კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გიორგი კეკელიძე პირველი ტრაგიკული სამიჯნურო საქმითა და ქორწილამდე ერთი დღით ადრე ჩანაცვლებული საპატარძლოთი – „გურულ დღიურებში“

„წიგნი, დიდწილად, არის ოთხმოცდაათიანების გურიაზე. ტრაგიკულ და მსუბუქ ამბებზე, სევდასა და სიხარულზე... ნამდვილი ამბებია. ხანდახან უფრო შორეულ წარსულსაც გადაწვდება ხოლმე, მაგრამ, ძირითადად, ჩემი ბავშვობის ემოციებს უტრიალებს. მე მგონი, საინტერესო გამოვიდა. ვნახოთ, მკითხველი შეაფასებს...“ – ეს გიორგი კეკელიძის სიტყვებია თავისი პირველი პროზაული ნაწარმოების – „გურული დღიურების“ შესახებ, რომელსაც მკითხველი, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში იხილავს. მანამდე კი უამრავი საინტერესო ისტორიისა თუ ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ მის „ფეისბუქის“ გვერდზე – „გურული დღიურები“.

 

– „გურული დღიურები“ მხოლოდ თქვენი წარმომავლობის გამო დაარქვით, თუ, სხვა მიზეზებიც გქონდათ?

– დიდწილად, ცხადია, ამანაც განაპირობა, რადგან, უკეთ ვიცნობ იქაურობას. თუმცა, ამ ჯერზე, როცა სოფელ-სოფელ დავდიოდი, გაცილებით მეტი აღმოვაჩინე, ვიდრე ვიცოდი. ბავშვობისა და შემდგომი დაკვირვებები განსხვავებულია – პირველ შემთხვევაში, შეგრძნებები ჭარბობს, შემდეგ უკვე –  დაკვირვება. ეს წიგნიც ამის სინთეზია.

– თქვენს სამომავლო გეგემებში კინემატოგრაფია შედის. წიგნზე მუშაობისას საინტერესო ვიდეოჩანაწერები გააკეთეთ და, შეიძლება, ეს პირველ ნაბიჯებად ჩავთვალოთ? რაიმე იდეები ხომ არ წამოვიდა? – ფილმის გადაღება მაქვს მხედველობაში.

– კინო და ფოლკლორი – ეს არის ის, რის შესწავლასაც ვაპირებ. „გურული დღიურების” ჩანაწერები უფრო სამოყვარულო მცდელობებს გულისხმობს, აქ გურულების ნათქვამი იყო მნიშვნელოვანი და არა ჩემ მიერ რამე ტექნიკური ნიუანსებით შელამაზება.

– წიგნი როდის გამოვა?

– დიდი ალბათობით, უნდა გამოვიდეს ნოემბრის პირველ ნახევარში, გურული ჩაის სმის საუკეთესო დროს...

 გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას „გურული დღიურებიდან:“

*  ნორა თავაძე შესანიშნავი ადამიანია. ურთულესი ცხოვრება გამოიარა და დღეს შესანიშნავი ოჯახი აქვს. მისი ისტორია გამორჩეულია იმით, რომ, ერთი შეხედვით სასაცილო ამბავი, ძალიან ზუსტად და მძაფრად გამოხატავს იმ ტრაგიკულ სიძნელეებს, რაც გურიაში მცხოვრებ უამრავ ადამიანს გადაუტანია. ღიმილისმომგვრელად კი ეს ამბავი დისტანციიდან ჩანს: ნორას ერთი კაცი შეჰყვარებია, როგორც თვითონ ამბობს, „კაი შეხედული” (ანუ – სიმპათიური), თუმცა, ღარიბი. ოჯახი იყო უარზე, მაგრამ, „გაიპარა“. ისე მოხდა, რომ, ქორწინებიდან მესამე დღეს მეზობლები მოადგნენ მის ქმარს და უთხრეს, ჩვენი ნათხოვარი ლოგინები დაგვიბრუნეო. რადგან არც ნორა ელაპარაკებოდა მშობლებს მისი ნაბიჯის გამო, დარჩნენ ტომრებზე და უამრავი შრომა მოუწიათ სიღარიბის დასაძლევად. 

* გენო სალუქვაძის ამბავი სრულიად გამორჩეულია. ის და მისი მეუღლე 40 წელია, ერთად ბედნიერად ცხოვრობენ, მაგრამ, მათი ისტორია ცოტა უცნაურად დაიწყო: გენოს და ერთ ქალს ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ, სწორედ მაშინ, როცა ქორწილი დაინიშნა და სუფრაც გაწყობილი იყო, წინა დღით საცოლემ უთხრა – შენ რომ გგონივარ, ის არა ვარ, გენოო; ამანაც, რა გაეწყობაო და – დარჩა უზარმაზარი სუფრა საფრთხის ქვეშ. ამუშავდა სასიძოს ბიძაშვილი და მოძებნა ახალი სარძლო, იმ დღესვე. უთხრეს, ჯარში მიჰყავთ გენოო, კაი ბიჭია და ეგებ გადავარჩინოთო. ასე შეიცვალა ერთი დედოფალი მეორით ერთ დღეში.

