კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

იქ, სადაც

ჩვენი გულია...

 

სახლი მუდმივობის, დაცულობის სიმბოლოა.  ადამიანებს მის მიმართ განსაკუთრებული და ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვთ... ბერნარდ შოუ ამბობდა, სახლი ის ადგილია, სადაც გელიანო. თუმცა, იქვე დასძენდა: ის ციხეა მამაკაცებისთვის და სამუშაო დაწესებულება – ქალებისთვისო... ასეა თუ ისე, სახლის გარეშე ჩვენი ყოფა წარმოუდგენელია, თუმცა, არსებობენ ძალიან რომანტიკული მამაკაცები, რომლებსაც ურჩევნიათ, იდარდონ სახლზე, ჰქონდეთ ნოსტალგიური განცდა, ვიდრე იქ ყოველი დღე გაატარონ. ცოტა უცნაური დამოკიდებულებაა, ხომ მართალია?! მაგრამ, ახსნა ამასაც აქვს: მათი ბუნება ისეა მოწყობილი, რომ, უნდათ, მუდმივად ვიღაც ან რაღაც ენატრებოდეთ. არადა, ერთი შეხედვით, ძალიან „შინაურები“ ჩანან, მეოჯახეები და სტაბილურები, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საცხოვრებლის გამოცვლა მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტნიორსაც აუცილებლად შეიცვლის; პირიქით, თქვენ უნდა შეძლოთ და იქცეთ იმ „გულად“, რომელთანაც ის მჭიდროდ იქნება დაკავშირებული.

ამ ტიპის მამაკაცი ვერ იტანს სიტყვებს „უნდა“, „მოგიწევს“, „მოვალე ხარ“, „აუცილებლად“... მათ ძალიან აშინებთ და აშფოთებთ ვალდებულებები. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს გააკეთებს, თუ ამ სიტყვებს საერთოდ ამოიღებთ თქვენი ლექსიკონიდან, თორემ, როცა ასე ელაპარაკებით, ფიქრობს, რომ მის მიმართ უსამართლოდ მკაცრი, კატეგორიული ხართ და ღიზიანდება, რაც, ბუნებრივია, ურთიერთობაზეც უარყოფითად აისახება. ასეთ მამაკაცს უნდა მოექცეთ უბრალოდ და მარტივად, არც პრობლემები დაანახვოთ და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება – ის ყოველთვის დაბრუნდება თავის „გულთან“.   

 

„გააკეთე” ქმარი...

 

ბევრი ქალი ფიქრობს, რომ შეუძლია, ქმარი აღზარდოს და გადააკეთოს. მიაჩნიათ, რომ ეს არც ისე რთულია. პრინციპში, ცდად ღირს, მაგრამ რისკს შეიცავს. მით უმეტეს, როცა არ იცი, ეს როგორ გააკეთო.

ქალს მართლაც შესწევს უნარი, ხელი შეუწყოს მეუღლეს კარიერულ წინსვლაში. პოზიტიური გავლენა მოახდინოს მის სტილსა და იმიჯზე, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა გასათვალისწინებელი – როგორი „მასალა“ შეგხვდება. გახსოვთ პინოქიოზე ზღაპარი? დიახ, პაპა ჯუზეპეს ნამდვილად ჰქონდა „ოქროს ხელები“, მაგრამ მოლაპარაკე ბიჭუნას ჩვეულებრივი ხისგან ნამდვილად ვერ გამოთლიდა, ჯადოსნური ხის ნაპობი რომ არ შეხვედროდა.

ასე რომ, როცა ქალი იწყებს იმაზე ლაპარაკს, როგორ გადააკეთა და შექმნა ქმარი, უნდა ახსოვდეს ისიც, რომ მამაკაციც შესაფერისი აღმოჩნდა.

