რა თქმა უნდა, პირველ ჩანაწერს ბევრი ლაქა ჰქონდა, რაც ბუნებრივია. 

– ემოციურად, ცოტა აჟიტირებულსაც მიგყავდა შოუ. 

– არ იყო აჟიტირება, ასე იყო საჭირო გადაცემისთვის, ასეთი მოცემულობა გვქონდა. 16 მონაწილე ერთ შოუში საკმაოდ მძიმე სამუშაოა ყველასთვის, მათ შორის მაყურებლისთვისაც. ამიტომ, ჩვენ უნდა დაგვექოქა, დაგვექოქა და არავისთვის მიგვეცა მოწყენისა და ამოსუნთქვის საშუალება. ეს, შეიძლება, ვიღაცისთვის არ ჩანდა ისე, როგორც თვითონ უნდოდა, დაენახა და შეიძლება, მისთვის სასურველიც არ იყო. თუმცა, აქაც აზრები 50-50-ზე გაიყოფა: ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას –  არა. 

სტეფანე: ნელ-ნელა გამოსწორების გზაზე ვდგებით. 

თინა: თუ რამე იყო გასაკრიტიკებელი, ეს თავად გავაკრიტიკეთ. ორივე ძალიან კრიტიკულები ვართ საკუთარი თავის მიმართ. თუ რამე შეცდომა იყო, რაც შეიძლება, მაყურებლის თვალში არც კი გამოჩნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ განვიცადეთ. 

სტეფანე: თეატრში ვიყავი ამ დღეებში და შემხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ სჩვევიათ ქება, მითხრეს: ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება წამყვანი ხარო. სიმართლე გითხრათ, კომპლიმენტები მსიამოვნებს, მაგრამ სულ რაღაც ეჭვი მაქვს და ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. 

თინა: ჩემთვის ვიღაცის აზრი ნაკლებად კომპეტენტურია, ვიდრე ჩემი. ყოფილა შემთხვევა, რაღაც გამიკეთებია და ერს სასტიკად ვულაძღივარ, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ვიცოდი, რომ კარგ რაღაცას ვაკეთებდი. ყოფილა შემთხვევა – ვუქივარ, მაგრამ მე თვითონ არ მომწონებია ჩემი გაკეთებული. აქაც ნაწილმა ძალიან მაქო: ოო, ახალი სიტყვა და რაღაც... ნაწილმა: გაიტანეთ ეს გოგო, ყოვლად ამაზრზენი, საძაგელი და აუტანელიაო... 

– სტეფანე, შენ მიმათ უფრო მეტი პოზიტივი იყო, კრიტიკაც არ გამიგია. 

სტეფანე: მე არ დავდევ კრიტიკას. თინაზე 11 წლით უფროსი ვარ და თან, ამ დროის განმავლობაში ვისწავლე – არ უნდა წავიკითხო კომენატარები. ასეთი პრინციპიც მაქვს და თან, იმუნიტეტიც – არ მაღიზიანებს, რაც უნდა ცუდი წავიკითხო.

– თინა, შენც საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი გაქვს.

თინა: კი. იმუნიტეტს რაც შეეხება, აბსოლუტურად არ მაინტერესებს არავის აზრი, რადგან არავინაა იმაზე კომპეტენტური, ვიდრე ჩემი საკუთარი თავი. ამიტომ საკუთარ თავს ვუსმენ და როცა რაღაც არ მომწონს, ვცდილობ, გამოვასწორო. 

– ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ გიდგას გვერდით, როგორი მეწყვილეა – ამის ფასი ორივემ კარგად იცით. 

– მე ვარ კომუნიკაბელურ ტიპთან ძალიან კომუნიკაბელური, ოღონდ, თუ მომწონს. თუ ის ტიპი არ მომწონს, მასთან აბსოლუტურად არაკომუნიკაბელური ვარ და საერთოდ არ გავდივარ კონტაქტზე. გამიმართლა, რომ სტეფანე არის ტიპი, რომელიც ძალიან მომწონს. შესაბამისად, მასთან კონტაქტი სასიამოვნოა სცენაზეც და სცენის მიღმაც, იმ კადრში, როგორც ახლა დაგხვდი – სულ ასე ვართ, სულ რაღაცაზე ვიცინით.

სტეფანე: მომწონდა თინა და მასთან მუშაობა ჩემთვის კომფორტულია. ახლა, რომ წარმოვიდგინო, ვინ შეიძლება, ყოფილიყო თინას ადგილას, არავინ მომდის აზრად, რადგან მაკმაყოფილებს ეს სიტუაცია.

