კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის საცემრად მივიდა გენერალი დავით თევზაძე კაბინეტში და რა გრძნობა ეუფლება მას ლამაზი ქალის დანახვისას

გენერალი დავით თევზაძე ჩარჩოს გარეშე, ცოტა უჩვეულოდ ჟღერს, რადგან, ის არასდროს გასცილებია თავის ჩვეულ საზღვრებს და ჟურნალისტები ამის გამო მას ხშირად ემდუროდნენ კიდეც. თუმცა, ბატონი დავითი სიამოვნებით დაგვთანხმდა ჩვენს რუბრიკაში მონაწილეობაზე და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

 

– რა გაგების კაცი ხართ?

– კაცური გაგების.

– რა არის კაცური გაგება?

– არ უნდა მოიტყუო და არ გეშინოდეს იმის თქმის, რასაც ფიქრობ.

– გიძველბიჭიათ?

– გააჩნია, რას დაარქმევთ დღესდღეობით ძველბიჭობას. 

– ქურდობა რომ უნდათ და წელში მოხრილები რომ დადიან.

– არა.

– იგინებით ხოლმე?

– არ ვიგინები.

– არასდროს?

– შეიძლება, წამომცდენია, მაგრამ წინასწარ არასდროს განმისაზღვრავს, თუ როდის შევიგინებოდი.

– მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე რას ფიქრობთ?

– ეს უფრო ფსიქოლოგების პრობლემაა.

– შეხება არ გქონიათ?

– არ მქონია.

– შეგიძლიათ კაცის მოკვლა?

– შემიძლია. წელიწად-ნახევარი ომში ვიყავი.

– როგორი გრძნობაა კაცისკვლა?

– თავიდან რთულია. მერე ეჩვევი.

– სიკვდილის გეშინიათ?

– არ მეშინია.

– რა არის სიკვდილი. როგორ წარმოგიდგენიათ ის?

– არანაირად. არ ვფიქრობ სიკვდილზე.

– მაინც?

– არ ვიცი, თავდება რაღაც ამქვეყნიური, მიწიერი. იმის იქით იქნება, ალბათ, რაღაც, მაგრამ რა, არ ვიცი.

– ამქვეყნიური საქმეებით ჯოჯოხეთს იმსახურებთ თუ სამოთხეს?

– განსაწმენდელი რომ ცალსახად მეკუთვნის, ეს ზუსტად ვიცი.

– ანუ, ბევრი სიკეთე გაქვთ გაკეთებული?

– ბოროტებაც.

– რა არის სიკეთე და ბოროტება და სად გადის მათ შორის ზღვარი?

– დაპირისპირებაში ზღვარი არ არსებობს.

– რა არის სიკეთე?

– რთული კითხვაა. ერთ-ერთი იმ კითხვებიდან, რომელსაც პლატონი სვამდა თავის დიალოგებში და პასუხი არ ჰქონდა.

– ღმერთში ხედავთ სიკეთეს?

– ღმერთი სიკეთეა.

– მართლმადიდებელი ხართ?

– მართლმადიდებელი ვარ.

– კეთილი ადამიანი ხართ?

– მე არ ვიცი, როგორი ადამიანი ვარ. ვინც ფიქრობს, რომ კეთილი ვარ, ესე იგი, ჩემგან სიკეთე ახსოვს. ხოლო, ვინც მიიჩნევს, რომ ბოროტი ვარ, ეშლება.

– ესე იგი, არ ხართ ბოროტი, მაგრამ ვერც კეთილს დაარქმევთ საკუთარ თავს.

– არ ვიცი. ეს სხვამ უნდა თქვას.

– რაზე ოცნებობთ?

– ჩემს ასაკში არ ოცნებობენ.

– რაზე გიოცნებიათ?

– ბევრ რამეზე. მეზღვაურობა მინდოდა.

– კმაყოფილი ხართ თქვენი მოღვაწეობით თავდაცვის მინისტრის პოსტზე?

– არ ვარ კმაყოფილი.

– რატომ?