ნუ დაიჯერებთ საკუთარ ყოვლისშემძლეობას და ნუ დააყვედრებთ  მეუღლეს მის გვერდით თქვენს ყოფნას. ვერაფერსაც ვერ „გააკეთებდით“ მისი ნება და მზაობაც რომ არ ყოფილიყო. თქვენ შეგიძლიათ ურჩიოთ ქმარს, დაეხმაროთ და პატარა კორექციები შეიტანოთ. ასევე, გაამხნევოთ და მხარში დაუდგეთ. დიახ, ნამდვილად შეძლებთ იმას, რომ საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგოთ. კაცებს ეს ძალიან სჭირდებათ და თუ ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენი მეორე ნახევარი უკეთესობისკენ შეიცვლება, ეს ნიშნავს, რომ გამოგივიდათ. თქვენ ეს გააკეთეთ!

 

ყველაზე

ძვირფასისთვის

 

სიყვარულისთვის ადამიანები უკეთესობისკენ იცვლებიან. ზოგჯერ უარესობისკენაც, მაგრამ მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. არ იფიქროთ, რომ თანამედროვეობამ რამე მკვეთრად შეცვალა. ქალბატონები ხშირად წუწუნებენ იმაზე, რომ დღეს მამაკაცები აღარ არიან რაინდები; რომ მათ აღარ შეუძლიათ ქალისთვის თავგანწირვა ან საკუთარ „მეზე“ უარის თქმა; თითქოს დიდად არც სიყვარული აინტერესებთ. არადა, ასე არ არის. სწორედ დღეს, თანამედროვე მამაკაცს ძალიან სჭირდება სითბოც, სიყვარულიც და გვერდით მზრუნველი ქალიც...

ყოველ შემთხვევაში, 92 პროცენტი მაინც ძლიერი სქესის წარმომადგენლებისა, ცდილობს, ქალმა არ შეამჩნიოს ამ ყველაფრის სურვილი. ეს მათი კომპლექსია. გულის სიღრმეში კაცი მიელტვის სიყვარულს და მზად არის, მისი გულისთვის რაღაც გააკეთოს... თუნდაც პატარა მსხვერპლიც გაიღოს. დიახ, პატარა და არა დიდი... მით უმეტეს, რომ ქალს ცოტაც ჰყოფნის. სიყვარულით და სითბოთი გარემოცული ადამიანი საფრთხის ქვეშ არ დააყენებს ურთიერთობას განურჩევლად სქესისა.

ყველაზე ძვირფასისთვის შეიძლება, შენი პირადიც გადადო. რაღაცაზე უარი თქვა და რაღაცას შეეგუო. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ყველაზე, ყველაზე ძვირფასია...

 

ძლიერი და ბედნიერი

 

როცა ცხოვრებაში რაღაც არ გამოდის, ადამიანები სტრესიდან სხვადასხვანაირად გამოდიან. ზოგი მეგობრებთან წუწუნ-ჩივილით იოხებს გულს, ზოგი შოპინგზე მიდის, ფულს ხარჯავს და იმაღლეს სასიცოცხლო ტონუსს... არიან ისეთებიც, რომლებიც ფსიქოთერაპევტებთან მიდიან... ადამიანი სრულფასოვანი იბადება. მას არ სჭირდება დამატებითი „სპეცეფექტები“. სირთულეები არსებობს ყველგან და ყველაფერში... თუ თავს ჩააგონებ ისე, რომ საკუთარი სიძლიერე შეიგრძნო, იმასაც მიხვდები, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.

სიძლიერეს – საუბარია პიროვნულ სიძლიერეზე, მოაქვს ბედნიერება.

გწამს საკუთარი შესაძლებლობების? – მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვს.

შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ არსებობენ ძლიერები და უბედურები. მაგრამ ასე არ არის. ძლიერი, თუ ამ სიძლიერის არსი სწორად გესმის, უბედური ვერასდროს იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ მას ემოციების მართვა და კონტროლი შეუძლია. თქვენც შეგიძლიათ, იყოთ ძლიერი, შესაბამისად – ბედნიერიც. მოინდომეთ, სძლიეთ საკუთარ სისუსტეებს... ნუ მოაწამვლინებთ მათ ცხოვრების ნათელ დღეებს და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. იგრძნობთ, როგორ მოდის თქვენთან ბედნიერება.

скачать dle 11.3