კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი პროდუქტების მიღება გვიცავს სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან

რომელი პროდუქტების მიღება გვიცავს სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან

კვლევის შედეგად გამოიკვეთა იმ პროდუქტების სასარგებლო და აუცილებელი მნიშვნელობა, რომლებიც ადამიანმა რეგულარულად უნდა მიიღოს, რათა სხვადასხვა დაავადება აიცილოს თავიდან და ჯანმრთელობა და სიმხნევე დიდხანს შეინარჩუნოს.

ისპანახი დაბალკალორიული საკვებია. ის მდიდარია რკინითა და ბევრი სასარგებლო ნაერთით. ამაგრებს ნერვულ სისტემასა და სისხლძარღვებს, ხელს უშლის თვალის ბადურის დაშრევებას. 

ნიორი იცავს გულს, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სიმსუქნის წარმოქმნასა და განვითარებას. თუმცა, მისი ჭამა ეკრძალებათ მათ, ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებთ, რადგან ის აღიზიანებს ლორწოვან გარსს.

პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტური ლიკოპენითა და C ვიტამინით. ის ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების განვითარებას. კენჭოვანი დაავადებების მქონე ადამიანები პომიდვრის ჭამას უნდა მოერიდონ.

კომბოსტო და სატაცური მდიდარია ბეტა-კაროტინით, ვიტამინებითა და ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას.

მოცვი აუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს.

თხილი, ნუში, არაქისი და ნიგოზი შეიცავს ისეთ მჟავას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. გულისთვის ისინი უებარი საშუალებებია.

თევზი ომეგა 3-ის წყაროა,  რომელიც გულს მთელი რიგი დაავადებებისგან იცავს, ხელს უშლის რევმატოიდული ართრიტისა და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას.

მცენარეული ზეთი იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის კედლებს ათეროსკლეროზის გამომწვევი ქოლესტერინისგან.

მწვანე ჩაი მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ხსნის დაღლილობასა და სტრესს.

ლიმფური სისტემა ადამიანის შრომისუნარიანობასა და სექსუალურობაზე აგებს პასუხს

სისხლის მიმოქცევის სისტემას ორგანიზმის აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება აკისრია. არტერიების საშუალებით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ყველა ორგანოსა და ქსოვილს მიეწოდება, ვენების საშუალებით კი მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები გამოიდევნება. თუმცა, სისხლს ყველა არასასურველი ნივთიერება როდი გამოაქვს. შედარებით მავნე ნივთიერებების უვნებელყოფა და ორგანიზმის მათგან გათავისუფლება ლიმფური სისტემის წყალობით ხდება. სწორედ ამ სისტემაში იყრის თავს ყველა ტოქსინი, ვირუსი, მიკრობი, უჯრედთა დაშლის პროდუქტები და ასე შემდეგ.

ლიმფური სისტემის ფუნქციის შეფერხების გამო, ორგანიზმში უსიამოვნო ძვრები იწყება, კერძოდ, ფერხდება ნივთიერებათა ცვლა; მცირდება ენერგიის ხარჯვა; მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი თითქმის არ იკლებს წონაში. ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლა მხოლოდ ინტოქსიკაციითა და შეშუპებით როდი ვლინდება. ამ სისტემას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმუნიტეტის წინაშე – ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობები ლიმფურ კვანძებში გადაიტანება, სადაც მათი უვნებელყოფა ხდება. ამიტომ, ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლისას, უმნიშვნელო ოფიცირებაც კი დაავადების განვითარებით მთავრდება.

იმუნიტეტის გაძლიერება ლიმფური სისტემის მწყობრში მოყვანის გარეშე წარმოუდგენელია. თუ მისი ფუნქციის ნორმალიზებაზე იზრუნებთ, ხელოვნური იმუნოსტიმულატორების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. თქვენი გარეგნული ხიბლი, შრომისუნარიანობა, წონა, სექსუალურობა და გუნება-განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიედინება თქვენს ორგანიზმში ლიმფა.

