რა მოხდა ამ დღეს
20 ოქტომბერი
1818 – ინგლისმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადგინეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის საზღვრები 49-ე პარალელზე.
1947 – ჰოლივუდში დაიწყო კომუნისტ მსახიობთა დევნა.
1968 – ჟაკლინ კენედისა და არისტოტელე ონასისის ქორწილი.
1970 – საბჭოთა კავშირში ჩატარდა „სპორტლოტოს“ პირველი გათამაშება.
21 ოქტომბერი
1520 – ფერნან მაგელანმა სამხრეთ ამერიკასა და კუნძულ ცეცხლოვან სრუტეს შორის აღმოაჩინა სრუტე, რომელსაც მისი სახელი – „მაგელანის სრუტე” ეწოდა.
1879 – თომას ალვა ედისონმა პირველად გამოსცადა თავისი გამოგონება – ელექტრონათურა.
22 ოქტომბერი
1797 – ფრანგი ჟაკ გარნერენი მსოფლიოში პირველად გადმოხტა პარაშუტით (საჰაერო ბურთიდან).
1842 – სანკტ-პეტერბურგში გაიხსნა გუსტავ ფაბერჟეს პირველი საიუველირო სალონი.
23 ოქტომბერი
1917 – ბოლშევიკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 25 ოქტომბერს მოეწყოთ გადატრიალება.
1956 – უნგრეთში დაიწყო ანტისაბჭოთა გამოსვლები.
24 ოქტომბერი
1857 – ინგლისში, შეფილდში, დაარსდა მსოფლიოში პირველი საფეხბურთო კლუბი.
1929 – „შავმა ოთხშაბათმა“ დასაბამი დაუდო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს.
1939 – პირველად გამოვიდა გასაყიდად ნეილონის წინდები (კოლგოტები).
25 ოქტომბერი
1513 – ამ დღეს ესპანელმა კონკისტადორმა ვასკო ნუნიეს ი-ბალბოამ ევროპელთაგან პირველმა ნახა წყნარი ოკეანე.
1555 – აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა დროებით შეაჩერა ომები კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის.
1883 – გიორგი პლეხანოვმა ჟენევაში შექმნა პირველი რუსული მარქსისტული ორგანიზაცია.
26 ოქტომბერი
1581 – ერმაკ ტიმოფეევიჩმა თავისი რაზმით დაიწყო ციმბირის დაპყრობა.
1863 – ჟენევაში დაარსდა საერთაშორისო „წითელი ჯვრის” ორგანიზაცია.
1863 – ლონდონში დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა ფეხბურთის თამაშის თანამედროვე წესები.