თინა: მეც ვერავის წარმოვიდგენ და არც მინდა, წარმოვიდგინო. ჩემს მეგობრებში ნაკლებად არიან ცნობილი ადამიანები – „სელებრითები“. მაგრამ ჩემი მეგობრების სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ცნობად პროდუქტს ქმნიან, მაგრამ, უფრო კულისებში არიან. სახალხო, გამოჩენილი ადამიანები, რომლებიც ტელევიზორში ჩანან, არ ყოფილან ჩემი მეგობრები და დიდად არც მქონია ვინმესთან მეგობრობის სურვილი. მაგრამ სტეფანეზე რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა – იმდენად საინტერესო ტიპია. თან, ვემთხვევით ერთმანეთს, მეტ-ნაკლებად, ერთნაირი ღირებულებები, ერთნაირი იდეოლოგია გვაქვს. ბევრი რაღაც ორივესთვის კარგი პონტია და არის რაღაცეები, რაც ორივესთვის მიუღებელია. 

სტეფანე: ტოტალურ რაღაცეებში ვემთხვევით – უზრდელი ადამიანების ატანა არ გვაქვს.

თინა: სიგოიმეს ვერ ვიტანთ.

სტეფანე: ეს ცუდი სიტყვაა, ამ სიტყვას მე არ ვამბობ. ამის საზომი არ არსებობს, არ მაქვს ლექსიკონში და ჩემთვის ამ სიტყვის სინონიმი არ არსებობს. კიდევ „გემოვნება“ მაქვს ამოღებული ლექსიკონიდან, საერთოდ არ ვხმარობ. 

თინა: სტეფანე ემიჯნება ამ სიტყვას, მაგრამ მე სიგოიმეში ვგულისხმობ შინაგნი ინტელექტის დეფიციტს. მოკლედ, სოციუმში ფესვგადგმული მანკიერებების წინააღმდეგ ორივე ხმალამოღებულები ვილაშქრებთ.

სტეფანე: რაღაც იდეოლოგიის გარშემო ვართ არა მხოლოდ მე და თინა, ჩვენი მეგობრებიც, ერთი და იგივე მიზანს „ვაწვებით“. ამიტომაც ვცხოვრობთ ამდენი ხანი ამ ქვეყანაში. ამ ქვეყნის სიყვარულით ვაკეთებთ ბევრ რამეს, რომ რაღაც პროგრესი სხვებსაც ჰქონდეთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბევრი ადამიანი არ ცხოვრობს სწორად.

თინა: და რკინის ფარდის მიღმა რომ არ დავრჩეთ.

– „ბრავოს“ დავუბრუნდეთ. წამყვანის ამპლუა ორივეს აშკარად მოგეწონათ.

– ადრეც იყო რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ მეტწილად უარს ვამბობდი. თუ პერსპექტივაში ის პროექტი ხარისხიანად არ მესახებოდა, უარს ვამბობდი. „ბრავო“ ის შემთხვევაა – კარგი გუნდი აკეთებს, „რუსთავი 2“; ყველა ადამიანი, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, არის ძალიან კარგი ტიპი. სტეფანეც ძალიან კარგი ტიპია, ასე რომ არ იყოს, არც ვიტყოდი და პირში წყალს ჩავიგუბებდი. მასთან ერთად ასე მხიარულად არ ვიქნებოდი არც სცენაზე და არც მის მიღმა. 

სტეფანე: ამ გადაცემას ისეთი ცნობილი პროდიუსერები აკეთებენ, რომლებიც გასართობი ტელეშოუების, ალბათ, ნომერ პირველი პროდიუსერები არიან – დემნა ჯაფარიძეს და გიორგი ხაბურზანიას ვგულისხმობ. ამ ადამიანებთან მუშაობა დიდი სიამოვნება და ხარისხის გარანტიაა. 

თინა: საინტერესო ექსპერიმენტიც იყო, ადრენალინიც არის და ზოგადად, მე ვგიჟდები გამოწვებებზე საკუთარი თავის მიმართ. 99,9 პროცენტი ფიქრობს, რომ წამყვანობა მსახიობის პროფესიისგან განსხვავებულია, მე ასე არ მიმაჩნია. პირველი გადაცემის დროს თუ საკუთარი თავის მიმართ შენიშვნები მქონდა და დამიჯერეთ, ბევრი, ერთადერთი, რამაც ამ შენიშვნების კომპესირება მოახდინა, იყო: უი, არ ვყოფილვარ ცუდი მსახიობი, იმდენად განსხვავებული ტიპაჟი ვიდექი სცენაზე. 

