კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ჩემს შვილს (არის 4 წლის) პერიოდულად გამოეყოფა დიდი რაოდენობით ნერწყვი, რომელიც ტუჩის კუთხეებთან უგროვდება. რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?

პასუხი:  ბავშვებში მომატებული ნერწყვდენის უფრო გავრცელებული მიზეზი არის ყლაპვის ფუნქციის დარღვევა; ასევე, შესაძლო მიზეზებია: სტომატიტი, რძიანა, ჭიებით ინვაზია, კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგია, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა (როგორც დადებითი, ისე უარყოფითი). გირჩევთ, მიმართოთ პედიატრს, რომელიც ადგილზე გაერკვევა პრობლემაში და მოგცემთ რჩევებს.

კითხვა:  მაინტერესებს, თუ ცხოველმა ადამიანს თითები აულოკა, თუ კანის საფარველი დაზიანებული არ არის, რამდენიმე ხნის შემდეგ კი თითი პირში ჩაიდო, საშიშია?

პასუხი:  თუ ადამიანს არც კანის საფარველი ჰქონდა დაზიანებული და არც პირის ღრუში აქვს წყლულები და ღრმა კარიესული კბილები, მაშინ ცოფით ინფიცირების საშიშროება არ არის.

კითხვა:  მართალია თუ არა, რომ გარდნელა დისბაქტერიოზს იწვევს? რა კავშირშია გარდნელა დისბაქტერიოზთან?

პასუხი: საუბარია საშოს დისბაქტრიოზზე. გარდნელა პირობით პათოგენური ფლორაა (რაც იმას ნიშნავს, რომ, არცთუ იშვიათად გამოვლინდება ხოლმე ჯანმრთელ ორგანიზმშიც, მაგრამ პათოლოგიას არ იწვევს, ხოლო, გარკვეული პირობების შექმნისას აქტიურდება და შეუძლია დაავადებების გამოწვევა), რომელიც სწორედ საშოს დისბაქტერიოზის დროს აქტიურდება.

კითხვა: ერთი წელია, ბავშვს შევუწყვიტე ძუძუთი კვება, მაგრამ, რძისფერი სითხე თუ რძე ისევ მაქვს. რამე საშიში ხომ არ არის? რა შეიძლება, გავაკეთო?

პასუხი:  ლაქტაციის სრულად შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი აღარ უნდა იყოს, მიმართეთ მამოლოგს.

კითხვა:  ერთ თვეზე მეტია, მარცხენა ფერდქვეშ მაწუხებს მოვლითი ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. ტკივილი იმატებს საკვების მიღებისას (განსაკუთრებით მაშინ, თუ შევჭამე ტომატიანი და ცხიმიანი კერძი). ამ ბოლო დღეებში ტკივილმა იმატა და მას დაერთო ღებინების შეგრძნებაც. როგორ მოვიქცე? რითი შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?

პასუხი:  მუცლის ამა თუ იმ მიდამოში გამოვლენილი ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს იქ მდებარე ორგანოების პათოლოგიით, მაგრამ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტკივილს ახასიათებს გადაცემა. მაგალითად, მარჯვნივ მდებარე ორგანოს პათოლოგიის შედეგად აღმოცენებული ტკივილი შეიძლება მარცხენა მხარეს გამოვლინდეს ან ზურგში გადაეცეს და ასე შემდეგ. თქვენი ჩივილი პანკრეატიტის ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიის გამოვლინება შეიძლება იყოს. საჭიროებთ გასტროენტეროლოგის კონსულტაციასა და გამოკვლევების ჩატარებას.

კითხვა:  შეიძლება თუ არა ფიზიოლოგიური ხსნარის გარეგანი დანიშნულებით გამოყენება? როგორ და რას უხდება?

პასუხი:  ფიზიოლოგიური ხსნარი შეიძლება გამოიყენოთ ჭრილობების ნაკაწრების გადასარეცხად.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

скачать dle 11.3