კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უთხრა აკაკი გოგიჩაიშვილმა ცოლს უარი აკვარიუმში ცხოვრებაზე და როგორ იშვილეს მათ პატარა ბიჭი

აკაკი გოგიჩაიშვილისა და ნინო ხაჟომიას ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ პატარა ბიჭი, ნიკოლოზი გაჩნდა. წყვილმა რამდენიმეწლიანი მოლოდინის შემდეგ, იშვილა ბავშვი, რომელმაც მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. „ბიზნეს კურიერის” ავტორს წლების შემდეგ პატარას  მოვლისა და პამპერსების შეცვლის პერიოდი დაუდგა. მის მეუღლეს კი, რომელსაც პროფესიულადაც ახალი ეტაპი აქვს, სახლში ახალი „მოკავშირე” გაუჩნდა – ბიჭზე, რომელიც მას ძალიან ჰგავს, ნინო ხაჟომია საოცარი ემოციებით საუბრობს. თუმცა, ინტერვიუ მაინც მისი ახალი ამპლუით დავიწყეთ.   

 

ნინო ხაჟომია:  დილის ეთერში ჩემი მოხვედრა  „მთავარ” კულინარად,  ნინო არაზაშვილის დამსახურებაა.  ჩემს წინამორბედს  ტელევიზიასთან კონტრაქტი დაუმთავრდა,  ეძებდნენ ახალ წამყვანს. ერთ დღეს ნინო არაზაშვილმა დაურეკა ჩემს მეგობარს და ეკითხება, ხაჟომიამ, საჭმლის გაკეთება იცისო? ჩემმა მეგობარმა უპასუხა, ისეთ საჭმელს აკეთებს, თითებს ჩაიკვნეტო და ასე გაჩნდა იდეა, ამ გადაცემის წამყვანის როლი მომერგო.  მთელი ცხოვრება ქურასთან ნამდვილად არ ვმდგარვარ, მაგრამ სამზარეულოში ტრიალი ჩემი ჰობია.  ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებ გემრიელობებს  ჩემი ოჯახის წევრებისთვის, სტუმრებისთვის, რაც ვინმემ შეიძლება, ძნელად დაიჯეროს ჩემნაირი გადარეული ქალისგან.  მთელი ცხოვრება ჟურნალისტიკა ვისწავლე, ვისწავლე საფუძვლიანად,   სად აღარ და აღმოჩნდა, რომ ახლა ფულს ვშოულობ ჩემი ჰობით. თუმცა, მე დღემდე ვრჩები „ბიზნეს კურიერში.” 40 წლის ვხდები, ამდენი ხანია, ჟურნალისტიკაში ვარ, მაგრამ ტელეეკრანზე გამოჩენა არასდროს ყოფილა ჩემი გატაცება. მიყვარს ბეგრაუნდში მუშაობა, პროდუქტის შექმნა.  კულინარიული გადაცემა  ჩემგან ნამდვილად  იყო თამამი ექსპერიმენტი.  საბოლოო ჯამში, ტელევიზია არის შოუ და ვინც კარგად გააკეთებს ამ შოუს, ის არის შემდგარი ადამიანი.  რატომაც არა? უამრავი ქალია, ვინც ყოველდღე საჭმელს აკეთებს, კაციშვილი ამაში ფულს არ უხდის. ამასთან ერთად, საღამოს ქმარმა შეიძლება, საჭმელიც დაუწუნოს, მარილი რატომ დაგიკლია საჭმლისთვისო. მე ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში ვარ.

– თუმცა, თქვენი წინამორბედი პროფესიონალი კულინარი იყო. როგორ აგრძელებთ მის შემდეგ ამ საქმეს?

–  მე არ ვარ პროფესიონალი კულინარი და არ მისწავლია კულინარიული თეორიები. შეიძლება, დღემდე არ ვიცი, რომელი ხორცია კარგი მოსახრაშად, ამას ვაკეთებ სრული ქალური ინტუიციით და ინტერპრეტაციით. მინახავს ინტერნეტში საჭმელი  და  მიფიქრია, ეს რომ ქართველ კაცს  დაახვედრო საღამოს, შეიძლება, თავში ჩაგათხლიშოს, მაგრამ თუ ამ საჭმელს იმპროვიცაზიით ინგრედიენტებს და  ქართველი ქმრის ხასიათს მოარგებ,  ყველაფერი გამოდის. შეცდომები, რა თქმა უნდა, მომდის, იმიტომ რომ,  ჩვეულებრივი დიასახლისი ვარ.  მე რომ ალადებს ვეძახი, ქართულად თურმე მაჭკატები ყოფილა. არ ვიცოდი, რა იყო მოწალვა. ხახვის მოთუშვა და მოდაღვაც სულ სხვადსახვა რამ არის, მაგრამ გზადაგზა ყველაფერს ვსწავლობ.  ძალიან მეხმარება ჩემი ძიძა, რომელიც  დგას კადრს მიღმა და შესანიშნავ  პროდიუსინგს მიკეთებს „მორზეს ანბანით” (იცინის).      

