კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ბაბუამ შვილიშვილს დაუტოვა სახლი სოფელში, ის გარდაიცვალა, სახლში არავინ ცხოვრობს. გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვთ თუ არა გარდაცვლილის შვილებს უფლება მოითხოვონ წილი მშობლის დანატოვარი  სახლიდან?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ზოგადად, შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები, კანონით, მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. შესაბამისად, თუ ბაბუას არ დაუტოვებია ანდერძი შვილიშვილის მიმართ, მაშინ უპირველესად, ქონებას მიიღებენ მამკვიდრებლის, შვილები, ხოლო შვილიშვილი ქონებას მიიღებს იმ ოდენობით, რასაც მიიღებდა მისი მშობელი ცოცხალი რომ ყოფილიყო. 

კითხვა: ბებიაჩემმა თავისი ქონება გააჩუქა, როცა მეც ვითვლები მის მემკვიდრედ, მამის გარდაცვალების გამო. დედამ დაიწყო გამოძიება, კანონიერი იყო თუ არა ჩუქება. აღმოჩნდა, რომ არც ერთი დოკუმენტი, რომელიც საჯარო რეესტრის არქივიდან მივიღეთ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ეს ისევ საჯარო რეესტრმა დაადასტურა შეკითხვებზე პასუხებით. ასევე, ჩუქების ხელშეკრულებაში არც ერთი მონაცემი სიმართლეს არ შეესაბამება, რაზეც საჯარო რეესტრი წერს, რომ ასეთი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის არქივში არ მოიპოვება. გთხოვთ, მიპასუხოთ, ჩუქების ხელშეკრულებაში რამდენი შეცდომა შეიძლება, ჩაითვალოს დასაშვებად და რა სახის?

პასუხი: კითხვა ბუნდოვანია, თუმცა გაცნობებთ, რომ მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. თუ ეს პირობები დაცულია, შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილია. რაც შეეხება ბებიათქვენის მიერ ქონების გაჩუქებას. პირს აქვს უფლება მის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, გააჩუქოს. მხოლოდ პირს უფლება არ აქვს, გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

скачать dle 11.3