ძარღვებში სისხლი წნევით გადაადგილდება. მის მოძრაობას გულის ტუმბოსებრი მუშაობა უზრუნველყოფს. ლიმფურ სისტემას, სისხლძარღვთა სისტემისგან განსხვავებით, ასეთი ტუმბო არ გააჩნია. ლიმფა ლიმფურ ძარღვებში ამ უკანასკნელთა კედლის სუსტი შეკუმშვისა და ადამიანის კუნთების ზოგადი აქტივობის წყალობით მოძრაობს. ასაკთან ერთად, კუნთების აქტივობა თანდათან მცირდება, ძარღვების ტონუსიც იკლებს და ლიმფას კაპილარებში გადაადგილება უფრო და უფრო უჭირს. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ სისხლის დაბალი წნევის გამო, უმცირესი ლიმფოკაპილარები იოლად იჭყლიტება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ვერ გრძნობს კუნთებში, ქსოვილებსა და მყესებში განვითარებულ მიკროსპაზმებს, რომლებიც ლიმფის მოძრაობას აუარესებს. ამ მიკროსპაზმის განვითარებას ხელს უწყობს ფსიქოემოციური დაძაბულობა.

იმისთვის, რომ ლიმფამ ორგანიზმში თავისუფლად იმოძრაოს, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ყოველდღიურად კონტრასტული შხაპის მიღება, რადგან ეს ყოველივე აკაჟებს ძარღვებს და აადვილებს შეკუმშვა-მოდუნებას ანუ რელაქსაციას. ყველაზე კარგი და სასარგებლო კი ცურვაა, რადგან ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთებს ტონუსს ჰმატებს, რაც ააქტიურებს ლიმფური სისტემის ფუნქციას, არ აძლევს წიდებს დაგროვების საშუალებას და ადამიანიც თავს გაცილებით მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს.

 

აიმაღლეთ იმუნიტეტი და იყავით ჯანმრთელი!

იმუნიტეტი ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობაა გარე და შიდა გამღიზიანებელთა მიმართ. როდესაც ადამიანი ადვილად ცივდება, ხშირად ავადმყოფობს სხვადასხვა ინფექციური დაავადებით, სწორედ მასზე ამბობენ,  სუსტი იმუნიტეტი აქვსო.

ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობის განსაზღვრა ადვილია ლაბორატორიული მეთოდებით. ეს ხდება სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევით.

იმუნურ პროცესებზე პასუხს აგებენ ლიმფოციტები და მონოციტები. ამ უჯრედების რაოდენობის საგრძნობი მატება, ანუ, როცა ლიმფოციტები დაახლოებით ორმოც პროცენტს აღემატება, მონოციტები კი ათ-თხუთმეტ პროცენტზე მეტია, იმუნური სისტემის გადაძაბვაზე – ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის პროცესზე მეტყველებს. მაგრამ, თუ ლიმფოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ეს იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელია.

ასევე, სისხლში არსებობს სპეციალური იმუნოკომპეტენტური ცილები, ანუ, იმუნოგლობულინები, რომელთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც  იმუნიტეტის მდგომარეობაზე მიუთითებს.

ადამიანი რომ მხნედ, ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდეს, აუცილებელია, მისი იმუნიტეტი გარკვეული პროცენტით აკმაყოფილებდეს საერთო ნორმებს.

 

გადახედეთ თქვენს რაციონს და მიხვდებით, რა აკლია თქვენს ორგანიზმს

თუ ხშირად ამბობთ უარს საუზმეზე, თქვენს ორგანიზმს აკლია კალციუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები – კეფირი, იოგურტი, რძიანი ფაფა და ასე შემდეგ. კალციუმი არეგულირებს წნევას და ამცირებს ოსტეოქონდროზის რისკს. თუ დილით არ შეგიძლიათ, ისაუზმოთ, მაშინ, რძის პროდუქტი დღისით მიირთვით, მაგალითად, სადილზე. თუ რძის პროდუქტს საერთოდ ვერ იტანთ, მიიღეთ კალციგლუკონატი ან ვიტამინების კომპლექსი კალციუმის მაღალი შემცველობით.

თუ დიეტური დანამატების, მადის დამაოკებელი აბებისა და გასახდომი კოქტეილების მომხმარებელი ხართ, გაკლიათ ფიტოელემენტები, რომლებსაც ბევრი ნატურალური პროდუქტი შეიცავს. ამ ნივთიერებებისთვის არ არსებობს რაიმე განსაზღვრული ნორმა. ისინი კიბოს გაჩენისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებენ. რაც შეიძლება ბევრი ჭამეთ სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ხილი. ანანასის შემადგენლობაში არსებული ბრომელაინი უჯრედებში ენერგეტიკულ პროცესებს ააქტიურებს, ყურძენს კი გულის მუშაობის სტიმულირება შეუძლია.

