სიმართლეა თუ არა, რომ...
1) შოკოლადი მავნებელი საკვები პროდუქტია და ხელს უწყობს გასუქებას?
ის დიეტოლოგები, რომლებიც სულ რაღაც 10 წლის წინ ამას ამტკიცებდნენ, დღეს ქებას ასხამენ კაკაოს შემადგენლობაში არსებულ ანტიოქსიდანტებს და შოკოლადს თანამედროვეობის ყველაზე სასარგებლო პროდუქტების ათეულში ასახელებენ.
2) ასაის ნაყოფი ხელს უწყობს გახდომას?
ეს საოცარი კენკრა იდეალურ გასახდომ საშუალებად გამოაცხადეს, მაგრამ, როგორც მსოფლიოს ცნობილი დიეტოლოგები აცხადებენ, ეს განცხადება ნაჩქარევი აღმოჩნდა. როგორც დადგინდა, ასაი მართლაც სასარგებლო პროდუქტია: ის შეიცავს 20-ჯერ მეტ რესვერატროლს, ვიდრე ყურძენი და 50-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტებს, ვიდრე მანგო. მაგრამ, მის მდიდარ და მრავალფეროვან შემადგენლობაში არ შედის მადის დამკარგავი ან ცხიმების დამწველი ენზიმები. წვენების დიეტისთვის კი ასაი აბსოლუტურად შეუფერებელია – მთელ მის სასარგებლო თვისებებს რბილობი შეიცავს.
3) უცხიმო პროდუქტები გახდომაში გვეხმარებიან?
მაგრამ, ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის. ცხიმები საჭიროა ტვინისა და გულის ნორმალური მუშაობისთვის, ვიტამინის ათვისებისა და კანის გაახალგაზრდავებისთვის; ის (ცხიმი) ზღუდავს შიმშილის ჰორმონის – გრელინის მოქმედებას და ასტიმულირებს პეპტიდების სინთეზს, რომლებიც იწვევს დანაყრების შეგრძნებას. რაც შეეხება უცხიმო პროდუქტებს, მათი ჭამისას ძნელად თუ ვგრძნობთ დანაყრებას, რის გამოც ზედმეტი რაოდენობით მივირთმევთ და, შედეგად, ვიღებთ 25-45 პროცენტით მეტ კალორიას.
4) დანაწევრებული კვება ზრდის მეტაბოლიზმს?
ასეთი დიეტის ხანგრძლივად დაცვა არცთუ უსაფრთხოა.
„ვერ იხსენებთ, უკანასკნელად როდის იგრძენით შიმშილი? ეს საგანგაშო ნიშანია!“ – გვაფრთხილებენ მეცნიერები. ასეთი დიეტის დროს ხდება შიმშილის შეგრძნების გათიშვა, რასაც გადაძღომისკენ მივყავართ. ეს კი იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი ჩვეულებრივ კვებას საჭიროებს.
5) აუცილებელია დღეში 8 ჩაის ჭიქა წყლის დალევა?
ამ ციფრს დღეს ბევრი ნუტრიციოლოგი ეჭვქვეშ აყენებს. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ამ მოსაზრებას ზურგს არ უმაგრებს კლინიკური კვლევები. გარდა ამისა, როგორც დიეტოლოგთა ნაწილი ამტკიცებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა თავის დროზე ისე იჩქარეს ამ ინფორმაციის გავრცელება, რომ ყურადღება არ მიუქცევიათ მეცნიერთა ახსნისთვის: ამ რაოდენობის (2 ლიტრი) სითხე უნდა მივიღოთ საკვებთან ერთად, ანუ, ამ 2 ლიტრში უნდა შევიდეს: წვნიანი, ჩაი, ყავა, ხილისა და სხვა პროდუქტებში შემავალი წყალი.
6) იმისთვის, რომ გავხდეთ, საკმარისია, ვიკვებოთ სწორად?
„არა!“ – აცხადებენ დღეს მეცნიერები. დიეტა ეფექტურია მხოლოდ ხანმოკლე პერსპექტივაში, მაგრამ, იმისთვის, რომ არ მივიღოთ ბუმერანგის ეფექტი, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვები. მეცნიერთა კვლევის თანახმად, ის ადამიანები, ვინც წლის განმავლობაში იღებენ 230 კილოკალორიით ნაკლებს, ვიდრე წინათ, მაგრამ, არ არიან დაკავებულები სპორტით, წონას კარგავენ მხოლოდ კუნთოვანი მასის ხარჯზე, ღონისა და ამტანობის ხარჯზე; ხოლო, ისინი, ვინც აქტიურად ვარჯიშობენ, რაციონის შემცირების გარეშეც კი, იმდენივეს იკლებენ წონაში, ოღონდ, მხოლოდ ცხიმების ხარჯზე და კუნთების დაზიანების გარეშე.
7) ძუნძულით სირბილი სასარგებლოა სხეულისთვის?
დღეს, როცა დადგინდა, რომ სირბილი სულაც არ ყოფილა სასარგებლო სახსრებისთვის (ტერფზე დატვირთვა 3-5-ჯერ აღემატება სხეულის მასას) და, სინამდვილეში, ავარჯიშებს მხოლოდ ფეხის კუნთებს (ისე, რომ არ ხდება სხეულის კორექტირება), სირბილი ჩაანაცვლა ბანალურმა სიარულმა: „მაგრამ, შედეგისთვის მნიშვნელოვანია დატვირთვის არა იმდენად ინტენსიურობა, რამდენადაც მისი ხანგრძლივობა“, – ამტკიცებენ მეცნიერები დალასის შტატიდან. აღმოჩნდა, რომ მორბენალიც და ფეხით მოსიარულეც, კარგავენ ერთი და იმავე რაოდენობის კალორიას, მიუხედავად მათი მოძრაობის განსხვავებული ტემპებისა.