– უამრავი რამ ვერ შევძელი.

– უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, შეცვლიდით რამეს?

– არ ვიცი.

– მინისტრობისას პრეზიდენტ შევარდნაძეზე დიდი რეიტინგი გქონიათ. მართალია?

– წესით, შევარდნაძეს უფრო მეტი რეიტინგი უნდა ჰქონოდა.

– ამბობენ, რომ შევარდნაძეზე არანაკლები სიკეთე გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის.

– მას მე ვერც შევედრები.

– თქვენი ნაკლი.

– ნაკლის მეტი რა მაქვს.

– ყველაზე დიდი?

– ბევრს ვლაპარაკობ.

– საერთოდ?

– არა. მეგობრებში, როცა ვსვამ.

– გიყვართ დალევა?

– დალევა არა, ურთიერთობა მიყვარს.

– ქართული სუფრის თამადობაზე რას ფიქრობთ?

– სერიოზული ტრადიციაა.

– ბევრი დასცინის მას.

– ეს იმიტომ, რომ თამადობა ფიზიკურად არ შეუძლიათ, თანაც არ იციან ტრადიცია.

– თქვენი ყველაზე დიდი ღირსება.

– არავისთვის მიღალატია.

– რა გრძნობა გეუფლებათ ლამაზი ქალის დანახვისას?

– სიამოვნების გრძნობა.

– როგორია იდეალური ქალი?

– ყველას თავისი იდეალური ქალი ჰყავს.

– რას გაიხსენებთ თქვენი წარსულიდან დიდი სიამაყით?

– დიდი სიამაყით ვერაფერს გავიხსენებ.

– ისეთი არაფერი ჩაგიდენიათ, რითაც გიამაყიათ?

– როგორ არა. აი, მაგალითად, სოხუმი რომ ეცემოდა და ჩვენ შევდიოდით. დაახლოებით ხუთი ათასი კაცი გამორბოდა მაშინ სოხუმიდან.

– როგორი ადამიანია გმირი?

– გმირია გია ყარყარაშვილი.

– მართლა მიხვედით ზურაბ ნოღაიდელის საცემად მის კაბინეტში, ის კი კარადაში დაგემალათ?

– ზურაბ ნოღაიდელის საცემად არ მივსულვარ.

– აბა, ვისთან მიხვედით?

(ეღიმება და თავს აქნევს).

– ყველაზე დიდი ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში შეხვედრიხართ.

– დიდი – რა მხრივ?

– რანგით.

– შევხვედრივარ რამდენიმე პრეზიდენტს – თურქეთის, ისრაელის, შეერთებული შტატების, აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა პრეზიდენტს, მაგრამ მათ შორის ვინ იყო ყველაზე დიდი ადამიანი, ვერ გეტყვით.

– ყველაზე დიდი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში.

– ღმერთის აღმოჩენა.

– თქვენი საყვარელი კინოფილმი.

– საყვარელი კინოფილმი, წიგნი, მუსიკა არ მაქვს.

– არც საყვარელი ანეკდოტი?

– არა.

– მოგწონთ ქართული კინო?

– ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან სასიამოვნო ფილმებს იღებდნენ, ახლა რას აკეთებენ, არ ვიცი. არ ვარ ის კაცი, ვინც ფილმებს უყურებს.

– რა გიტაცებთ ყველაზე მეტად?

– წიგნების კითხვა.

– თქვენი საყვარელი წიგნი.

– ყველა წიგნი საინტერესოა.

– არც საყვარელი ლიტერატურული გმირი გყავთ?

– საყვარელი ბებია მყავდა და გარდაიცვალა.

– პრეზიდენტი რომ იყოთ, რას იზამდით?

– რომ ვიყო, არ არსებობს... არ ვარ.

– კენჭი რომ იყაროთ და გახდეთ?

– სამოცდახუთი წლის ვარ და რა დროს ჩემი კენჭისყრაა? 

– მომხრე ხართ, რომ დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანონ?

– არა.

– არათბილისელს თუ აირჩევდით თბილისის მერად?