– დილით, როცა საკუთარ სამზარეულოში სატელევიზიო ფორმატში ფუსფუსებთ, მეუღლე სამსახურში საუზმის გარეშე მიდის?

– დილით სამზარეულოც  „დაკეტილია” მისთვის და მაცივარიც. თუმცა, სკოლაში ბავშვის წაყვანამდე, სანამ  „რუსთავი 2” მის სამზარეულოს „დაიპყრობს”, ყავის დალევას ასწრებს (იცინის). გადაცემის  პირველი სტუმარი იყო  აკაკი  და საკმაოდ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.  თავიდან ძალიან განიცდიდა ჩემ გამო, ნერვიულობდა, როგორ გამომივიდოდა ეს ყველაფერი. მომცა შენიშვნებიც, ყველა მის შენიშვნას და რჩევას ვითვალისწინებ. ჩემთვის  აკაკი არის საზომი, თუ მეტყვის, რომ კარგია, ძალიან კარგი. თუ მეტყვის, რომ რაღაც არ მოეწონა, უნდა მოაყოლოს არგუმენტებიც, ისე, უბრალოდ, არ მომცემს შენიშვნას.  აკაკი საუზმეს ვერ ასწრებს, მაგრამ ვცდილობ, დავუტოვო იმ საჭმლის ნაწილი, რასაც გადაცემის შემდეგ მე,   ორი ოპერატორი, პროდიუსერი მივირთმევთ. ბოლო პერიოდში ძალიან გავხდი. ჩემი ძიძა მეუბნება: კიდევ კარგი ეს გადაცემა დაიწყო, თორემ ცოტა ხანში „პოლის ჯოხივით” დარჩებოდიო.  კარგი ჭამა ორივეს გვიყვარს, მეც და აკაკისაც, თუმცა ის უფრო   ტკბილეულის მიმართულებით არის „ექსპერტი”. 

– საღამოსაც რომ  მოგთხოვოთ ქმარმა ისეთი დელიკატესები, რასაც დილით ეთერისთვის ამზადებთ? 

– არ იზამს ამას. იცის, ჯერ ერთი,  რომ დრო არ მაქვს, მეორეც, აკაკი ძალიან არაპრეტენზიულია საჭმლის მიმართ. პირიქით,  ჩემი გასტრონომიული მიდრეკილებები აღიზიანებს. მე გამიმართლა და მაქვს საშუალება, ავირჩიო კარგი საჭმელი. რაც არ უნდა მშიოდეს, არ შევჭამ პურს, მაგრამ ჭამა ვიცი სოლიდური და ძალიან „გასტრონომიული”. საჭმლის კეთება ჩემთვის ტანჯვა არაა, შაბათ-კვირას  ერთ ჭიქა ღვინოს დავიდგამ და ჟუჟუნ-ჟუჟუნით ერთდროულად ოთხ საჭმელს გავაკეთებ.  ახლა მშენებლობის დაწყებას ვაპირებ და წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი იქნება ჩემი სამზარეულო – ოთხკამფორიანი გაზი აღარ მაკმაყოფილებს. დიდი გაზი უნდა მქონდეს, დიდი მაგიდა, იქვე ახლოს, რომ პირდაპირ გავუსრიალო საჭმელი სტუმრებს. კულინარიული და სამზარეულოს ფანტაზიები ბოლომდე მაქვს გახსნილი (იცინის).        

– უფრო  ადრე გაბედეთ „თეგეტამოტორსთან” ერთად გადაცემის გაკეთება, სადაც გადასარევად მოირგეთ ავტომობილების „ექსპერტის” როლი.  ასე კარგად ერკვევით ამ საქმეში?  