* თალიკო ჯიბლაძე, ალბათ, უცნაური შეუღლებების ქრესტომათიაში შევა: 40 წლის იყო, რომ გათხოვდა – მანამდე „მეწუნიე“ იყო. მოულოდნელად, მოვიდა ერთი ქალბატონი, ისეთი ძლიერი ნებით, რომ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ამ ქალბატონმა თავისი ვაჟი შესთავაზა და იქორწინეს. თალიკომ თვეების შემდეგ აღმოაჩინა, რომ, გამრიგებელი, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა, მისი დედამთილი კი არა, ქმირს ყოფილი სიდედრი იყო. თურმე, როცა შვილი გარდაეცვალა, სიძესთან ერთად ცხოვრობდა და მერე გადაწყვიტა, მისთვის ცოლი შეერთო. მოგვიანებით თალიკომ ნამდვილი დედამთილიც გაიცნო და ასე ჰყავდა „სამი დედა“.

* პირველი გოგო, რომელიც შემიყვარდა, ბებიაჩემის, ნათელას მოსწავლე იყო, სახელად თეონა, გვარი არ მახსოვს. უჩვეულო ამაში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა უხერხულობა: მე 5 წლის ვიყავი, ის – მერვეკლასელი. ცხადია, თეონას ბებიაჩემმა უთხრა „ესე საქმე დამალული“; იმ თეონამ კი, რატომ მოიგონა, არ ვიცი, ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ, რომელსაც ბებიაჩემის ამბავში ვესწრებოდი (სახლში ჩემი დამტოვებელი არ ჰყავდა), მითხრა, მე „შავი ბიჭები“ მომწონსო. ვიფიქრე, რომ შავში დაუბანლობას გულისხმობდა და მთელი კვირა ვაპროტესტებდი დაბანას. ბოლოს, ამდენის მოთმენა შეუძლებელი იყო, ლამის გამთოკეს და ისე დამბანეს. ჰოდა, ამ ძალად განბანის მერე ხმამაღლა ვყვიროდი: როგორც გამასუფთავეთ, ისე გამაშავეთ, თორემ, წყალში გადავხტები-მეთქი. მერე ბუხრიდან გამოიღეს ნახშირი და წამისვეს. ეს ბებიაჩემის ერთ-ერთი საყვარელი მოსაყოლი ამბავი გახლდათ და, ამასთან, ჩემი პირველი ტრაგიკული სამიჯნურო საქმე.

* გელამ, ჩემმა მამიდაშვილმა, რომელიც ახლა მამა დავითია, ანუ მღვდელი, ერთი სახალისო ამბავი მომიყვა – პატიოსანი, სიტყვასანდობი კაცის, ადგილობრივი მოძღვრის მონათხრობი. გურიის სოფელში, რომლის სახელსაც, ჩვენი ძველი მწერლებისა არ იყოს, ახლა არ დავასახელებ, ერთი ცნობილი ათეისტი კაცი კვდებოდა. „მიყობოდა მიქელას“. ვერც მის სახელს გეტყვით, თუმცა, იქაურები და მიდამო მცხოვრებნი ადვილად მიხვდებიან ამა საქმეს დაფარულსა და მის გმირებს. მოკლედ, კვდებოდა ეს კაცი და არ აღიარებდა ღმერთის არსებობას არაფრით. რა არ იღონეს მისმა მორწმუნე შვილებმა, რაღას არ დაჰპირდნენ სააქაოს და საიქიოსთვის, მაგრამ, ამაოდ. ერთ დღეს კი, მოულოდნელად, ბრძანა: ღვდელი მეიყვანეთ, ახსარება უნდა უთხრაო. მოიყვანეს გახარებულებმა. შევიდა და მალევე გამოვიდა ავადმყოფიდან. ღიმილს ვერ იკავებდა: „მითხრა, რომ მოვკდვები, ტაძრის შესასვლელში დამმარხეთ, ქალებს შევუჭვრიტინებო“.

* დატირება სამწუხარო რამეა, მაგრამ, ხშირად იღებს პერფორმანსის სახესაც – ეს არახალი ამბავია. რამდენჯერმე ვახლდი ახლობლებს შორეულ სატირალში და ვაკვირდებოდი, როგორი ოსტატობით იღებდნენ სახელოში ჩაჩრილ ცხვირსახოცებს და სრულიად მოულოდნელ ცრემლებს იწმენდნენ შემაშინებელი მოთქმით, მანამდე თუნდაც „სგუშონებზე“ და „გავიადინაზე“ რომ ესაუბრათ... ან, გარდაცვლილზე, ოღონდ, შენიშვნის ფორმით: „აპა, რა იქნებოდა, რაც მაგი თუთუნს სვამდა“ და ასე შემდეგ. ერთხელ, ჩემმა ნათესავმა, როცა სამიზნე ადგილს მიუახლოვდა (დისტანცია, საშუალოდ ჭიშკრიდან 15-20 მეტრამდე მერყეობს) ინსტინქტურად წამოიკივლა მანამდელი საუბრის გაგრძელება: „მარაზილკა არ უვარგა მაგ მაცივაარს, კარაქს სუნი აქ ორ დღეშიი!“ – ანუ, მანძილი კი სწორად იგრძნო, მაგრამ, დაწყებული საუბარი ინერციით „გააკივილა“ და უცებ გადააბა: „ვაი, უბედურო რამინიააა, რა დღეი მეგეწიაააა!“

 

скачать dle 11.3