კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეთევზე იბრაჰიმოვიჩი

მარია შარაპოვას ბოიფრენდი ჩინეთში სცემეს

როგორც ცნობილია, გრიგორ დიმიტროვი რუსი მარია შარაპოვას ბოიფრენდია და მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ხმები მათი დაშორების შესახებ, ოფიციალურად არც ერთ მათგანს ეს არ დაუდასტურებია. აქედან გამომდინარე, ბულგარელი ჩოგბურთელის მიმართ ინტერესი დიდია და შანხაიში მიმდინარე „მასტერსის” ტურნირზე, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ჩინელმა ჩოგბურთის ქომაგმა დიმიტროვს თვალში ხელი გაარტყა, „ყვითელმა პრესამ” ჩათვალა, რომ მარიასთან განშორებას დიმიტროვს არ აპატიებენ. დიმიტროვმა „ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე განათავსა ფოტო, რომელზეც დალურჯებულ თვალთან ყინულის საფენით არის გადაღებული და იქვეა მინაწერი: „გთხოვთ, თვალში ნუ მირტყამთ”.

 

მეთევზე იბრაჰიმოვიჩი

ფეხბურთის შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია და ამის გამო თავის მშობლიურ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ვერ დაეხმარა. სამაგიეროდ, თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოიყენა დასვენებისთვის და მეგობრებთან ერთად სათევზაოდ გაემგზავრა. „პარი სენ-ჟერმენის” 33 წლის ლიდერმა, როგორც ჩანს, კარგად ითევზავა, რასაც მისი „ინსტაგრამი” მოწმობს. ზლატანმა უზარმაზარ თევზებთან ერთად გადაღებული ფოტოები განათავსა სოციალურ ქსელში.

 

„ფორბსის” ყველაზე ძვირად ღირებული სპორტსმენების სახელები

გავლენიანი „ფორბსის” ვერსიით, ლებრონ ჯეიმსის სახელის ბრენდი ყველაზე ძვირად ღირებულია მსოფლიოში – 37 მილიონი დოლარი. ანუ, დამკვეთმა, სწორედ ეს თანხა უნდა გადაიხადოს, თუკი სპორტსმენის გვარის გამოყენების სურვილი გაუჩნდება. ათეულში ასევე მოხვდნენ: მეგოლფე ტაიგერ ვუდსი - 36 მილიონი, როჯერ ფედერერი – 32 მილიონი, მეგოლფე ფილ მიკელსენი - 29 მილიონი, კრიკეტის ვარსკლავი მაჰენდრა სინგჰ დონი - 20 მილიონი, უსაინ ბოლტი - 19 მილიონი, კრიშტიანუ რონალდუ - 17 მილიონი, კობი ბრაიანტი - 15 მილიონი, ლიონელ მესი - 12 მილიონი და რაფაელ ნადალი - 10 მილიონი დოლარი.

 

სერბული მედიის ვარსკვლავი

სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას” საკუთარი ტელეარხი აქვს, რომელიც მთლიანად ფეხბურთსა და საკლუბო თემებს აშუქებს. ზოგადად, საკლუბო ტელეკომპანიებში, ძირითადად, კომენტატორები და საფეხბურთო ექსპერტები არიან დასაქმებულები. თუმცა, „ცრვენა ზვეზდა” გამონაკლისია, რადგან მის ეთერში სერბეთის ყველაზე ლამაზი სპორტული ჟურნალისტი მუშაობს. ულამაზესი კატარინა სრეჩკოვიჩი სერბეთის პირველ არხზე ამინდის წამყვანი იყო, როცა „ცრვენა ზვეზდაში” მიიწვიეს და ამჯერად, მას ძირითადად საუბარი მწვრთნელებზე, ტაქტიკაზე, პენალტებზე და თამაშგარე მდგომარეობაზე უწევს, რასაც წარმატებით ართმევს თავს.

скачать dle 11.3