– სტეფანე, პირველივე დღეს გამოაცხადე: თინა პარასკევ საღამოს მამაკაცების დასაბმელად არის შოუშიო... და რა არის შენი დანიშნულება?

თინა: ეს არის მთელი იმ განწყობისა და ჩემთან დაკავშირებული შეხედულებების შარჟი, რაც საქართველოში არსებობს. ერთ გადაცემაში ვიხუმრე კიდეც: სექსის ქალღმერთი, დიდი გარყვნილი გოგო... ამაზე კარგად ვიცინით. თუმცა, თუ შედეგი კარგი იქნება, რატომაც არა. სტეფანე უნივერსალური ტიპია – ჩემი გადმოსახედიდან ვაკეთებ შეფასებას.

სტეფანე: მე არ მგონია, ვიღაცის დასაბმელად ვიყო... რა თქმა უნდა, თინაც იმისთვის არ არის, რომ კაცები დააბას. მე იმისთვის ვარ, რომ ინტერაქციაში მარტივად შევიდე, იქიდან გამომდინარე, რომ ლობისტებს, მონაწილეებს ძალიან კარგად ვიცნობ. პროდიუსერებს, გარდა იმისა, რომ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც ხალხს გაართობდა, განწყობას შექმნიდა, მათთან პირდაპირ კონტაქტზე იქნებოდა. ეს კი შეიძლება სხვას, უცნობ წამყვანს მორიდებოდა, რადგან ეს ქართველი ცნობილი ადამიანები მძიმე ხასიათის ვართ. მათთან პირდაპირ კომუნიკაციაში შესვლა და რაღაც მომენტებზე ჩაჭიდება, რთულია, თუ კარგად არ იცნობ. თავიდან მე ლობისტი უნდა ვყოფილიყავი გიორგი გაბუნიასთან ერთად, მაგრამ მერე პროდიუსერებმა გადაიფიქრეს. 

თინა: მე არ ვიცნობ ამ ცნობილ ადამიანებს. სცენაზე შედგება ჩვენი გაცნობის პროცესი და ეს იქნება საინტერესო. სპონტანურობა ახლავს ამ ყველაფერს და მათ როგორც გავესაუბრები, როგორც შევალ ინტერაქციაში, იქნება აბსოლუტურად მოუმზადებელი. კაცმა არ იცის, რა გველოდება რეალობაში, რა რეაქცია ექნებათ ამაზე. 

– სტეფანე, ყოველთვის კარგად გაცვია, შენი განსხვავებული და საინტერესო სტილი გაქვს. როგორ მოგწონს თინას ჩაცმულობა შოუში, კომპლიმენტებს იმსახურებს შენი მხრიდან? 

თინა: ამ მხრივ, უცბად გახდა ჩემთვის კომპეტენტური. ტვინს ვუჭამ: აბა, კაბის სიგრძეზე რას ფიქრობ და ასე შემდეგ...

სტეფანე: მაყურებელმა არ იცის, რომ პირველ კაბაზე იყო კრიტიკა. სიგრძე მოუვიდათ მოკლე, თინას არ უნდოდა ჩაცმა, არ მოეწონა.

თინა: ფორმები კარგი მაქვს. საკუთარი თავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მომწონს საკუთარი თავი. უბრალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ პროპორციული, მაგრამ დაბალი, არ მიხდება ის, რაც შეიძლება მოუხდეს არაპროპორციულ მაღალს. ამიტომ სიტყვა „შესაბამისი“ ჩემს ჩაცმულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი უნდა მქონდეს შესაბამისი: შესაბამისი სიგრძის, შესაბამისი ჭრილის ფეხსაცმელი, შესაბამისი ფორმის, სილუეტის კაბა და ასე შემდეგ. პირველი კაბა არ იყო შესაბამისი და არ მომწონდა.

სტეფანე: სამაგიეროდ, მოსწონდა, რომ იხრებოდა. ბოლოს ეუბნებოდნენ: შეგიძლია წაკუზულმა იაროო და პირველი მისალმება ასე გააკეთა.

თინა: რომ ვიხრებოდი, კაბა იმ სიგრძის ხდებოდა როგორიც მინდოდა.

სტეფანე: დეკოლტე იყო, მკერდიც ეხრებოდა, მაგრამ ეს არ აინტერესებდა. 

თინა: მკერდი სულ საკაიფოდ არის, უბრალოდ, რომ ვიხრებოდი, კაბის სიგრძე ზუსტად იყო და სტეფანესთან მთელი გადაცემა მოხრილი ვიდექი. 

 

скачать dle 11.3