კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, ითვლება თუ არა ღვინის სმა ცოდვად?

პასუხი: ზომიერების ფარგლებში ღვინის სმა ცოდვად არ ითვლება. ღვინო წმინდა სითხეა, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ცოდვაა მემთვრალეობა, ანუ ღვინის განუზომლად სმა. ამ დროს ადამიანი საკუთარ ნებას ვერ აკონტროლებს და სხვადასხვა ცოდვაში ვარდება.

კითხვა: როგორ დავარწმუნო ახლობლები, რომ არ დაიჯერონ ჩემ მიმართ ნათქვამი ცილისწამება?

პასუხი: თუ ვინმემ ცილი დაგწამათ, ილოცეთ მისთვის, ევედრეთ უფალს, რომ მას სინანული მიანიჭოს. რამდენადაც მეტს ილოცებთ თქვენი მტრისთვის, რომელმაც ცილი დაგწამათ, მით უფრო გაფანტავს უფალი თქვენზე ყოველგვარ ეჭვს სხვის თვალში.

კითხვა: რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ გარდაცვლილი ურწმუნო ადამიანის სულს შევეწიოთ?

პასუხი: ასეთ დროს უმჯობესია, მოწყალება გაიღოთ გარდაცვლილის სახელზე.

კითხვა: ჩემს შვილს ნათლიამ მოუტანა ჯვარი, რომელმაც ორ კვირაში ფერი იცვალა. რაიმეს ხომ არ მოასწავებს ეს ფაქტი?

პასუხი: ეს ფაქტი არაფერს მოასწავებს – ფერის შეცვლა ლითონის ხარისხის ბრალია. შეინახეთ ეს ჯვარი და ბავშვისთვის სატარებლად ახალი ჯვარი აკურთხებინეთ.

скачать dle 11.3