–  ეს  ბევრად უფრო ახლოს იყო ჩემთან.  ყველამ, ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ მანქანების მანიაკი ვარ. ყველაფერი მიყვარს, რაც ოთხ ბორბალზე დგას.  სატელევიზიო სივრცეში ასეთი  ტიპის ყველა  გადაცემა  მიჰყავდათ მამაკაცებს. ერთ დღეს ნინო არაზაშვილმა მითხრა: მანქანა  შენი ცხოვრების აზრია, ვცადოთ, რა გამოგვივაო. ვცადეთ და მგონი, გამოგვივიდა. ამ გადაცემით ისიც კი ვისწავლე, რაც არ ვიცოდი. შემიძლია, მანქანა დავშალო და ავაწყო თავიდან.

– „ლამბადაზორის” „დაჩიკის” ფუნქცია რა არის?

– ეგეთი არ არსებობს, რაც არ უნდა სცადო, ვერ ჩამჭრი (იცინის). გადაცემაში ვსაუბრობ ყველაფერზე: „აპორნი” დისკზე, „სუხოი სტერჟინებზე,” ოღონდ არ მკითხოთ, მათი დასახლებები ქართულად.  მანქანა გასაკეთებლად იცი, როგორ მიმყავს?  უკვე დასმული დიაგნოზით. აკაკის მანქანაც მე დამყავს პროფილაქტიკაში და მეგობრებსაც  ვუწევ კონსულტაციებს. ახლა მყავს „მერსედესი-კუპე“.  ვაღიარებ, რომ კანონმორჩილი მძღოლი არ  ვარ. საჭესთან ვმესიჯობ, ვსაუბრობ ტელეფონზე, შევდივარ ინტერნეტში, ვაგზავნი მეილებს და ვპასუხობ ყველა წერილს, რაც კი მხვდება.  19 წლის ვიყავი, როცა ნიუ- იორკში პირველი „პრავა” ავიღე. საქართველოში რომ ჩამოვედი, 100 დოლარი გადავიხადე, რომ ახალი ქართული „პრავა” ამეღო. ამერიკაში  800  დოლარად ვიყიდე  პირველი მანქანა, რომლითაც  ერთი თვე ვიარე –  მანქანა ისე „მოკვდა”, რომ კაციშვილმა ვერ გააკეთა, ჯართში ჩავაბარეთ.  მას შემდეგ  ბევრი მანქანა გამოვიცვალე, 12-13 მაინც. ჩემი დაქალები მეხუმრებიან, მანქანების ბარიგა ხარო. მანქანა ისე მიყვარს, ფულს როგორ გავაკეთებ? (იცინის).        

– თქვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, წლების მოლოდინის შემდეგ, აისრულეთ ოცნება და იშვილეთ პატარა ბიჭი.  როგორი ემოციები გაქვთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

– შეიცვალა არა, ყველაფერი თავდაყირა დადგა, კარგი გაგებით.  ახლა ჩვენ გვყავს ახალი შვილი, ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი.  2003 წლიდან ვიყავით ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში. მოლოდინი აღარ ერქვა იმ რეჟიმს, რომელიც ჩვენ გვქონდა.  როცა  დაგვირეკეს, გასაშვილებელი ბავშვი გამოჩნდა, ოღონდ სასწრაფოდ უნდა ნახოთო,  მეგონა, „კომედი შოუს” ბიჭები მირეკავდნენ და მაღადავებდნენ. როცა მივხვდი, რომ ხუმრობა არ იყო, მეორე დღესვე წავედი მის სანახავად. მთელი ღამე არ მეძინა, ვფქრობდი, რას ვაკეთებ 40 წლის ასაკში. თურმე, რასაც მეტს ფიქრობ, მეტად „იგრუზები”. ქალი ხარ და შვილი გინდა? მოიყვანე, გაზარდე, გამორიცხულია, არ გეყოს სიყვარული პატარა ადამიანისთვის. მაინცდამაინც ჩემს მუცელში უნდა ყოფილიყო და გენეტიკაზე მეფიქრა? მაქვს იმის საშუალება, გავზარდო, მიყვარდეს, გზაზე დავაყენო და რატომ არა?  ნიკას სანახავად მარტო ვერ წავედი, აკაკი და ჩემი მეგობარი გამომყვნენ. ისე ვნერვიულობდი, ვერაფერს ვხედავდი.  დანახულიც არ მყავდა, და უკვე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იყო.  რამდენიმე თვეა, ნიკოლოზი ჩვენთან ცხოვრობს, უკვე 19 თვისაა. ისეთი ხასიათი აქვს, სულ მოძრაობს, მოუსვენარია. უნდა გაუგო,  თუ არ გაუგებ, გეჩხუბება. კარგი ტიპია, „ტურტლესა” დავარქვი მეტსახელად, ისე ჰგავს კუ ნინძას პერსონაჟს. ხასიათით  ზუსტად ჩემნაირია. ჰობი აქვს, რა? - მანქანები. როცა ვერ ვაჩერებ, გარეთ გამომყავს და მანქანის საჭესთან ვსვამ. საბასაც ჩემი ხასიათი აქვს, გარეგნობით  ჰგავს მამას. 26 წლის ვიყავი, როცა საბა გავაჩინე. ისეთ ასაკში ვიყავი, საბასთან არ მითამაშია. ნიკოლოზთან შემიძლია, დავჯდე და საათობით ვითამაშო, ოღონდ კაცური თამაშები მოსწონს.  საბამ მთელი ეს წლები იცოდა, რომ ბავშვი უნდა აგვეყვანა, მაგრამ როცა მოვიყვანეთ, ცოტა იეჭვიანა. როცა  ნიკა ჭოჭინაში იჯდა, საბა აჯანჯღარებდა და იძახდა: ნიკოლოზ, მიწისძვრაა, მარტო შენთვისო.  ახლა საოცარი  ურთიერთობა აქვთ. ვგიჟდები, როცა ვუყურებ, როგორ უყვარს  ორ პატარა კაცს ერთმანეთი და როგორ ეფერებიან ერთმანეთს. სახლში სულ ხმაური და ჟრიამულია.  საბა უკვე თინეიჯერია,  საქართველოს ნაკრების კანდიდატია წყალბურთში,  უკვე თავისი სამყარო აქვს. დაბრუნდება სახლში, შეძვრება კომპიუტერში,  მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეკონტაქტება  ადამიანებს, ჩვენთვის აღარ სცალია. სამაგიეროდ, ნიკა ითხოვს ყოველ წუთს ჩვენ თავს.   

