კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემები ექმნებათ აღმართზე „ავტომატიკა” ავტომობილებს

პროფესიონალ მრბოლელ მევლუდ მელაძესთან ერთად, დღეს იმ უცნაურობებზე ვსაუბრობთ, რომელსაც ხშირად „ავტომობილის გაჯიუტებას” ვუწოდებთ, „ჯიუტობის” მიზეზი კი ვერაფრით აგვიხსნია. 

– ხშირად, ავტომობილის მართვისას, მით უმეტეს, თუ ის მართვის ავტომატური კოლოფით არის აღჭურვილი, ვაწყდებით უჩვეულო პრობლემებს, მაგალითად: შეიძლება, ავუყვეთ ქვაფენილიან აღმართს, ვთქვათ, მთაწმინდის ერთ-ერთ ქუჩაზე, ძალიან დაბალი სიჩქარით და, ერთ-ერთ მოსახვევში ავტომობილმა თვითონ გადაწყვიტოს, რომ სვლას ვეღარ გააგრძელებს და გაჩერდეს. ამ შემთხვევაში, შეიძლება, გაზის სატერფულს ფეხი ბოლომდეც კი დავაჭიროთ, მაგრამ, ავტომობილი არც ბრუნს გაზრდის, არც საბურავები დაბუქსავდება და მანქანა კვლავ ძვრას არ იზამს. მეორე მაგალითსაც მოვიყვან: სულ პატარა, ტალახიან ან სილიან აღმართზე, თითქმის ნულოვან სიტუაციაში, სრულიად მოულოდნელად, შეიძლება, ავტომობილი დაბუქსავდეს და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლოთ. რაშია საქმე? სხვადასხვა ტიპის ავტომობილს სხვადასხვა მწარმოებელი განსხვავებულ სისტემას უმონტაჟებს. პირველ შემთხვევაში, ეს არის დამცავი სისტემა, რომელმაც მიიღო სიგნალი, რომ ავტომობილი მოყინულ გზაზე დაცურების წინაშე დგას და, უკან ჩამოსრიალება რომ არ დაიწყოს, რაც ბოლომდე დაბლოკილი მუხრუჭების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, ის წინასწარ ბლოკავს სამუხრუჭე სისტემას და კომპიუტერი არ აძლევს ძრავას უფლებას, ზედმეტი ბრუნი განავითაროს. გამოცდილი მძღოლი თვითონ უკეთ გადაწყვეტს, რა დროს მოუმატოს ან დაუკლოს ბრუნს; რა დროს დაამუხრუჭოს თუნდაც მოყინულზე, მაგრამ, მწარმოებელი აქცენტს ფართო მომხმარებელზე აკეთებს, რომელიც შეიძლება, ცხოვრების განმავლობაში სულ ერთხელ აღმოჩნდეს მოცურების საფრთხის წინაშე.

– ამ დროს, შეიძლება, არც მოყინული იყოს აღმართი და არც სველი, პირიქით, ძალიან ცხელოდეს კიდეც?

– შესაძლებელია. უფრო ზუსტად რომ წარმოიდგინოთ, აგიხსნით, რა ხდება ამ დროს ტექნიკურად: როდესაც ძალიან ნელა მიდიხართ, კომპიუტერი იწყებს მუშაობას ჩასაფრების რეჟიმში. ამ დროს, მოუხვევთ თუ არა ნებისმიერი მიმართულებით, ერთ-ერთი წამყვანი საბურავი უფრო მეტ ბრუნს აკეთებს, ვიდრე მეორე. კომპიუტერი კი იღებს სიგნალს, რომ ავტომობილი „დაბუქსავდა“ და, შესაძლოა, დაცურდეს. შესაბამისად, ის იწყებს რეაგირებას: თიშავს აჩქარებას და მოქმედებაში მოჰყავს მუხრუჭები.

– ვთქვათ, გავჩერდით. რა ვქნათ, როგორ მოვახერხოთ გზის გაგრძელება?

– ავტომობილი მხოლოდ მაშინ მოგცემთ მოძრაობის გაგრძელების უფლებას, როცა გაზის პედალს აუშვებთ ფეხს, დაადგამთ მუხრუჭს და შემდეგ ისევ აუშვებთ. ამ შემთხვევაში, კარგი იქნება ავტომობილის უკან დახევა და იმ კონკრეტული მონაკვეთის ხელახლა და ოდნავ მაღალი სიჩქარით გავლა, თუ ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.

– შეიძლება, რომ მეორედაც იგივე მოხდეს?

– რა თქმა უნდა და, შესაძლოა, ეს მონაკვეთი იმ კონკრეტული ავტომობილით, როგორ სასაცილოდაც უნდა მოგეჩვენოთ, ვერც კი დაძლიოთ. ამიტომ, თანამედროვე ავტომობილებს მსგავსი – დამატებითი, დამხმარე სერვისების გამოსართველი სპეციალური ღილაკები აქვს. მაგრამ, როგორც კი ავტომობილს გამორთავთ და თავიდან დაქოქავთ, ეს „სერვისი” ისევ მოქმედებაში მოდის. ყველა ავტომობილს სხვადასხვა ადგილას აქვს გამომრთველი ღილაკი. ამის გასაგებად გადაათვალიერეთ თქვენი ავტომობილის სერვისის წიგნაკი, მოძებნეთ ინტერნეტში ან იკითხეთ სერვისცენტრში. რაც შეეხება მეორე მაგალითს – გზის ტალახიან ან სილიან ზედაპირს, შეიძლება, აღმართი სულაც არც იყოს, მაგრამ, ავტომობილი მაინც „დაბუქსავდეს“ და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლოთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ავტომობილს სპორტული ტიპის სავალი სისტემა აქვს, უკანა წამყვანი თვლებითაა აღჭურვილი და არ გააჩნია წამყვანი თვლების ბლოკირება. მსგავსი „უცნაურობა” ერთნაირად ემართება ავტომობილს, იმის მიუხედავად, მართვის ავტომატური კოლოფი აქვს მას თუ მექანიკური.

– რა ხდება ამ დროს?

– ამ დროს დაკიდების სისტემა ცდილობს, ავტომობილი ერთ სიბრტყეში შეინარჩუნოს, ნებისმიერ სიტუაციაში მოახერხოს მკვეთრი და მაღალსიჩქარიანი მონაკვეთის გავლა. ავტომობილი ვერ ხვდება, რომ თქვენ არც ჩქარა მიდიხართ და არც მკვეთრ მოსახვევს გადიხართ, უბრალოდ, გზის ზედაპირი ტალახიანი, ან სილიანი ოდნავ უსწორმასწოროა. ამ დროს წამყვანი თვლების ერთი საბურავი ოდნავ შემაღლებულზე დგას, ხოლო მეორე კი მის გასწვრივ, თითქმის ჰაერშია. შესაბამისად, ის იწყებს „ბუქსაობას“ და ვერ ახერხებს ავტომობილის გადაადგილებას. პირველი მაგალითი ელექტრონულ მოწყობილობებს ეხება, მეორე – მექანიკურს. სწორედ ამიტომ, არსებობს სხვადასხვა ტიპის ავტომობილები, რომლებიც იმის მიხედვით უნდა შევიძინოთ, თუ რა პირობებში გვიწევს მისი მოხმარება.

 

 

скачать dle 11.3