კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაკარგა საკუთარი გენეტიკა ნინო ძოწენიძემ და რატომ აპირებს ის ამერიკაში წასვლას

ბოლო დროს, უამრავი სატელევიზიო შოუ დაიწყო და მაყურებელმა ტელეეკრანზე ბევრი მივიწყებული თუ ახალი სახე ნახა. თუმცა, მათ შორის, მომღერალი ნინო ძოწენიძე არსად ჩანს. შეგახსენებთ რომ, ნინო შარშანდელი შოუს – „ერთი ერთში” გამარჯვებულია და მისმა ათმა გარდასახვამ, საზოგადოების ყურადღება ისე მიიპყრო, ესემესების ლიდერი ხშირად იყო. თუ რას აპირებს ის მომავალში, რატომ არ იღებს მონაწილეობას Aახალ სატელევიზიო შოუებსა და კონკურსებში, გააჩუქა თუ არა მოგებული ბინა, ამაზე თავად მოგიყვებათ.

 

ნინო ძოწენიძე: ყოველთვის მიზანდასახული ვიყავი და მჯეროდა საკუთარი თავის. მახსოვს, ბავშვობაში, დავდგებოდი სარკის წინ და თან ვმღეროდი, თან ვცეკვავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალში, აუცილებლად პოპულარული გავხდებოდი. ქალბატონ მარინა ტყაბლაძის დიდი დამსახურებაა, დღეს რომ სცენაზე ვდგავარ. მან დაინახა ჩემში მუსიკალური ნიჭი და ანსამბლში მიმიწვია და, რასაკვირველია, ოჯახიც გვერდში მედგა. მოკლედ, ბავშვობიდან ვცეკვავ და ვმღერი. როცა, დამოუკიდებლად დავიწყე სიმღერა, ვხვდებოდი, რომ ფულიანი მამიკოს შვილები, ჩემზე გაცილებით წინ იდგნენ, ვიდრე მე. თუმცა, არასდროს მიფიქრია, ფარ-ხმალი დამეყარა. ვერ გეტყვით, ამის გამო ვიჩაგრებოდი-მეთქი. პირიქით, უფრო მეტად ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი მეჩვენებინა დამსწრე საზოგადოებისთვის. მოკლედ, ვიბრძოდი, მარცხიც მიგემია, მაგრამ თავდაჯერებული ვარ და მწამს, რომ შრომით ყველაფერი გამომივა.  თუმცა, რომ გითხრათ, იღბლიანი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. მარტივად ცხოვრებაში არაფერი გამომდის. ხომ არსებობენ ისეთი იღბლიანები, საჭირო მომენტში, საჭირო ადგილას რომ აღმოჩნდებიან?! მე ასეთი არ ვარ. თუ არ ვიბრძოლე და ვიშრომე, ისე არაფერი გამომდის. 

– ვიცი, რომ ბევრი კარგი სიმღერა გაქვს ჩაწერილი და კლიპიც გადაიღე, თუმცა, დღესაც კი შენი სახელი და გვარი „შინამანაკენასთან” ასოცირდება. ამ ნამღერით გიცნობს ხალხი. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

– ვერ გეტყვით, რა რის იმის მიზეზი, რომ „შინამანაკენას” იარლიყი, ვერა და ვერ მოვიცილე (იცინის). მახსოვს, ხუმრობა-ხუმრობით ჩავწერეთ ეს სიმღერა და მაინცდამაინც ის გაჰიტდა. ამ სიმღერით გავხდი პოპულარული და არა, იმ სიმღერებით, რომელიც მანამდე ან მერე ვიმღერე. უფრო ღირებული სიმღერები, „შინამანაკენას” მერე, ვეღარ მიიღო ჩემგან ხალხმა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოხდა, თუმცა ფაქტია, ეს სიმღერა სამ დღეში გახდა ჰიტი და მეც პოპულარობა მომიტანა. 

– ნინო, გასულ წელს პროექტის – „ერთი ერთში” გამარჯვებული გახდი. პრიზად კი გადმოგეცა ბინა. ჭორი გავიგე, რომ ეს ბინა გააჩუქე, თუ მართალია, ვის აჩუქე?

