კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომერციული ფართების ყველაზე დიდი არჩევანი

მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, საქართველოს დედაქალაქი ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი სტილით. ამ თვითმყოფადობის დამკვიდრებაში კი მთავარ როლს თამაშობდა განსაკუთრებული თბილისური არქიტექტურა – მეტეხზე დაკიდებული სახლები და ეგრეთ წოდებული „იტალიური ეზოების“ განუმეორებელი ხიბლი და ლაზათი. ამან კი, თავის მხრივ, თბილისელთა ხასიათის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის მოსახლეობა ერთ დიდ, მეგობრულ ოჯახად ცხოვრობდა. 

გლობალურმა ეპოქალურმა ცვლილებებმა – ომებმა, ნგრევამ, სხვადასხვა სუბიექტურმა თუ ობიექტურმა გარემოებამ დაღი დაასვა თბილისს და მისი თვითმყოფადობის გაუფერულებას ხელი შეუწყო. არასწორმა ურბანულმა ტენდენციებმა კი დაამახინჯა ქალაქის იერსახე და თბილისში ცხოვრება დისკომფორტული გახდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა – შარდენის ქუჩა, რიყე, მარჯანიშვილის მოედანი, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია. ქალაქში ტრადიციული უბნური ცხოვრება ჩაკვდა და თბილისური სტილი წარსულს ჩაბარდა... თუმცა, ჭკვიანი ადამიანების ძალისხმევით, საქართველოს დედაქალაქს თბილისური სული უბრუნდება და ამის მთავარი შემოქმედია ახალი მოდერნიზებული უბნები.

მათ შორისაა ,,დირსის” საცხოვრებელი კომპლექსი – ასე ეწოდება მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაჭიმულ, ახალ, ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს. ის აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4 898 გარემონტებულ, კეთილმოწყობილ ბინას იტალიური სამზარეულოებით, ცენტრალური გათბობით, სატელეფონო ქსელითა და ტელევიზიით. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ ულტრათანამედროვე, უბნური ტიპის დასახლებაში, საშუალო ფენისთვის ხელმისაწვდომი ფასებია და ტრადიციული, თბილისური ელიტური უბნებისგან განსხვავებით, იქ ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტულია და კომერციული საქმიანობის წარმოებაა ბევრად მომგებიანი.

ოცი ათას მაცხოვრებელზე გათვლილი „დირსის” მინი ქალაქს გააჩნია უნიკალური სოციალურ-საყოფაცხოვრებო ობიექტები, გამართული საინჟინრო ინფრასტრუქტურით: საბავშვო ბაღები, სკოლები, სავაჭრო გასართობი ცენტრები იტალიურ სტილში, კინოთეატრი, სპორტული კომპლექსები და უმაღლესი დონის სამედიცინო ცენტრი, საბავშვო მოედნები, კაფე-ბარები და რესტორნები, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები. უზარმაზარი ბულვარი და სანიტარულად ყოველმხრივ გამართული რეკრეაციული ზონა, რომელიც 25 ჰექტარზეა გადაჭიმული და 3-ჯერ აღემატება მიღებულ, ნორმით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

„დირსის უბანი” გამორჩეულია უმაღლესი დონის უსაფრთხოების სისტემით და წარმოებს ოცდაოთხსაათიანი ვიდეოკონტროლი. სახლების სეისმომედეგობა 9 ბალია. დაცულია უმაღლესი კატეგორიის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება. განთავსებულია წყლის რეზერვუარები და დენის სათადარიგო გენერატორები.

მინი ქალაქში დასასვენებლად მისული თბილისელებისთვის ბულვარში არის ველობილიკი და მსურველებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ველოსიპედის დაქირავება. თევზაობის მსურველებისთვის კი, ანკესების გამქირავებელი პუნქტია. მათ ყოვლად უსაფრთხოდ შეუძლიათ მტკვარზე თევზჭერა.

თბილისის სხვა სანაპირო ადგილებისგან განსხვავებით, „დირსის” სანაპირო იდეალური სისუფთავითა და სუფთა ჰაერითაა გამორჩეული. არ არის სუნი და მავნე მწერები. ამიტომ, აქ ცხოვრება და დასვენება ორმაგად კომფორტული და სასიამოვნოა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ახალი უბნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემა. ქალაქის ცენტრიდან, თავისუფლების მოედნიდან „დირსის უბანში” მოხვედრა კერძო ტრანსპორტით 4-5 წუთში, საქალაქო ტრანსპორტით კი – 12-15 წუთშია შესაძლებელი. 

განსაკუთრებით აღსანიშნი კი, ის გარემოებაა, რომ „დირსი“ მალე კომერციული და რეკრეაციული ობიექტების ერთგვარი ცენტრი გახდება, ვინაიდან ათეულობით კომერციული ფართის გაქირავება-გაყიდვა უკვე დაწყებულია. დირსის უბნის ერთგვარ ხიბლს მისი იტალიური სტილის სამდონიანი სავაჭრო ცენტრიც წარმოადგენს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ტანსაცმლის, ტექნიკის, ავეჯისა და ბარ-რესტორნების როგორც ადგილობრივი ისე უცხოური ბრენდები თავისი ჰიპერმარკეტით. ამ ეტაპზე, ბულვარის გასწვრივ განთავსებულ კომერციულ ობიექტებზე  კომპანიის ხელმძღვანელობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს  დაინტერესებულ პირებთან ბარ-რესტორნების, კაფეტერიების, გასართობი ცენტრებისა და სხვადასხვა ტიპის მაღაზიების განთავსების თაობაზე. შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნოემბრიდან თბილისელებს „დირსის“ უბნის სახით დროის სასიამოვნო გატარებისთვის და თავშეყრისთვის სრულიად ახალი და  საყვარელი ადგილი გამოუჩნდებათ.

 

скачать dle 11.3