– აკაკი როგორი მამაა?

– გადასარევი, მე ვერაფერს შევძლებდი, ის რომ ჩემ გვერდით არ იყოს. უნდა ნახოთ, როგორ უვლის ნიკოლოზს, როგორ უცვლის პამპერსს.  ახლა აკაკის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის კვება, ჰიგიენის საშუალებები, ყველაფერი რაც პატარა ბავშვთან არის დაკავშირებული. აკაკი ამას სიამოვნებით, მშვიდად აკეთებს, მას ხომ ზოგადად ასეთი ხასიათი აქვს. ის  ჩემს ტემპს ვერც აჰყვება. ისიც რომ ჩემნაირი იყოს, ოჯახი კი არა საგიჟეთი გვექნებოდა. აკაკი ძალიან აბალანსებს ჩემს ემოციურ და გადარეულ ხასიათს. 

– მშენებლობას ვიწყებო, ახლა, ორი ბიჭის მშობლებს  კი გჭირდებათ  ახალი სახლი. 

– კი, აბა რა. ორ გოგიჩაიშვილს ორი სახლი სჭირდება. თან, ერთმანეთთან ახლოს. „აუდის” ცენტრის უკან, ქოშიგორაზე ვიყიდეთ მიწა. მე ხომ ახალი ტექნოლოგიების ფანი ვარ, „გიპსოკარდონებით”, უცებ რომ შენდება სახლები, ის სახლი უნდა ავაშენო. ეს არის 21-ე საუკუნის ნოუ ჰაუ, სამ კვირაში სახლი მზადაა. თანაც, რა სახლი – სასტუმროს კომფორტით.  აღარ მინდა არმატურა, რკინაბეტონი  და კონსტრუქციები. აკაკიმ მშენებლობა არ იცის. ამიტომ, ეს საქმე მე მაქვს მონდობილი.  მე კარგი „პრარაბი” ვარ, ვაშენებ, ვარემონტებ სახლებს (იცინის). როცა დიღმის სახლი ავაშენეთ, აკაკიმ პროექტში კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ „წაიკითხა”. როცა მივიდა აშენებულ სახლში, გამომიცხადა, მე ამ აკვარიუმში არ ვიცხოვრებო, არადა სახლი უკვე დამთავრებული იყო. რა უნდა მექნა? გადავაკეთე კი არა, თავიდან დავიწყე აშენება. აკვარიუმი გადავაკეთე სახლად, ახლა უნდა სახლი გოთიკურ სტილში, შიგნით ეზოთი, ალმადოვარის ფილმის სახლივითააა. პროექტი თავიდანვე კარგად  უნდა „შევასწავლო,” რომ  მერე კვლავ რამე არ გამიხდეს გადასაკეთებელი (იცინის).      

 

скачать dle 11.3