– ვერ გეტყვით, საიდან წამოვიდა ჭორი, თითქოს მოგებული ბინა გავაჩუქე. რომ დამირეკეს და ამ პროექტში მიმიწვიეს, იმ პერიოდში არაფერი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და გულში გავიფიქრე, აი, ახლა იწყება ჩემი აღმავლობის ხანა, ბოლომდე უნდა დავიხარჯო და ყველას ვაჩვენებ, დავუმტკიცებ, ვინ არის ნინო ძოწენიძე-მეთქი (იცინის). დავიწყე შრომა და შედეგიც მივიღე – გავიმარჯე და ბინა მაჩუქეს. არ დაგიმალავთ, ამბიციაც მქონდა, გამემარჯვა. მართალია, ხან 70, ხან 20 წლის, ხან ქალი და ხან კაცი ვიყავი, მაგრამ მე ეს შევძელი, არ გამჭირვებია. სარკეში რომ ჩავიხედე და ნამდვილი სტივ ტაილერი დავინახე, ცოტა შემეშინდა (იცინის), მაგრამ აი, ტინა ტერნერი რომ გავხდი, მაშინ ვიგრძენი, რა მაგარი ქალია. წარმოიდგინეთ, ისეთი კაცის ტყავში შეძრომა, როგორიც სტივ ტაილერია, როგორ გამიჭირდებოდა, მაგრამ ხომ გამომივიდა? ასე რომ, შეუძლებელი არაფერია – ერთი კვირით, კაცობაც კარგი ყოფილა (იცინის). სამი თვე მიდიოდა ეს პროექტი და ის პერიოდი ჩემი გენეტიკა დაკარგული მქონდა, ხან ქალი ვიყავი, ხან კაცი, ხან ბებერი და ხან ახალგაზრდა (იცინის). საერთო ჯამში, ძალიან მაგარი იყო. რაც შეეხება ბინის გაჩუქებას, თექვსმეტი წელია, თბილისში ვარ, საკუთარი ბინა არ მქონდა და თითქმის ყველა უბანში მიცხოვრია ქირით. მე და ჩემი ქმარი ბინას ვიშენებდით, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, აღარ დაადგა იმ ბინას საშველი. დედაჩემი და ძმა  ქირით ცხოვრობდნენ და მათზე პასუხისმგებლობა მე მაქვს აღებული. ბავშვობიდან ვმუშაობდი და ვცდილობდი, ოჯახი მერჩინა. ასე რომ, ისეთი დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ მაქვს, მოგებული ბინა გამეჩუქებინა. თან, რამდენი უნდა მეშრომა, რამდენი წელი მეგროვებინა ფული, რომ ბინა მეყიდა?!

– ნინო, დღეს უამრავი სატელევიზიო შოუ კეთდება, თუმცა შენ არსად ჩანხარ. სად ხარ და რას აკეთებ?

– აქ ვარ და არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ ოჯახს ვუვლი. თუმცა,  არის შემოთავაზება, რომ რესტორანში დავიწყო სიმღერა და ალბათ, დავთანხმდები. რომ ამბობენ, რესტორნის მომღერალიო, ასეთი ხალხის არ მესმის. 

– გიგა, შენი მეუღლე თანახმაა რესტორანში იმღერო?

– გიგას, საერთოდ არ უნდა სადმე ვიმუშავო, მაგრამ მე ჩემი შემოსავალი მინდა. ყოველთვის მქონდა საკუთარი შემოსავალი და ამ ფულით ჩემს ახლობელ ადამიანებსაც ვეხმარებოდი. თუ რესტორანში ვიმღერე და ამით ახლობლებს მატერიალურად დავეხმარე, ეს ცუდი საქციელია? არ მესმის. მე საოჯახო საქმეებსაც მოვასწრებ და სადაც სიმღერაში ფულს გადამიხდიან, დიდი სიამოვნებით ვიმღერებ. ვერ ვიტყვი, საქართველოში ჩემი ნიჭი არ დაფასდა-მეთქი, მაგრამ ამ ბოლო დროს, მართლაც ბევრი სატელევიზიო შოუ გაკეთდა და ჩემთან არავის დაურეკავს. თუმცა, გამოგიტყდებით და კონკურსები არ მიყვარს. იმდენად ემოციური ვარ, საკონკურსო მომღერლად ვერ გამოვდგები. ზოგადად, როცა კონკურსზე გამოდიხარ, ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო. შეგეძლოს ემოციების მართვა და მოთოკვა. ეს ყველაფერი, მე უკვე გადავლახე, მაგრამ საკონკურსო მომღერალი, მაინც არ მინდა, ვიყო. სიმართლე გითხრათ, მე ის უფრო მანიჭებს სიამოვნებას, როცა მაყურებლისთვის ვმღერი და მათ სიამოვნებაზე ვარ ორიენტირებული, ვიდრე ჟიურის წინაშე „პრანჭვა” და ხუთი წლის სიცოცხლის დაკლება – აბა, რა ქულას ამიწევენო.

– იყო პერიოდი, როცა არ გემღერებოდა?

– რომ ამბობენ, საქართველოში ვის ემღერებაო, თუ არ იმღერე, არც აგემღერება არასდროს. პერიოდი, როცა სიმღერა არ მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. მამა რომ მომიკვდა, უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ მაინც ვმღეროდი. ამით უფრო მეტ დარდს გამოვხატავდი, გულისტკივილს სიმღერაში ვდებდი და ასე გადმომქონდა. ისიც მიფიქრია, უცხოეთში ხომ არ წავიდე-მეთქი, მაგრამ რა მინდა იქ? იქ რომ კარიერა აიწყო, ამასაც ბედი უნდა. ჩემს ქვეყანაში მირჩევნია ვიშრომო. სხვათა შორის, მე და გიგა – ჩემი მეუღლე, ვაპირებთ ახალ წლამდე ამერიკაში წასვლას ცოტა ხნით, მაგრამ უბრალოდ, სამოგზაუროდ და მალევე ჩამოვალთ. 

 

скачать dle 11.3