თუ ბევრს ეწევით, თქვენს ორგანიზმს აკლია ვიტამინი C. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ხშირად გაციებას, გადაღლას, ღრძილების დაავადებას, უძილობას. ხშირად სვით ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი, მიირთვით მჟავე კომბოსტო და ტკბილი წიწაკა. ზოგადად, C ვიტამინი თითქმის ყველა სახის ბოსტნეულსა და ხილშია.

თუ ვეგეტარიანელი ხართ, თქვენს ორგანიზმს აკლია რკინა და B ჯგუფის ვიტამინები. ორგანიზმი მცენარეული საკვებიდან რკინას ცუდად ითვისებს, რკინის ნაკლებობამ კი, შესაძლოა, გამოიწვიოს ანემია და საერთო სისუსტე. ხოლო B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობამ კი – ნერვული სისტემის მოშლა. მცენარეულ საკვებში შემავალი რკინა C ვიტამინთან ერთად უკეთ შეითვისება ორგანიზმის მიერ. B ჯგუფის ვიტამინების აღსადგენად კი რაციონში ჩართეთ მეტი პარკოსნები და მიიღეთ პოლივიტამინები.

 

საკვები შეარჩიეთ დაავადებების მიხედვით 

აუცილებელია, დიეტა დაავადებების მიხედვით შეარჩიოთ. მაგალითად:

 * რძის დიეტა ენიშნებათ მათ, ვისაც დაავადებული აქვთ გული, დარღვეული აქვთ სისხლის მიმოქცევა, ასევე, აწუხებთ სიმსუქნე ან, ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და ჰიპერტონიული დაავადებები. დიეტის ხანგრძლივობა 1 კვირაა და შეიცავს დღეში 1,5 ლიტრამდე რძესა და მაწონს, რომელიც 5-6-ჯერ უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში, თანაბარი რაოდენობით. შეგიძლიათ, დაუმატოთ ხაჭო. დიეტა შეიცავს 30-45 გრამ ცილას, 36-42 გრამ ცხიმსა და 50-70 გრამ ნახშირწყლებს, რაც მთლიანობაში 650-990 კილოკალორიას შეადგენს.

 * ხაჭოს დიეტა ენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, ქრონიკული ნეფრიტისა და შეშუპების დროს. ხანგრძლივობა 2 დღეა. საჭიროა დღეში 500 გრამი ხაჭო და 150 გრამი თაფლი. ხაჭო თანაბარი რაოდენობით მიიღეთ დღეში 5-ჯერ. დიეტა შეიცავს 75 გრამ ცილას, 76 გრამ ცხიმსა და 55 გრამ ნახშირწყლებს, რაც მთლიანობაში 620 კილოკალორიას შეადგენს.

 * ვაშლის დიეტა ინიშნება 1 ან 2 დღის განმავლობაში. დღეში 2 კილოგრამი ვაშლი თანაბრად გაინაწილეთ და მიიღეთ 6-ჯერ, დაახლოებით, 3 საათში ერთხელ. ეს დიეტა შეიცავს 3-4 გრამ ცილასა და 100 გრამ ნახშირწყლებს, რაც 420-670 კილოკალორიას შეადგენს. ასეთი დიეტა, ფაქტობრივად, განტვირთავს ორგანიზმს და გამოიყენება ჭარბი წონის, ჰიპერტონიული დაავადებების, ათეროსკლეროზის, ნეფრიტისა და სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევაში.

 * სტაფილოს დიეტა ენიშნებათ ავადმყოფებს მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, რევმატული პოლიართრიტის, ჭარბი წონის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებების დროს. დიეტა 2-დღიანია. საჭიროა 1,5 კილოგრამი სტაფილო და 50 გრამი შაქარი: გახეხეთ სტაფილო, შეურიეთ შაქარი და თითო მიღებაზე მიირთვით 200 გრამი. ეს დიეტა შეიცავს 12-15 გრამ ცილასა დას 130-170 გრამ ნახშირწყალს, რაც საშუალოდ იძლევა 700-800 კალორიას.

 * ჩაის დიეტა ინიშნება 1-2 დღით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 7-8 ჭიქა ჩაი. თითო ჭიქა შეიცავს 11-15 გრამ შაქარს. ენიშნებათ ავადმყოფებს მწვავე ენტეროკოლიტის, გასტრიტისა და სეკრეციული უკმარისობის დროს.

скачать dle 11.3