ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი
* რობერტ დე ნირო (სრული სახელი Robert Mario De Niri Jr.) თავს იტალოამერიკელად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ბაბუა ჰყავდა იტალიელი.
* რობერტმა დაამთავრა ლი სტრასბერგის სტუდია ნიუ-იორკში. 1964 წელს რვა ეპიზოდურ როლში ითამაშა. დე ნიროს შრომისმოყვარეობაზე, მოთმინებასა და დაკვირვებულობაზე ლეგენდები დადის. ის ცაციაა.
* რობერტ დე ნიროს თითქმის ერთი წელი ჰქონდა რომანი ნაომი კემპბელთაან. შეხვედრები მათ 1992 წელს დაიწყეს, როცა მოდელი 22 წლის იყო, მსახიობი კი – 49-ის. თუ ჭორებს დავუჯერებთ, დე ნირომ ნაომი მაიკლ ტაისონს წაართვა. ხანგრძლივი კავშირი ჰქონდა ყოფილ მოდელ ტუკი სმიტთან (აფროამერიკელთან). ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული – პირველი ცოლი დაიან ებოტი გახლდათ, ახლა კი მისი მეუღლე გრეის ჰაიტაუერია. ორივესგან ჰყავს შვილები.
* რობერტ დე ნირო ფრენსის ფორდ კოპოლასთან (მათთან იყო რობინ უილიამსიც) ერთად სან-ფრანცისკოში ძვირიანი რესტორნის, „რუბიკონის“ მფლობელია. ასევე, იაპონური რესტორნების ქსელის „ნობის“ თანამფლობელია, რომლის ფილიალი მოსკოვშიც გაიხსნა.
* 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტისგან დაზარალებულთათვის დახმარების მიზნით, რობერტმა ორგანიზება გაუკეთა ფესტივალ Tribeca-ს. თავად კი, მათთვის ფულადი დახმარება რომ გაეწია, რამდენიმე ფილმში თამაშს ძალიან დაბალი ანაზღაურებით დათანხმდა.
* რობერტ დე ნირო მონაწილეობდა ბარაკ ობამას წინასაარჩევნო მიტინგში. ის დემოკრატების გულშემატკივარია.
* 1999 წელს მსახიობი პარიზის აეროპორტში დააკავეს – საერთაშორისო პროსტიტუციაში ბრალდების ეჭვით. სწორედ ამიტომ, 2002 წელს მან თქვა უარი ფილმ „ნიუ-იორკის ბანდებში“ გადაღებაზე, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობდა.
* 2004 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე იგეგმებოდა რობერტ დე ნიროს იტალიის საპატიო მოქალაქეობა მიეღო, მაგრამ ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ამერიკული საზოგადოება „იტალიის შვილები“ და იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბურლუსკონი – „იტალოამერიკული განგსტერის სახის მრავალჯერადად არასწორი ფორმირების გამო“.
* ფილმ „ცოფიანი ხარისთვის“ მსახიობმა 30 კილოგრამი დაიკლო. მაშინ ეს მსოფლიო რეკორდი იყო, რაც მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ მოხსნა ვინსენტ დონოფრიომ.
* დე ნირომ განაცხადა რომ გადასაღებ მოედანზე მისი ყველაზე კარგი პარტნიორი მერილ სტრიპია და სწორედ ის არის მისი საყვარელი კინომსახიობი ქალიც.
* მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შეადარეს ერთმანეთს და ცდილობდნენ კონკურენტებად „ექციათ“, დე ნირო და ალ პაჩინო კარგი მეგობრები არიან. დაბადების დღეზე მიპატიჟებას პირველი სწორედ ალ პაჩინო იღებს.
* „გაღვიძების“ გადაღებისას, მისმა პარტნიორმა რობინ უილიამსმა რობერტს შემთხვევით ცხვირი გაუტეხა.
* დე ნირო და მარლონ ბრანდო მსახიობთა ერთადერთი წყვილია, რომლებმაც „ოსკარი“ ერთი და იმავე როლის – ვიტო კორლეონეს („ნათლიმამა“) შესრულებისთვის მიიღეს.
* რობერტ დე ნიროს სამუშაო მაგიდაზე, მოოქრული ორი „ოსკარის“ გვერდით, სპილენძის დაფა დგას, რომელზედაც ამოტვიფრულია ნაპოლეონ ბონაპარტეს ფრაზა: „უიღბლობა – გენიის დედაა“.