– რას ნიშნავს თბილისელი?

– თბილისში რომ არ არის დაბადებული და გაზრდილი, აქაური.

– ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით, მე თვითონ სოხუმში ვარ დაბადებული და გაზრდილი (იცინის).

– რაში ხარჯავთ ყველაზე მეტ ფულს?

– სად მაქვს ფული? (იცინის).

– რაც გაქვთ, იმას.

– აი, რასაც ირგვლივ ხედავთ (გულისხმობს უზარმაზარი კაბინეტის ნივთებს – ხატებს, წიგნებს, ცივი იარაღის კოლექციას).

– კეთილდღეობა თუ თავისუფლება?

– თავისუფლება.

– დღესდღეობით, საკუთარ თავს თავისუფალ ადამიანად მიიჩნევთ?

– წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი თავის უფალი მე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ვიყავი.  თავისუფლება აი, აქედან მოდის (ხელს გულზე იდებს).

– საბჭოთა კავშირის დაშლა სწორი გადაწყვეტილება იყო?

– არ ვიცი.

– საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, საქართველო უფრო კარგად „იცხოვრებდა“ თუ ახლა უფრო კარგადაა?

– მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვისაც საბჭოთა კავშირის დაშლა გაუხარდა. არსებობს სხვადასხვა განზომილება. მორალური სკალით, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა ბევრად უფრო მაღლა დგას. მე შეიძლება, კარგად ვცხოვრობდე, მაგრამ მორალურად ვიყო დათრგუნული. მაგრამ, შეიძლება, მორალურად ვიყო ბედნიერი და კარგად ვერ ვცხოვრობდე. გააჩნია, რას უწოდებ კარგ ცხოვრებას და რა ღირებულებებზე ხარ გაზრდილი.

– რუსეთი თუ ამერიკა?

– არც ერთი, არც მეორე – საქართველო.

– როგორ წარმოგიდგენიათ მათ გარეშე დამოუკიდებელი საქართველო?

– რუსეთი ჩვენს საზღვრებთან მეთექვსმეტე საუკუნეში გამოჩნდა. ამერიკის შესახებ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს შევიტყვეთ. როგორ ვცხოვრობდით მანამდე?

– თქვენი აზრით, პატრიოტი ხართ?

– სხვისი აზრითაც პატრიოტი ვარ.

– ზვიად გამსახურდიას როგორ აფასებთ?

– ზვიადს სახელმწიფო მართვის გამოცდილება აკლდა.

– კარგი იყო თუ არა მისი მოსვლა, მისი მმართველობა?

– კარგი იყო თუ არა, ეს ძნელი სათქმელია, მან მმართველობა ვერ მოასწრო. ფაქტია, რომ გარკვეულწილად, მოსახლეობის ძალიან დიდ ფენაში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, გამოიწვია იმ ზომის უკმაყოფილება, რომ მოხდა ის, რაც მოხდა.

– შევარდნაძე უფრო კარგი პრეზიდენტი იყო თუ სააკაშვილი?

– შევარდნაძეს სააკაშვილი ვერც შეედრება. შევარდნაძე ბევრად მაღლა დგას სააკაშვილზე.

– მიშა თუ ბიძინა?

– არც ერთი, არც მეორე. მიმაჩნია, რომ დროა, საქართველოში ახალი პოლიტიკური გარემო მომწიფდეს. მიშები, ბიძინები და ყველა დანარჩენი კი ისტორიის კუთვნილება გახდა.

– „რაგატკიდან“ თუ გისვრიათ და რა შედეგით დასრულებულა?

– ბავშვობაში ბევრჯერ მისვრია. ძალიან პოპულარული სათამაშო იყო. „აიფონები” მაშინ არ გვქონდა.

– რას ესროდით – ჩიტს, ძაღლს, ადამიანს?

– ადამიანისთვის არ მისვრია. ვესროდით იმას, რასაც სამიზნედ ავირჩევდით.

– კარგად ისროდით მიზანში?

– ისე რა...

 

скачать dle 11.3