კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჯანიკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანიკა.

ჯანიკაშვილები, როგორც გოსტაშაბიშვილების ყმები, 1661 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში არიან მოხსენიებულნი.

საქართველოში 396 ჯანიკაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 162, თბილისში – 117, რუსთავში – 48. არიან სხვაგანაც.

ქავთარაშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქავთარა. ქავთარ სპარსული სიტყვაა და მტრედს ნიშნავს.

ამავე ძირისაა გვარი ქავთარაძე.

ქავთარაშვილების ერთი შტო ბარათაშვილებიდან მომდინარეობს.

1721 წლის აღწერით, მარიამ ქავთარაშვილს ნაქურდევში ჰყოლია ყმა.

საქართველოში 600 ქავთარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 478, ყაზბეგში – 50, თბილისში – 32. არიან სხვაგანაც.

60 – ქავთარიშვილი.

ტუხაშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტუხა, ტუხია.

1636 წელს მოიხსენიება პაპუნა ტუხაშვილი.

1676 წლის ყმის ნასყიდობის წიგნში, რომელიც დურმიშხან ფილავან-ხოსროშვილს პაპუნა გოსტაშაბიშვილისთვის მიუცია, მოხსენიებულია სიყმია ტუხაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ტუხაშვილი, ტუხიშვილი, ტუხიაშვილი.

საქართველოში 1 095 ტუხაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 405, თბილისში – 260, დედოფლის წყაროში – 116.  არიან სხვაგანაც.

123 – ტუხიაშვილი.

44 – ტუხიშვილი.

მორთულაძე – მორთულაძეშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მორთულა.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ საქართველოდან გადმოსული მორთულაძეები გვარად მორთულაძეშვილები გახდნენ.

1823 წელს ვაშლოვანში მოიხსენიება აზნაური მორთულაძეშვილი ოჯახითურთ.

საქართველოში 395 მორთულაძე ცხოვრობს: ბათუმში – 71, ქედაში – 52, ქობულეთში – 13. არიან სხვაგანაც.

თათრიშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თათრა, თათარა.

თათარა მომდინარეობს სხვა ტომის, თათრის სახელწოდებიდან.

ამგვარად ნაწარმოები გვარებია: არაბიძე, ოსაძე, ჩერქეზია.

გადმოცემის მიხედვით, თათარაშვილების ადრინდელი გვარი ქავთარაძე იყო. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაცებიათ. დიდი ხნის შემდეგ მას ტყვეობიდან დაუღწევია თავი და მცხეთაში დასახლებულა. ამის გამო მის შთამომავლებს გვარად თათრიშვილი, მოგვიანებით კი თათარაშვილი მიუღიათ. ისინი სოფელ დიდ დაღეთში ცხოვრობდნენ.

კუმისიდან დიდ ენაგეთში საცხოვრებლად გადასულა მიხეილ ჯაშიაშვილის სიძე, პაშა თათარაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: თათარაძე, თათარაიძე.

საქართველოში 858 თათრიშვილი ცხოვრობს.

1 537 – თათარაშვილი.

200 – თათარიშვილი.

ზედელაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ზედელა.

1721 წელს ენაგეთში მოიხსენიება ოთარა გერმანოზიშვილის ყმა, გიორგი ზედელაშვილი.

საქართველოში 876 ზედელაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 278, თბილისში – 190, რუსთავში – 106. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3